სალათები სალათი - ზურმუხტი 2013, 25 ნოემბერი, 10:11 ინგრედიენტები:
● ლორი - 200 გ.
● სოკო - 150 გ.
● კვერცხი - 3 ცალი
● ყველი (პარმაზანის) - 100გ. ● ხახვი - 1 ცალი ● მარილი - გემოვნებით ● კიტრი - 1 ცალი (გასაფორმებლად) მომზადება: ლორი და მოხარშული კვერცხი დავჭრათ კუბიკებად. ამასობაში ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სოკო, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გავხეხოთ ყველი და შევურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში (სასურველია, თუ დაუმატებთ 1-2 სუფრის კოვზ არაჟანს ან მაიონეზს). მიღებული სალათი ზემოდან გავაფორმოთ თხლად დაჭრილი კიტრით, რომელსაც შეგვიძლია გვირგვინის, ვარდის ან სხვა რამის ფორმა მივცეთ. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 331 8-ს მოსწონს
|