x
image
Yoona
Mediator image
ოფლიანობა არ წვავს ცხიმს: რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ფიტნეს ჩვევებს
ბევრი მიიჩნევს, რომ ვარჯიშის დროს ძლიერი ოფლიანობით რეალურია მოკლე დროში წონაში დაკლება და ცხიმოვანი დეპოზიტების მოშორება.


image

სწორედ ამიტომ, ასე პოპულარულია ფიტნესქამრის ყიდვა და ძლიერ სიცხეშიც მისი გამოყენება. ნუთუ ნამდვილად გვეხმარება გახდომაში?


1. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ ვოფლიანობთ

image


ეს საჭიროა სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად. კომფორტულ ტემპერატურად ითვლება 37 გრადუსი ცელსიუსი დღის განმავლობაში მცირე რყევებით. სწორედ ამ ტემპერატურაზე ფერმენტული აქტივობა ყველაზე ოპტიმალურია. თუ ტემპერატურა 37 გრადუსზე მაღალია, ვოფლიანობთ და ოფლთან ერთად ვკარგავთ წყალს, მარილს, შაქარს და ცოტა ტოქსინს.


2. სიცხეში ძლიერი ოფლიანობა არ ნიშნავს, რომ კალორიებს ან ცხიმს წვავთ. ეს მხოლოდ ნიშანია, რომ სხეულს ტემპერატურის შემცირება სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

image

3. ჭარბწონიანები უფრო მეტს ოფლიანობენ, რადგან ტემპერატურის შემცირება სხეულის დიდი ფართობისთვის უწევთ.

image

4. ცხიმი გამოიყოფა ცხიმოვანი უჯრედებიდან, რომ სხეული ენერგიით უზრუნველყოს. ის იშლება ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, შემდეგ ხდება მონელება.

image

5. ცხიმის გამოყენების პროცესი, რომ სხეული ენერგიით უზრუნველყოს, მუშაობს იმის პროცესისგან დამოუკიდებლად, რომელიც ოფლიანობას გვაიძულებს.

image

6. თუ სპეციალურად ვარჯიშობთ ცხელ შენობაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტ ცხიმს წვავთ. თქვენ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას ზრდით, რაც მეტ ოფლიანობას გაიძულებთ.

image

7. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრს ოფლიანობდით, სასწორი ნაკლებ რიცხვს აჩვენებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე კილო ცხიმი დაკარგეთ, თქვენ მხოლოდ ცოტა სითხე მოიშორეთ.

image

8. თუ გონიერი ადამიანი ხართ, ორგანიზმში სითხის ნაკლებობის შევსება სცადეთ, რომ გაუწყლოება არ დაუშვათ.

image

წყლის გარეშე ვარჯიშით საერთოდ არ გაოფლიანდებით. შედეგად, სხეულის ტემპერატურა გაიზრდება, მაგრამ ორგანიზმი მის შემცირებას ვერ შეძლებს. ეს ვარჯიშის ხარისხზე გავლენას მოახდენს.

სასურველია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი ლიტრი წყალი დალიოთ, ხოლო ვარჯიშის დროს – მინიმუმ 300 მლ ყოველ 20 წუთში. ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კიდევ 0, 5 ლ წყალი შეგიძლიათ დალიოთ.

სხვათა შორის, ვარჯიშის დაწყებამდე და შემდეგ აწონა ჩვევად გქონდეთ. თუ ხედავთ, რომ წონაში დაიკელით, მაშინვე წყალი დალიეთ. ნახევარი ლიტრი ყოველ დაკლებულ კილოგრამზე.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დაიმსხვრა მითი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა აუცილებელია

2. იწვევს შიმშილის ძლიერ გრძნობას და არა მხოლოდ: რა ხდება ჩვენს ტვინში დიეტის დროს

3. ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

4. ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზში წასვლას ვერ ვახერხებ: ამ დროს სახლში 7 მცირე ვარჯიშს ვასრულებ

5. კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი

6. დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

7. 11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით

8. თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში

9. ბუდისტი ბერების გამოკვლევა: მედიტაცია ნაწლავების ჯანმრთელობას აუმჯობესებს

10. ორაგული და ყავა ყოველდღე: მეგან ფოქსის კვების გეგმა უნაკლო ფორმებისთვის

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი




0
189
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
189