სალათები ქათმის სალათი ყველით 2013, 6 დეკემბერი, 11:34 ინგრედიენტები:
● ქათმის შებოლილი ხორცი - 400 გ.
● კვერცხი - 2 ცალი
● სიმინდის მარინადი - 150 გ.
● ყველი - 130 გ. ● პამიდორი - 2 ცალი ● ნიორი - 2 კბილი ● მწვანილი - გასაფორმებლად ● მაიონეზი - გემოვნებით ● მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით ![]() მომზადება: ქათმის ხორცი გავათავისუფლოთ ძვლებისაგან და დავჭრათ პატარა ზომის კუბიკებად. სალათი მზადდება ფენებად და პირველ ფენად დავალაგოთ ქათმის ხორცი. წვრილად დავჭრათნიორი, ავურიოთ მაიონეზში და წავუსვათ სალათის პირველ ფენას. მეორე ფენად დავალაგოთ სიმინდი, მესამე ფენად დავალაგოთ კუბიკებად დაჭრილი პამიდორი, მოვასხათ ზემოდან მაიონეზი და გემოვნებით დავუმატოთ მარილი და პილპილი. ზემოდან დავალაგოთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. სალათი შეგვიძლია გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით 542 9-ს მოსწონს
|