x
image
cxvedo
სალათი - ზურმუხტი
ინგრედიენტები:

● ქათმის ფილე - 500 გ.

● კიტრი - 1-2 ცალი

● ყველი - 300 გ.


● ნიგოზი - 50 გ.

● კივი - 6-7 ცალი

● მაიონეზი - გემოვნებით


სალათი - ზურმუხტი


მომზადება:


სალათი - ზურმუხტი (1 ეტაპი)


ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად.

სალათი - ზურმუხტი (2 ეტაპი)


მოვაყაროთ მარილი და მოვშუშოთ ზეთში.

სალათი - ზურმუხტი (3 ეტაპი)


მოშუშულ ხორცს მივცეთ რვიანის ფორმა და შევაზავოთ მაიონეზით.

სალათი - ზურმუხტი (4 ეტაპი)


კიტრი დავჭრათ წვრილ ზოლებად.

სალათი - ზურმუხტი (5 ეტაპი)


რვიანს მეორე ფენად მოვაყაროთ კიტრი.

სალათი - ზურმუხტი (6 ეტაპი)


ყველი უხეშად გავხეხოთ და მოვაყაროთ მესამე ფენად.

სალათი - ზურმუხტი (7 ეტაპი)


ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

სალათი - ზურმუხტი (8 ეტაპი)


უხეშად დავამტვრიოთ ნიგოზი.

სალათი - ზურმუხტი (9 ეტაპი)


რვიანს მოვაყაროთ ნიგოზი ზემოდან.

სალათი - ზურმუხტი (10 ეტაპი)


გავფცქვნათ კივი, დავჭრათ თხელ რგოლებად და დავალაგოთ სალათს ზემოდან.

სალათი - ზურმუხტი (11 ეტაპი)სალათი - ზურმუხტი (12 ეტაპი)

სალათი შეგიძლიათ თავად მორთოთ რომელიმე სახის მწვანილით, ან ზემოდან წერტილებად მოასხათ მაიონეზი.

სალათი - ზურმუხტი


გემრიელად მიირთვით













3
125
7-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
125
  
2013, 26 ნოემბერი, 11:01
ძალიან უხდება :) მომჟავო არომატს ჰმატებს და საოცრად ეგზოტიკური გემო აქვს
2013, 26 ნოემბერი, 10:58
კივი და მაიონეზი რა უბედურებაა :(
2013, 26 ნოემბერი, 9:33
ძალიან ლამაზია და ამავდროულად გემრიელიც იქნება.კარგი რეცეპტია.
0 1 3