x
image
Yoona
Mediator image
ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა
არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მარტივი ფრაზის მოსმენა: „შენ დაიკელი! შესანიშნავად გამოიყურები!“ ადამიანი უბრალო სიამოვნებას იღებს იმით, რომ ვიღაცამ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა და სტრესის უკეთ გამკლავება შეამჩნია. თუ თქვენი მიზანია წონაში დაკლება და თავდაჯერებულობის შეძენა, უნდა იცოდეთ ისეთი გაგების შესახებ, როგორიცაა ვისცერალური ცხიმი. მისი სიჭარბე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების მაღალ რისკს უკავშირდება.

რა არის ვისცერალური ცხიმი?

image

ვისცერალური ცხიმი არის ცხიმი, რომელიც მუცლის ღრუში ინახება და მნიშვნელოვან შინაგან ორგანოებს გარს ეხვევა. მას აქტიურ ცხიმსაც უწოდებენ, რადგან ჰორმონების ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს. კიდევ ერთი სახელი – თეთრი ცხიმი: მიტოქონდრიის დაბალი სიმკვრივის და სისხლძარღვების სიმცირის გამო მას ნამდვილად თეთრი (იშვიათად მოყვითალო) შეფერილობა აქვს.



რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ვისცერალურ ცხიმს?

image

დიეტოლოგი, რომელსაც მივმართე, მითხრა, რომ ცხიმოვანი უჯრედები ჭარბი ენერგიის დაგროვებაზე უფრო მეტს აკეთებენ. ისინი ჰორმონებს აწარმოებენ და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე პასუხისმგებელნი არიან.

მსგავსი ჰორმონები ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდიან, დროთა განმავლობაში კი ანთებით პროცესებს ხელს უწყობენ. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ჭარბ ვისცერალურ ცხიმს უკავშირდება, გულის დაავადება წარმოადგენს. არტერიების შიგნით ანთების გამო ფოლაქები იქმნება. გარდა ამისა, ვისცერალური ცხიმი ღვიძლში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს, რაც ამ ორგანოს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას იწვევს.


საუკეთესო მეთოდები ამ პრობლემების მოსაშორებლად!

image

დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა სცადეთ

ზოგჯერ წონაში დასაკლებად მხოლოდ უბრალო დიეტაა საჭირო. მაგალითად, დაბალ ნახშირწყლოვანი. ასეთი კვების ტიპი ვისცერალურ ცხიმს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დიეტოლოგმა მირჩია ყურადღება კეტო–დიეტაზე გამემახვილებინა. ამის წყალობით საკმარისი კალორიები მივიღე და შიმშილის გრძნობამ არ შემაწუხა, თუმცა ცხიმი კეტოზის ხარჯზე მაინც დაიწვა.


აეროვარჯიშები

მუცლის ცხიმს მარტივი აერო ვარჯიშებით ადვილად მოიშორებთ. როგორც დიეტოლოგი განმარტავს, ის კალორიებს უფრო სწრაფად წვავს, ვიდრე ფიქრობთ. ამასთან სტრესის დონეს ამცირებს. ზოგჯერ ჯანსაღი დიეტა იმდენად ეფექტური არაა, როგორც გეგმავდით და უფრო მეტის გაკეთება გიწევთ, რომ დაიკლოთ. ამ შემთხვევაში კარდიო ვარჯიშები დაგეხმარებათ. ვარჯიში ვისცერალურ ცხიმს ამცირებს მაშინაც კი, თუ კვების გეგმას დიდად არ იცავთ!

ზომიერი ან მაღალ ინტენსიური აერო ვარჯიშების გეგმის დაცვით, სტრესული სიტუაციის უკეთ გამკლავებას ისწავლით და ზედმეტ წონას მოიშორებთ. მაინც სჯობს ფიზიკური ვარჯიში და დიეტა კომბინაციაში გამოიყენოთ.


უფრო მეტი უჯრედისი შეჭამეთ

ვისცერალური ცხიმი ბევრი ქრონიკული დაავადების მიზეზია. მის მოსაშორებლად ბევრი უჯრედისი შეჭამეთ. ბოჭკოები წყალში შერევისას წებოვანი ხდება და საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს. შედეგად მადა ქვეითდება და ცხიმის რაოდენობა მცირდება.


image

უფრო მეტი ცილა შეჭამეთ

როცა საქმე გახდომას ეხება, ცილა მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერება ხდება. მენიუში ცილის დამატებით შიმშილის გრძნობას შეამცირებთ. გარდა ამისა, დიეტოლოგი ამბობს, რომ ცილა მეტაბოლიზმის მაღალ დონეს მხარს უჭერს, წონის კლებას ხელს უწყობს. რაციონში ცილის წყარო ჩართეთ: პარკოსანი პროდუქტები, რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი და ხორცი.


შაქრის მიღება შეამცირეთ ან შეზღუდეთ

შაქარი სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. გარდა ამისა, ის არანაირ მინერალებს ან ვიტამინებს არ გაძლევთ, მხოლოდ წონის მატებას იწვევს. ღვიძლი შაქარს ცხიმად აქცევს, შესაბამისად მის დონეს მუცლის ღრუშიც ზრდის. სწორედ ამიტომ, ნაკლები შაქარი უნდა მიირთვათ, რომ წელის ირგვლივ „დამხმარე წრე“ მოიშოროთ. შაქრის მოხმარების შესამცირებლად მენიუში ხილი და ახალი ბოსტნეული ჩართეთ.

image

ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ

ცოტა ალკოჰოლი, როგორიცაა წითელი ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ დიდი რაოდენობით არა მხოლოდ სხეულის ფორმებს, არამედ მთელ ორგანიზმს აზიანებს. სხვადასხვა კვლევები ამტკიცებს, რომ სპირტიანი სასმელების ჭარბად მიღება სხეულის ფორმების ზრდას იწვევს.

image

ტრანსცხიმებს მოერიდეთ

ტრანსცხიმები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის ხელოვნური ცხიმია, რომელიც სხვადასხვა მცენარეულ ზეთში წყალბადის შეღწევით ხდება. იმის მიუხედავად, რომ ტრანსცხიმს შენახვის დიდი ვადა აქვს, მასზე უარი უნდა თქვათ, რადგან ისინი ვისცერალური ცხიმის რაოდენობას ზრდიან.

image

სტრესის დონე შეამცირეთ

ხშირად ჭარბ წონას სტრესის მაღალი დონე იწვევს. სტრესის ჰორმონის ზრდა წნევის ზრდას იწვევს. კვლევები ამტკიცებს, რომ შინაგანი ორგანოების ირგვლივ ცხიმოვანი ქსოვილების რაოდენობა მაღალი არტერიული წნევის გამო მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სტრესის დონის შემცირება, მაგალითად, იოგის ან მედიტაციის დახმარებით.

image

დასკვნა

როგორც ნებისმიერი ცხიმი, ვისცერალური ცხიმი საზიანოა. თქვენ სხეულში მისი პროცენტი უნდა გამოთვალოთ. თუ ცხიმის პროცენტი ძალიან მაღალია, მისი დონე უნდა შეამციროთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

image

ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ

image

10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ

image

გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

image

კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი

image

0
353
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
353