პროფილაქტიკა ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები 2020, 23 იანვარი, 18:07 ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ექიმებთან ხშირი ვიზიტისგან დაგიცავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტით დაკავება, საკმარისად ძილი და დასვენება, ასევე სწორი და ჯანსაღი კვება. დაბალანსებული კვება ცხოვრების ბევრ ასპექტში დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ყველა იცის, რომ არაჯანსაღი კვება, ტკბილეული, სწრაფი კვების პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ასევე მარილიანი პროდუქტები ორგანიზმს ძლიერ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით თუ მათ ყოველდღე მოვიხმართ.
მიუხედავად ამისა, არსებობს საკვების ზოგიერთი სახეობა, რომელთაც ყოველდღე მოვიხმართ და წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რამდენად საზიანოა. პირველი ნიშნები შეიძლება კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე ან კბილებზე შეამჩნიოთ. მთელი სხეული ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, ასევე დიეტა გაანალიზოთ. აი, რამდენიმე პროდუქტი, რომლის შეზღუდვაც ღირს. რძე ადამიანების უმეტესობას ერთი ჭიქა ყავის და რძის გარეშე წარმოდგენაც არ შეუძლიათ. თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ რძე სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია, ბევრ ბავშვსა და ზრდასრულს მისი აუტანლობის გამო სერიოზული პრობლემები ექნებათ. რაც საინტერესოა, ასეთი პრობლემები რძის პროდუქტებს, ყველს ან იოგურტს არ აქვს. ტკბილეულები შაქრით მდიდარი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვერ იქნება. იშვიათად ასეთი პროდუქტების მიღებით არაფერი ცუდი არ მოხდება, თუმცა ყოველდღე ამის გაკეთება არ ღირს. ეს შეიძლება სახიფათო იყოს. პირველი პრობლემა თმაზე გამოჩნდება, რომელიც მტვრევადი და თხელი გახდება, ასევე კანის პრობლემები და გამონაყარი გამოჩნდება. ციტრუსი სურდოს და დაავადების დროს ციტრუსების მიღება რეკომენდებულია, რადგან ბევრ C ვიტამინს შეიცავს. თუმცა ლიმონის მჟავა ჩვენი კბილებისთვის სასარგებლო არაა, რადგან ასე ყვითელი და მტვრევადი ხდება. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ციტრუსის მიღების შემდეგ 1 ჭიქა წყალი დალიოთ ან პირის ღრუში წყალი გამოივლოთ. მარილიანი პროდუქტები და სასუსნავები მარილიანი პროდუქტები ორგანიზმში თუთიის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, რომელიც ფრჩხილების და თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. კარტოფილი ფრის და სხვა მარილიანი პროდუქტების მიღებას თავი აარიდეთ, რადგან კანის სიმშრალეს და თმის მტვრევადობას იწვევს. ჩაი და ყავა ამ სასმელებს ხშირად ვსვამთ. სამწუხაროდ, ისინი დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავენ, რომლებიც სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს სტიმულირებენ. ეს კი თავის მხრივ კანის დაბერებას აჩქარებს. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ჩაი და ყავა კბილების გაყვითლებას იწვევს. თევზები ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია. თუმცა გარემოს, განსაკუთრებით წყლის დაბინძურების გამო თევზი ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავს. ეს ძალიან სახიფათოა ორსულებისთვის, ამიტომ სჯობს მათ თევზის მოხმარებას თავი აარიდონ. კანფეტები კანფეტები ბევრ შაქარს შეიცავენ და მათი მცირე ნაწილები კბილებს შორის რჩება, რაც მათ წმენდას ართულებს და გრძელვადიან პერსპექტივაში კბილის ტკივილს იწვევს. გაზიანი სასმელები ისინი ვიტამინებს არ შეიცავენ და ორგანიზმისთვის სარგებელს არ შეიცავენ. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ფრჩხილები და თმა მტვრევადი გახდა, მაშინ გაზიან სასმელებს ჭარბად მოიხმართ. უბრალოდ სუფთა წყლით ჩაანაცვლეთ და სხეულის ცვლილებებს მალევე შეამჩნევთ. გაზიანი სასმელები მუცლის შებერილობას იწვევენ. ალკოჰოლი დროდადრო 1 ჭიქა წითელი ღვინის დალევა სასარგებლოა, რადგან გულის კუნთებზე დადებით გავლენას ახდენს. სპირტიანი სასმელების ჭარბად მოხმარება კარგს არაფერს მოგიტანთ. ლუდი და ძლიერი სპირტიანი სასმელები კანს, ფრჩხილებს და ტვინს სერიოზულ ზიანს აყენებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველდღე ალკოჰოლის მინიმალური მიღებაც კი კანის ზედაპირს აშრობს. წითელი ხორცი და ბეკონი ყველამ არ იცის, რომ ორივე პროდუქტი კანსა და თმაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რადგან ასე უფრო ცხიმიანი შეიძლება გახდეს. თმა მუდმივად ღიზიანდება, რაც ინფექციებს და ქერტლის წარმოქმნას იწვევს. შეიძლება უფრო სუსტი და ნაკლებად ბზინვარე გახდეს. ასევე დაგაინტერესებთ: 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე დაღლილობა, ოფლიანობა და სხვა ნიშნები, რომ ბევრ წყალს სვამთ ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი 4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს 375 1-ს მოსწონს |