x
image
Yoona
Mediator image
ორაგული და ყავა ყოველდღე: მეგან ფოქსის კვების გეგმა უნაკლო ფორმებისთვის
ყველა ქალი იდეალურ ფორმებზე ოცნებობს. ამ მიზნის მისაღწევად ვარჯიშობენ, სხვადასხვა დიეტას და გახდომის სისტემას იცავენ. სხვები ვარსკვლავების მაგალითს მისდევენ და მათი რაციონის დაცვას ცდილობენ. ბოლო დროს ყველა მეგან ფოქსის იდეალურ ფორმებს ყურადღებას აქცევს. რა ეხმარება ვარსკვლავს?


image

მეგან ფოქსის იდეალური სხეული

ერთ–ერთ ბოლო მუსიკალურ დაჯილდოებაზე მეგან ფოქსის გარეგნობით ყველა გააოცდა. ის წითელ ხალიჩაზე შეუდარებელი კაბით გამოჩნდა, რომელიც მის ფორმებს კვეთდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს უკვე სამი შვილი ჰყავს. როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას?


image

ყველამ არ იცის, რომ მეგანი მთელი ცხოვრება ფორმებისთვის იბრძვის. ვარსკვლავის შემხედვარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებამ ასეთი სხეულით დააჯილდოვა და პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ასე არაა. ლამაზი სხეულის მიღმა ყოველდღიური ვარჯიშები და მკაცრი კვება დგას.

image

მეგანის რაციონში მხოლოდ სასარგებლო და ჯანმრთელი პროდუქტებია. ჭამს საჭმელს, რომელიც თავს უკეთ აგრძნობინებს. მსახიობი ინტერვიუებში ირწმუნება, რომ უარი თქვა გადამუშავებულ პროდუქტებსა და კერძებზე, რომლებიც ბევრ ნახშირწყლებს შეიცავენ. მის რაციონში ორგანული და გლუტენის გარეშე პროდუქტები შედის.

ხუთფაქტორიანი დიეტა

მეგან ფოქსი ე.წ. ხუთფაქტორიანი დიეტის დიდი ხნის მოყვარულია. ის მოიცავს სამ მთავარ კვებას და ორ წახემსებას. თითოეულის მიზანია კვების გაუმჯობესება, რომ ადამიანმა თავი ენერგიულად და თავდაჯერებულად იგრძნოს.

ხუთფაქტორიანი დიეტა ჰარლი პასტერნაკმა შეიმუშავა. ის ბევრი ვარსკვლავის, მათ შორის ფოქსის პირადი ტრენერია. თავად დიეტა 5 კვირას მოიცავს, მაგრამ უფრო დიდხანს შეგიძლიათ გააგრძელოთ. ეს დრო საკმარისია, რომ ორგანიზმი ახალ კვების ჩვევას შეეგუოს. დანაწევრებული კვებით შიმშილს ვერ იგრძნობთ და მავნე წახემსებაზე ხელი არ წაგიცდებათ. მენიუ, ძირითადად, ხორცის, თევზის, ბოსტნეულისა და ხილისგან შედგება. სწორი წყლის რეჟიმი არ დაგავიწყდეთ. დღეში მინიმუმ 2, 5 ლ სითხე უნდა დალიოთ.

საუზმე

მეგანი საუზმეზე უპირატესობას ანიჭებს კვერცხის ცილებს, შვრიას და ნუშს. პირველი საკვები დაბალანსებული უნდა იყოს. ყურადღებას ამახვილებს უჯრედისზე, სასარგებლო ცხიმებსა და ცილებზე. ნუშში ბევრი E ვიტამინი და რიბოფლავინი შედის, რომლებიც ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა. ნუშში მცირე რაოდენობით უჯრედისი შედის.

image

ნუშში დაახლოებით 6 გ მცენარეული ცილა შედის, 1 მსხვილ კვერცხში – 4 გ. ასე მეგანი საუზმიდან საკმარის სამშენებლო მასალას იღებს. თან მომავალ ჭამამდე დანაყრებულია.

ვარსკვლავი ენერგეტიკულ სასმელებს და ალკოჰოლს არ სვამს, მაგრამ ზოგჯერ ყავით თავს ინებივრებს.

სადილი

მეგანი სადილზე მიირთმევს გრილზე მომზადებულ ქათამს ან ორაგულის სალათს. ულუფა ხელისგულის ზომის უნდა იყოს. ამ პარამეტრის კონტროლი ვარსკვლავის დიეტაში მთავარია.

თუ გახდომა სურს, რაციონს ვაშლის ძმარს აუცილებლად უმატებს. ჩვეულებრივ, მწვანე სალათის საკაზმად იყენებს.

image

ვახშამი

თუ სადილზე ორაგული არ ჰქონდა, ვახშამზე აუცილებლად მიირთმევს. დღეში მინიმუმ ერთხელ წითელ ცხიმიან თევზს ჭამს. ჩვეულებრივ, მისი ვახშმის რაციონია: ორაგულის საშიმი, კიტრის სალათი, მისოს წვნიანი და ედამამე. კიტრის სალათის ალტერნატივაა ნებისმიერი სხვა ბოსტნეული. მთავარია, რომ ახალი და უმარილო იყოს.

image

ორი წახემსება

შემთხვევითი წახემსება მეგან ფოქსის ცხოვრებაში იშვიათად ხდება. აი, დაგეგმილი მხოლოდ ორჯერ. პირველი საუზმესა და სადილს შორის, მეორე – სადილსა და ვახშამს შორის. იშვიათ შემთხვევაში, ვახშმის შემდეგაც წახემსებაზე უარს არ ამბობს.

რაც შეეხება პროდუქტებს, ვარსკვლავის ფავორიტია სმუზები. ამ სასმელის რამდენიმე საყვარელი რეცეპტი აქვს. მაგალითად, წითელი სმუზი. მისი ბაზაა ნებისმიერი სეზონური კენკრა და ჩაი. დანამატი შეიძლება იყოს ცოტა თაფლი, ნუშის რძე და კოვზი პროტეინის ფხვნილი.

image

დღის განმავლობაში მეგან ფოქსს გემრიელი პროტეინის კოქტეილების დალევა უყვარს. ზოგჯერ ძილის წინ ხილს ჭამს. მის დიეტაში ნახშირწყლები შეზღუდულია, ამიტომ მისი მირთმევა შეუძლია. ხილი ნახშირწყლების ჯანსაღი წყაროა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

2. კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია

3. დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

4. როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან

5. ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

6. "მუდმივად ვიღლებოდი და წონაში ვერ ვიკლებდი, დიეტოლოგი მაშინვე მიხვდა - ეს თუთიის დეფიციტია"

0
186
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
186