x
image
Yoona
Mediator image
ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ
ზამთარი ახლოვდება. ხოლო ცივ დღეებში იმის ნაცვლად რომ გაიხადოთ და სავარჯიშო დარბაზში ოფლი ღვაროთ, რამდენიმე ფენა სვიტრის ჩაცმა და პალტოს ღილების ბოლომდე შეკვრა გვინდა.

ამ დროს ძალიან ბევრი ზოგჯერ კვირაობით არ ვარჯიშობს. არადა ასე საჭირო ფორმის დაბრუნება უფრო რთულდება. რა უნდა გააკეთოთ?

კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის სერტიფიცირებული ტრენერი პალომა პილარი ირწმუნება, რომ ფსიქიკური შეცდომაა „ყველაფერი ან არაფერი“, ეს უნდა შეცვალოთ ფრაზით „ყოველთვის რაღაც“.


image


„ყოველთვის რაღაც“

რაღაც უკეთესია, ვიდრე არაფერი. თუ სავარჯიშო დარბაზში წასვლა და ვარჯიში არ გსურთ, მცირედით უნდა დაიწყოთ. მაგალითად, მოკლე ვიდეო ვარჯიშს უყუროთ და ისეთი ვარჯიში შეარჩიოთ, რომელიც კუნთების მაქსიმალურ რაოდენობას ჩართავს.

პირადი ტრენერი და ფიტნეს ინსტრუქტორი „ჩელსი პირსიდან“ (ნიუ-იორკი) ჯესიკა სანდერი თვლის, რომ ადამიანებს ხშირად სხეულზე მუშაობა სურთ, მაგრამ არ სურთ იმაზე ფიქრი, თუ რა მუშაობს. ანუ, როგორც კერძო ტრენერი მედისონი როტნერი ამბობს, „ვარჯიში სერიოზული არ უნდა იყოს. სტანდარტული ჩაჯდომები, ხტომა და პლანტა შეგიძლიათ მხიარულად შეასრულოთ, რომ ეს სამსახური არ იყოს“.


„უსაქმური აღსარებაზე“

სავარჯიშო დარბაზსა და სახლში ვარჯიშები შესრულების იმდენი ვარიანტი არსებობს, რომ ყველა მეგობარი რომ შეკრიბოთ და მათთან ვარჯიშები გადაანაწილოთ, მაინც ბევრი გამოუყენებელი პოზა და სტილი დარჩება. თუმცა ასეთი „თანამედროვე ვარჯიში“ შეიძლება მხიარული, შემეცნებითი და მამოტივირებელი შეიძლება იყოს.


კომერციული შესვენების (რეკლამა) გამოყენება

ტელევიზორის ყურების დროს რეკლამის პერიოდი შეგიძლიათ პლანკის შესასრულებლად გამოიყენოთ. როგორც წესი, რეკლამა 30-45 წამს არა, არამედ 5-8 წუთს აღწევს. პლანკის დროს დაჭიმული კუნთები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.


image

„კარდიო სქემა“ (3-4 წუთი)

საყვარელი სიმღერები შეარჩიეთ და ვარჯიშის სქემა შეადგინეთ. მაგალითად: 10 ჩაჯდომა, 10 აზიდვა, 10 ხტომა, 10 პრესის ვარჯიში. ვარჯიში სიმღერის დასრულებამდე გაიმეორეთ.

როტნერი თვლის, რომ მაქსიმალური შედეგების მისაღებად სქემა დღეში 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ამასთან ვარჯიშები შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ ან გაართულოთ.

მეთოდის სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიცია ვარჯიშის სირთულეს დაგავიწყებთ. ანუ ვარჯიში სარგებელს მოგიტანთ, ხოლო საყვარელი სიმღერის მოსმენა სიამოვნებას მოგანიჭებთ.


საცეკვაო შესვენება „ბიონსესგან

მსგავსი ვარჯიშის 2 ვარიანტი არსებობს:

ვარიანტი 1: თავისუფალ სტილში ცეკვა და კალორიების დაწვა.

ვარიანტი 2: ქორეოგრაფიის შესწავლა და ცხიმების დაწვა.

ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს, სადაც სხვადასხვა ცეკვის შესწავლას შეძლებთ. შესაძლოა საცეკვაო მოძრაობა თავიდანვე სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ გამეორების მცდელობით კალორიების დაწვას ნამდვილად შეძლებთ.


image

ინსტა-პლანკა

გქონდეთ წესი: სოციალურ ქსელებში თითოეული გვერდის მორიგ დათვალიერებამდე 30-60 წამი პლანკა გააკეთეთ. მსგავსი ჩვევა არა მხოლოდ პრესის დაყენებაში დაგეხმარებათ, არამედ სოციალური ანგარიშების ნახვის რაოდენობას შეამცირებს და ამით ადამიანი ორმაგ სარგებელს მიიღებს.


image

ჩაჯდომები სამზარეულოში

თუ სამზარეულოში წყალს ხშირად სვამთ, საკმარისია თითოეული წყლის მიღებამდე 10 ჩაჯდომა გააკეთეთ.

ამ მარტივი ვარჯიშით ადამიანი საკუთარ ენერგიაში თავდაჯერებული იქნება და უფრო მეტი ვარჯიშის შესრულებას შეძლებს.


image

გაჭიმვები, როგორც პროგრამა - მინიმუმი

თუ ვარჯიშების შესრულება ძალიან გეზარებათ იოგიდან გაჭიმვები მაინც გააკეთეთ. ასე სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ, კუნთებში სისხლის ნაკადს გაზრდით, შედეგად მათი ჟანგბადით და სასარგებლო ნივთიერებებით კვება გაიზრდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

12 ადამიანი, რომლებმაც მხოლოდ 1 წელში წარმოუდგენლად შეცვლა შეძლეს

image

კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი

image

შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში

image

1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ

image

11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით

image

ხახვი სისხლში შაქრის დონეს შესანიშნავად ამცირებს! ამ რეცეპტის დახმარებით წლებია თავს კარგად ვგრძნობ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
181
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
181