სხვა ეფექტურია თუ არა ვარჯიში მხოლოდ შაბათ–კვირას? – რას ამბობენ მეცნიერები 22 თებერვალი, 11:06 ჩინელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ როგორც მათ, ვინც მხოლოდ შაბათ-კვირას ვარჯიშობს, ასევე მათ, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, აქვთ მუცლის ცხიმის, წელის გარშემოწერილობის და მთელი სხეულის ცხიმის მასის დაბალი დონე.
ამგვარად, დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ შაბათ-კვირას აქვთ ვარჯიშის დრო, იკლებენ წონაში ისევე, როგორც ისინი, ვინც მთელი კვირა ვარჯიშობენ. „ადამიანები ცდილობენ აანაზღაურონ დაკარგული დრო, რომ მჯდომარე ცხოვრების წესს შეეწინააღმდეგონ, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში მისასვლელად ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ“ – ამბობს ლიჰუა ჯანი, მეცნიერი ჯანმრთელობის სფეროში ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიიდან. სპორტდარბაზში ვარჯიშის გარდა, ჯანი შესაფერის აქტივობად ასახელებს კლდეზე ცოცვას, ლაშქრობას, ველოსიპედით სიარულს და სირბილს. ბევერლი ჩანგი, კლინიკური მედიცინის კათედრის დოცენტი ნიუ–იორკის Weill Cornell Medicine–ში, კვლევაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შედეგი ადასტურებს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. „მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები უნდა მისდევდნენ აქტიური ცხოვრების წესს მათთვის შესაფერისი ნებისმიერი მეთოდით“ – აღნიშნავს სპეციალისტი. ასევე დაგაინტერესებთ: 1. კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი 2. 12 ადამიანი, რომლებმაც მხოლოდ 1 წელში წარმოუდგენლად შეცვლა შეძლეს 3. ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ 4. ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა 5. დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ 6. ოფლიანობა არ წვავს ცხიმს: რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ფიტნეს ჩვევებს 7. დაიმსხვრა მითი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა აუცილებელია 8. რატომ არის ქვევით ჩასვლა უფრო სასარგებლო, ვიდრე ზევით ასვლა 92 1-ს მოსწონს |