სალათები სალათი - გურმანი 2013, 6 სექტემბერი, 9:10 სალათი გურმანი მზადდება ცოცხალი და მოშუშული პროდუქტისაგან. იგი შეგიძლიათ, როგორც თბილი (ახალი გაკეთებული), ისე გაციებული მიირთვათ.
![]() ინგრედიენტები: * წითელი ლობიო - ნახევარი ჭიქა * ლორი (შესაძლებელია ქათმის, თევზის და საქონლის ფილეც) - 200 გ. * სოკო - 200 გ. * კიტრის პიკული - 4-5 ცალი * ბულგარული წიწაკა - 2 ცალი * ხახვი - 1 ცალი * სტაფილო - 1 ცალი * კამა - 1 კონა (პატარა) * სალათის ფურცლები - 1 კონა (პატარა) * ოხრახუში (მოსართავად) * მაიონეზი (მოსართავად) * მცენარეული ზეთი (მოსათუშად) * მარილი და პილპილი (გემოვნებით) პირველი ეტაპი: მოვიმარაგოთ ინგრედიენტები. შემდეგ მოვხარშოთ ლობიო. მა ![]() მეორე ეტაპი: სანამ ლობიო იხარშება, დავჭრათ სოკო, სტაფილო და ხახვი ნახევარ რკალებად. ![]() მესამე ეტაპი: ხახვი, სოკო და სტაფილო მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ კარგად არ დარბილდება (განსაკუთრებით სტაფილო). ![]() მეოთხე ეტაპი: წვრილ ზოლებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, კიტრის პიკული და ლორი. წვრილად დავჭრათ კამა. ![]() მეხუთე ეტაპი: ეს ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ამოვურიოთ. ![]() მეექვსე ეტაპი: გააფორმეთ სალათი მწვანილებით და გემრიელად მიირთვით. ![]() შემოთავაზებული ინგრედიენტების რაოდენობის მიხედვით, მზადდება 4 პორცია. გემრიელად მიირთვით 136 8-ს მოსწონს
|