x
image
Yoona
Mediator image
დაღლილობა, ოფლიანობა და სხვა ნიშნები, რომ ბევრ წყალს სვამთ
საკმარისი რაოდენობით მიღებული წყალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ეს სწორი მტკიცებულებაა, სანამ ძალიან ბევრი წყლის დალევას არ დაიწყებთ. ადამიანები გაუწყლოების ნიშნებს ყურადღებას აქცევენ, თუმცა გადაჭარბებული ჰიდრატაცია ასევე სახიფათოა.

image

ძალიან ბევრი წყლის დალევამ შეიძლება წყლით მოწამვლა გამოიწვიოს. რთულ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა კრუნჩხვები, დამბლა და სიკვდილიც კი.


ნიშნები, რომ თქვენ ძალიან ბევრ წყალს სვამთ:


სახლიდან ბოთლი წყლის გარეშე არასდროს გადიხართ და მუდმივად ხელში გიჭირავთ

image

თუ წყლით სავსე ბოთლი მთელი დღე ხელში გიჭირავთ და მუდმივად ავსებთ, როცა ის იცლება, თქვენ შესაძლოა ბევრ წყალს სვამთ. წყლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება გამოიწვიოს, რაც თქვენი უჯრედების გასივებას გამოიწვევს. თამარ ჰიუ-ბატლერის, ფიზიკური ვარჯიშის პროფესორის თქმით, განსაკუთრებით სახიფათო იქნება, როცა თქვენი ტვინი გასივებას დაიწყებს.


თქვენ სვამთ წყალს მაშინაც კი, როცა დალევა არ გსურთ

image

წყურვილი თითოეული სხეულის ინდივიდუალური მონიტორია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, ორგანიზმს უფრო მეტი წყალი სჭირდება თუ არა. ორგანიზმს რაც უფრო მეტი წყალი სჭირდება, მით უფრო ძლიერ წყურვილის გრძნობას იგრძნობთ.


თქვენ მუდმივად წყალს სვამთ და შარდი გამჭვირვალე გახდა

image

თუ საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ, შარდის ფერი გამჭვირვალე ყვითელი გახდება. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სუფთა შარდი ჯანმრთელობის ნიშანია. თუმცა შარდი პიგმენტაციის გარეშე შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ბევრ წყალს სვამთ. ადამიანების უმეტესობისთვის დღეში 8-10 ჭიქა წყალი ნორმალურ რაოდენობად ითვლება. ეს რაოდენობა სიმაღლის, წონის და ვარჯიშის ხასიათზეა დამოკიდებული.


შარდზე ხშირად გადიხართ, მათ შორის ღამით

image

თუ ღამით შარდზე ხშირად გადიხართ, თქვენ ბევრ წყალს სვამთ. კლივლენდის კლინიკის მონაცემებით, ადამიანების უმეტესობა დღეში 6-8-ჯერ შარდავს. თუ დღეში 10-ზე მეტად შარდავთ, შესაძლოა, იმაზე მეტ წყალს სვამთ, ვიდრე სხეულს სჭირდება. ჰიპერაქტიური შარდვის სხვა მიზეზი შეიძლება კოფეინი იყოს. ღამით შარდვა რომ შეწყვიტოთ, ბოლო ჭიქა წყალი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ.


თქვენ ღებინებას და გულისრევას გრძნობთ

image

ჰიუ ბატლერის თქმით, ჭარბი ჰიდრატაციის სიმპტომები გაუწყლოების ნიშნებს ძალიან ჰგავს. როცა ბევრ წყალს სვამთ, თირკმლები ჭარბი სითხის მოშორებას ვერ ახერხებს და წყალი ორგანიზმში გროვდება. ამან შეიძლება რიგი სიმპტომები გამოიწვიოს, მათ შორის ღებინება, გულისრევა და დიარეა. შეიძლება ამ სიმპტომებმა მუდმივი სტრესი გამოიწვიოს, რაც განწყობაზე გავლენას ახდენს.


თქვენ დაღლილობას გრძნობთ, ასევე ხშირად ოფლიანობთ

image

თირკმლები წყლის ფილტრაციასა და წყლის დონის დაბალანსებაზე პასუხს აგებენ. როცა ბევრ წყალს სვამთ, თირკმლები უფრო მეტად მუშაობენ და თქვენი ჰორმონების სტრესულ რეაქციას იწვევენ. ეს კი სხეულის დაძაბვას იწვევს. თუ ბევრ წყალს და ლოგინიდან ვერ დგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში არასაჭირო სტრესი დაამატეთ, ასევე თირკმლებს მუშაობა დაუმატეთ. ასევე დღე-ღამის განმავლობაში ჭარბი ოფლიანობა შეიძლება ჭარბი ჰიდრატაციის სიგნალი იყოს.

თქვენ უნდა გაიგოთ, თუ რა რაოდენობის წყალი გჭირდებათ. ამისთვის თქვენ მკურნალ ექიმს მიმართეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

image

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე

image

ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს

image

0
766
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
766