დიეტოლოგია კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი 2018, 1 ნოემბერი, 19:29
ზედმეტი კილოგრამების მოშორების არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებიც საკვების მიღებაში არ გზღუდავთ და ფიზიკური ვარჯიშით დაკავებას არ მოითხოვს. სიცილი, სუნთქვა და ძილიც კი კალორიებს წვავს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ, საინტერესო და უჩვეულო მეთოდებს, რომლებიც კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.
როგორ დავწვათ კალორია? 1 - შხაპის მიღების დროს სიმღერა დამატებით 10-20 კალორიას წვავს, რაც სიმღერის და თქვენი ხმის სიმაღლეზე არის დამოკიდებული. 2 - სიცილი 10 წუთის განმავლობაში 20-40 კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ.3 – 30 წუთიანი აქტიური სექსის დროს დაახლოებით 200 კალორიას დაწვავთ. 4 - თუ თავით კედელს დაეჯახებით საათში 150 კკალ-ის დაწვას შეძლებთ. 5 - საშუალოდ კბილების წმენდა 2 წუთის განმავლობაში 5, 7 კალორიას წვავს. 6 - მაღაზიაში კალათის ტარება 30 წუთის განმავლობაში 100 კალორიას წვავს. რაც უფრო მძიმეა კალათა, მით მეტ კალორიას დაკარგავთ. 7 - ტელევიზორის ერთი საათით ყურება 65 კალორიას წვავს. 8 - სიგარეტის მოწევა 10 კალორიას წვავს. 9 - თუ 1 საათის განმავლობაში ვინმეს ჩაეხუტებით 70 კალორიას დაწვავთ. 10 – 1 წუთიანი კოცნა 2-4 კალორიას წვავს, რაც კოცნის ინტენსიურობაზე არის დამოკიდებული. 11 - ჩვენ ვწვათ უფრო მეტ კალორიას, ვიდრე ვღებულობთ, როცა ნიახურს მივირთმევთ. 12 - ძაღლის 30 წუთით გასეირნება საშუალოდ 100 კალორიას წვავს. 13 - ჩვენ ვწვავთ უფრო მეტ კალორიას სიცივეში, ვიდრე სითბოში. 14 - საღეჭი რეზინა საათში 11 კალორიას წვავს. 15 - სკამზე ცქმუტუნით დღეში 350 კალორიას დაწვავთ. 16 - შეტყობინების დაწერა და გაგზავნა საათში 40 კალორიას წვავს. 17 - ფეხზე მდგომი თუ შეჭამთ, 65 კგ-ს წონის ადამიანი საათში 132 კალორიას დაწვავს. 18 - ფრანების გაშვებით 80 კალორიას დაწვავთ. 19 - შიშველი ძილით უფრო მეტ კალორიას დაწვავთ, ვიდრე ჩაცმული ძილის დროს. სხეულს უფრო მეტი კალორიის დაწვა სჭირდება, რომ სხეული გაათბოს. 20 - რეკომენდებულია 8 საათიანი ძილი, რომ 360 კალორია დაწვათ. რამდენ კალორიას წვავს....? რა თქმა უნდა, კალორიების დაწვა შეგიძლიათ ისე, რომ არაფერი გააკეთოთ, მაგრამ ინტენსიური ფიზიკური აქტიურობით უფრო მეტ კალორიას დაწვავთ. ნახეთ, რამდენ კალორიას დაწვავთ სპორტით.მსუბუქი სირბილი საშუალოდ საათში 490 კალორიას წვავს (საშუალოდ 70 კგ წონის ადამიანზე). რგოლის ტრიალი 30 წუთში დაახლოებით 210 კალორიას ან 1 საათში 400-600 კალორიას წვავს. უფრო მეტ კალორიებს დაწვათ, თუ ცალ ფეხზე დადგებით ან მსუბუქ საცეკვაო მოძრაობას შეასრულებთ. ლახტით ხტომა 15 წუთში 170-205 კალორიას წვავს. შეგიძლიათ 1-2 წუთით დაიწყოთ, 10-15 წამით შესვენებები გააკეთეთ და თანდათანობით დღეში 15 წუთამდე გაზარდეთ. ნელი სიარულით საათში 3, 2 კმ-ს გავლის შემთხვევაში დაახლოებით 175 კალორიას დაწვავთ, ჩქარი სიარულით კი საათში 6, 4 კმ-ს გავლის შემთხვევაში 440 კალორიას დაწვავთ. აუზზე ცურვა საათში საშუალოდ 476 კალორიას წვავს. ჩაჯდომები ნახევარ საათში დაახლოებით 200-400 კალორიას წვავს. პრესის ვარჯიშით წუთში 4 კალორიას დაწვავთ. ბატუტზე ხტომით 10 წუთში დაახლოებით 42 კალორიას დაწვავთ. ცეკვები, მათ შორის ზუმბა საათში 200-300 კალორიის დაწვის საშუალებას მოგცემთ. იოგა საათში საშუალოდ 260 კალორიას წვავს. ინტენსიური ვარჯიშის დროს საათში 400 კალორიას დაწვავთ. 1417 შეფასება არ არის |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.Cash72.Com