x
image
Yoona
Mediator image
ბუდისტი ბერების გამოკვლევა: მედიტაცია ნაწლავების ჯანმრთელობას აუმჯობესებს
ხშირად ვისმენთ, რომ მედიტაციას შეუძლია სასარგებლო გავლენა მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, შფოთვის შემცირებიდან სტრესის აღმოფხვრამდე.

image

ცოტამ თუ იცის, რომ ასეთ პრაქტიკას შეუძლია შესამჩნევი ფიზიკური გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც.

image


კვლევის შედეგები

ახლახან BMJ General Psychiatry-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ტიბეტელ ბუდისტ ბერებს და ადგილობრივ მოსახლეობას იკვლევდა. კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მედიტირებდა, ნაწლავების ბაქტერიები უფრო მრავალფეროვანი ჰქონდათ.

image

ეს ნიშნავს, რომ მას, ვინც მედიტირებს, ნაწლავის მიკრობიომი უკეთესი აქვს, ვიდრე მას, ვინც არ მედიტაციის პრაქტიკებს არ ასრულებს.

ნაწლავური ბაქტერიების ორი სასარგებლო ფორმა, Megamonas და Faecalibacterium, რომლებიც აღმოაჩინეს კვლევის დროს, უკავშირდება შფოთვის, დეპრესიისა და გულის დაავადებების დაბალ რისკს. გარდა ამისა, ეს ბაქტერიები იმუნიტეტის ფუნქციების გაძლიერებასთან კავშირშია.

image

სისხლის ნიმუშების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ბერებს ქოლესტერინის უფრო დაბალი დონე ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში.

image

რას ნიშნავს ეს

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხანგრძლივმა ტრადიციულმა ტიბეტურმა ბუდისტურმა მედიტაციამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს შედეგები ამტკიცებს, რომ მედიტაცია დადებით როლს თამაშობს ფსიქოსომატურ მდგომარეობებსა და ჯანმრთელობაზე.

image

მეცნიერები მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ადრინდელი კვლევების შემდეგაც (მაგალითად, 2017 წელს), რომელმაც აჩვენა, რომ სტრესმა შეიძლება დაარღვიოს ნაწლავების ფუნქციონირება, ხოლო მედიტაცია სტრესზე ორგანიზმის რეაქციის დარეგულირებას ხელს უწყობს. საბოლოოდ, ყველაფერი ტვინსა და ნაწლავებს შორის კავშირამდე მიდის (ეს კავშირი მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ნაწლავ-ტვინის ღერძი).

image

მედიტაციის პრაქტიკამ და გაცნობიერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ტვინის ფუნქციონირებაზე ან სტრუქტურაზე. ეს თავის მხრივ თქვენს ნაწლავებზე დადებითად იმოქმედებს.

image

გაიხსენეთ, როგორ გიჩნდებათ „პეპლები“ან სხვა შეგრძნებები ​​მუცელში, როცა ნერვიულობთ. ეს, დიდწილად, მიუთითებს ნაწლავსა და ტვინს შორის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის კავშირზე.

image

მედიტაცია პროფილაქტიკისთვის

ვინაიდან სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობაზე, მედიტაცია შეიძლება იყოს პრევენციული ან სასარგებლო მეთოდი მტკივნეული მდგომარეობის შესამსუბუქებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

აღსანიშნავია, რომ ტიბეტელი ბერები აიურვედულ მედიტაციას დღეში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში ასრულებენ და ბევრი ამას აკეთებს უკვე 30 წელია, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია. მაინც ღირს ცდა, რადგან ნებისმიერი რაოდენობის მედიტაციას შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო ეფექტი მის შეუსრულებლობასთან შედარებით.

image

როგორ შევასრულოთ მედიტაცია საუკეთესო ეფექტისთვის:

  • მოლოდინი მოიშორეთ.
  • დაიწყეთ მცირედით.
  • სცადეთ სხვადასხვა სახის მედიტაცია.
  • ისწავლეთ მიიღოთ (ან გადაამისამართოთ) აზრები და ყურადღების გამფანტავი ფაქტორები.
და, რაც მთავარია, იყავით მომთმენი და არ დაელოდოთ მყისიერ შედეგებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ არის ქვევით ჩასვლა უფრო სასარგებლო, ვიდრე ზევით ასვლა

2. 11 საყვარელი უცნაურობა, რაც შეიძლება ფსიქიკურ დაავადებებზე მიუთითებდეს

3. თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები

4. მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავდა მაშინ, როცა თავის ტვინზე ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)

5. ნახეთ, როგორ ძლიერ იცვლება ადამიანის მიერ სამყაროს აღქმა 12 განსხვავებულ მდგომარეობაში

6. 7 ნიშანი, რომ თქვენთვის რძის დალევა არ შეიძლება

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
58