სალათები სალათი - ვალენტინა 2013, 5 ოქტომბერი, 19:25 ინგრედიენტები:
● შებოლილი ქათმის მკერდის ხორცი (შესაძლებელია ბარკლებიც) - 200 გ.
● ხახვი - 2 ცალი
● მაიონეზი - გემოვნებით
● სტაფილო - 2-3 ცალი ● კვერცხი - 4 ცალი ● დაკონსერვებული ანანასი - 1 ქილა ● ნიგოზი (თხილი ან მიწისთხილი) - მოსართავად ![]() მომზადება: მოვშუშოთ ქათმის ხორცი წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, ავურიოთ მაიონეზი და ეს იქნება სალათის პირველი ფენა. მოხარშული სტაფილო და კვერცხი დავჭრათ წვრილად, ავურიოთ მაიონეზი და მეორე ფენაც მზადაა. გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ანანასი ავურიოთ მაიონეზი და მესამე ფენაც მზადაა. ზემოდან მოვაყაროთ მოხალული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 144 10-ს მოსწონს
|