სალათები სალათი - კოქტეილი ორისათვის 2013, 18 სექტემბერი, 20:07 ინგრედიენტები:
*მოხარშული ქათმის ხორცი - 100 გ.
*კიტრი - 1 ცალი
*ყველი - 50 გ.
*სალათის ფურცლები - 2 ცალი *მაიონეზი - 75 გ. *ზეთისხილი - 10 ცალი მომზადება: წვრილად დავჭრათ ქათმის მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები, და კიტრი. გავხეხოთ ყველი. შემდეგ დავიწყოთ ფენებად დალაგება (ყოველ ფენას ზემოდან მოვასხათ მაიონეზი): ჭურჭლის ფსკერზე ჩავდოთ ქათმის ხორცი, შემდეგ კიტრი დავალაგოთ, მაგრამ არ დავაწვეთ, რადგან რაც უფრო ჰაეროვანი იქნება სალათა, მით უფრო ლამაზი და გემრიელია. კიტრის ზემოთ დავაყაროთ გახეხილი ყველი, ამის შემდეგ სალათის ფურცლები, რომელსაც გავაფორმებთ ზეთისხილით. ამის შემდეგ... გემრიელად მიირთვით 117 10-ს მოსწონს
|