პროფილაქტიკა დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ 2020, 26 ივნისი, 13:38 იმის მიუხედავად, ადამიანი სპორტით დაკავებულია თუ არა, მას ერთი სუსტი ადგილი მაინც ექნება. ეს შეიძლება იყოს რაიმე ორგანო ან ფსიქოლოგიური დაავადება. ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მავნე ჩვევებითაა გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში გონივრულად უნდა მოიქცეთ და სხეული ზომიერად დატვირთოთ.
ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ყველასთვის კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი სხვადასხვა უსიამოვნებით და ზედმეტი კალორიების სიჭარბით დაიტანჯება.
რა სარგებელი აქვს დღეში 5 წუთით ქუსლებით სიარულს?
ძველ ჩინეთში სწამდათ, რომ ადამიანში სიბერე ქუსლებიდან იწყება. ეს ნამდვილად ასეა. ტერფის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ნერვული დაბოლოებები და მტკივნეული წერტილები მდებარეობს. მათი გააქტიურებით ორგანიზმში გაახალგაზრდავების პროცესი ირთვება. ექიმები ქუსლებით და ტერფების გვერდითა ნაწილებით სიარულს გირჩევენ. ასე სისხლის მიმოქცევას გააქტიურებთ. ქუსლებით სიარულისას განწყობის გაუმჯობესებას და თირკმლის მუშაობის დარეგულირებას შეძლებთ. ვარჯიშის დაწყების წინ თერაპევტთან კონსულტანცია გაიარეთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ 1. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, ხერხემლის ან ნერვული სისტემის პრობლემები, ქუსლებზე სიარული ექიმთან კონსულტანციის გარეშე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. 2. თუ ქუსლებზე სიარულის დროს ტკივილს ან ფეხების გაშეშებას გრძნობთ, ვარჯიში დაუყონებლივ შეწყვიტეთ. ეს შეიძლება პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების სიგნალი იყოს. 3. თქვენი ქუსლები – თქვენი დაავადებების შესანიშნავი მაჩვენებლია. მაგალითად, თუ ქუსლებზე ძლიერი ჩხვლეტა გაწუხებთ, ეს შემაერთებელი ქსოვილების ანთების ან ქუსლის დეზის არსებობის ნიშანია. ეს ხანდაზმულებისთვის სახიფათოა, რადგან შეიძლება სიარულის პრობლემები წარმოიშვას. ასევე დაგაინტერესებთ: იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი 11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით 841 შეფასება არ არის |