სალათები სალათი - კოქტეილი ლორითა და ყველით 2013, 3 ოქტომბერი, 11:28 ინგრედიენტები:
● ლორი - 100 გ.
● ყველი - 100 გ.
● წიწაკა (ბულგარული) - 1 ცალი
● მაიონეზი - 1/2 ჭიქა ● კიტრი - 1 ცალი ● კვერცხი (მოხარშული) - 2 ცალი ● მარილი - გემოვნებით ● კამა და ოხრახუში - რამდენიმე ღერო მომზადება: წვრილ ჩხირებად დავჭრათ ლორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, ყველი და კვერცხი. დავალაგოთ ისინი ფენებად და ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი. პირველ ფენად დავალაგოთ კიტრი, შემდეგ - ლორი, კვერცხი, წიწაკა, ბოლოს კი ყველი მოვაყაროთ და მოვასხათ მაიონეზი. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ მწვანილებით და... გემრიელად მიირთვით 66 9-ს მოსწონს
|