სალათები სალათი - ზურმუხტი 2013, 26 ნოემბერი, 9:30 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 500 გ.
● კიტრი - 1-2 ცალი
● ყველი - 300 გ.
● ნიგოზი - 50 გ. ● კივი - 6-7 ცალი ● მაიონეზი - გემოვნებით ![]() მომზადება: ![]() ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად. ![]() მოვაყაროთ მარილი და მოვშუშოთ ზეთში. ![]() მოშუშულ ხორცს მივცეთ რვიანის ფორმა და შევაზავოთ მაიონეზით. ![]() კიტრი დავჭრათ წვრილ ზოლებად. ![]() რვიანს მეორე ფენად მოვაყაროთ კიტრი. ![]() ყველი უხეშად გავხეხოთ და მოვაყაროთ მესამე ფენად. ![]() ზემოდან წავუსვათ მაიონეზი. ![]() უხეშად დავამტვრიოთ ნიგოზი. ![]() რვიანს მოვაყაროთ ნიგოზი ზემოდან. ![]() გავფცქვნათ კივი, დავჭრათ თხელ რგოლებად და დავალაგოთ სალათს ზემოდან. ![]() ![]() სალათი შეგიძლიათ თავად მორთოთ რომელიმე სახის მწვანილით, ან ზემოდან წერტილებად მოასხათ მაიონეზი. ![]() გემრიელად მიირთვით 125 7-ს მოსწონს
|