სალათები სალათი სოკოს მარინადით 2013, 27 სექტემბერი, 21:47 ინგრედიენტები:
* სოკოს მარინადი - 1 ქილა
* ხახვი (მწვანე) - 1 კონა
* ლორი - 300 გ.
* კარტოფილი (მოხარშული) - 3 ცალი * კვერცხი (მოხარშული) - 3 ცალი * მაიონეზი - გემოვნებით მომზადება: ავიღოთ ღრმა ჭურჭელი და ფენებად მოვათავსოდ წვრილად დაჭრილი ინგრედიენტები. პირველ ფენად დავალაგოთ სოკოს მარინადი, მეორე ფენად - მწვანე ხახვი, მესამე ფენად - კუბიკებად დაჭრილი ლორი, მეოთხე ფენად - კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მეხუთე ფენად - წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ყოველ ფენას შორის მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ მაცივარში. გაციების შემდეგ შეგიძლიათ გადმოაბრუნოთ ღრმა ჭურჭელი მაგიდაზე მისატან ჭურჭელზე და ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 94 10-ს მოსწონს
|