x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არტეფაქტი, რომელიც შესაძლოა, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კავშირზე მიუთითებს
image


მაიას უძველეს ცივილიზაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მაიას იდუმალი ასტრონავტი არის, რომელიც «პაკალ დიდის» სამარხში, მისი სარკოფაგის სახურავზეა ამოტვიფრული (ქ. პალენკე, სიერა–მადრე–დე–ჩიაპასი, მექსიკა). სახურავზე დახატული იდუმალი ფიგურა, — მეფე პაკალია, ხოლო სამარხი 1952 წელს, «წარწერების ტაძარში» აღმოაჩინეს.


image


როგორც სარკოფაგის სახურავი, ისე სამარხის თავისუფალი სივრცე, მთლიანად ნახატებით და სიმბოლოებით არის შევსებული. ხოლო, სიმბოლოებს შორის, მნიშვნელოვან კომპონენტს, მაიას კოსმოლოგია წარმოადგენს.
615 წ. როდესაც პაკალი პალენკეს ტახტზე ავიდა, 12 წლის იყო და მას 68 წელი, გარდაცვალებამდე, წარმატებით მართავდა. მან მოკრძალებული ქალაქი ჩაიბარა და ის მესოამერიკის მოწინავე ურბანულ ცენტრად აქცია. რაც შეეხება სარკოფაგს, ისტორიკოსების აზრით, მასზე გამოსახული ნახატები, მეფე პაკალის გარდაცვალებაზე და მის მიწისქვეშა სამყაროში გადასვლაზე მოგვითხრობენ.


image


პაკალ დიდი «წარწერების ტაძარში» დაკრძალეს, ხოლო სარკოფაგს, რომელშიც მისი ცხედარი იყო, 9 მ–იანი საძვალე აკრავდა. 1949 წ. მასში მექსიკელი არქეოლოგი ალბერტო რუზ ლუილიერი შევიდა და იქ მეფის დაკრძალვის დრო, მსხვერპლად შეწირულთა ჩონჩხები აღმოაჩინა.


image


საძვალეს დათვალიერების შემდეგ კი, აღნიშნა: «ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ის ყინულშია გამოკვეთილი. კედლები და ჭერი იმდენად სწორია, რომ თითქოს სპეციალური ხელსაწყოთი არის გაპრიალებული.
ის ასევე, მიტოვებულ სამლოცველოს წააგავს, რომლის გუმბათი სტალაქტიტებით არის შემოსილი, ხოლო მიწიდან სტალაგმიტები ამოდის».



image


ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ, რომელმაც არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო, იყო ნეფრიტის და ობსიდიანის მოზაიკის ნიღაბი, რომელიც მიცვალებულს სახეს უფარავდა.
თუმცა, პაკალის საფლავის ყველაზე დიდი საიდუმლო, მისი სარკოფაგის სახურავზე ამოკვეთილი გამოსახულება — მაიას ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც თითქოს, სატრანსპორტო საშუალებაში ზის. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს კოსმოსური ხომალდია.


image


მეფე პაკალის კიდევ ერთი უცნაურობა — გრძელი ცხვირია. ის ჩვეულებრივი ადამიანებისგან, განსხვავებულადაც კი გამოიყურება: მაღალი ცხვირი მას შუბლს უყოფდა და ვიწრო სახე ჰქონდა, დიდი თვალებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პაკალი, იმ დროს — ასეთი გარეგნობის ერთადერთი ადამიანი არ ყოფილა. ეს თავისებურება, მაიას სამარხებში აღმოჩენილ ძველ ფიგურებზე შეიმჩნევა.


image

არ არის გამორიცხული, რომ შუბლიდან ამოსული გრძელი ცხვირი, ძველი ხალხის დნმ-ში ყოფილიყო, ან ის სხვა ადამიანთა რასას ეკუთვნოდეს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანები, წაგრძელებული თავის ქალით, უცნაური კბილებით და იგივე, დიდი ცხვირით, ადამიანთა რასას ეკუთვნოდეს, სხვა დნმ-ით. მაგრამ, ახლა საკითხავი ის არის, როდის შეიცვალა ასე მკვეთრად დნმ?


image


დღეს, არქეოლოგები უარყოფენ თეზისს, ძველი მაიას ასტრონავტის შესახებ და ამტკიცებენ, რომ პაკალ დიდის სარკოფაგის სახურავზე კვეთა, მხოლოდ მისი საიქიო ცხოვრების გამოსახულებაა და მეტი არაფერი. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბევრს მაინც სჯერა, რომ მაიას მეომრის სახით წარმოდგენილი ეს უცნაური ფიგურა, — უცხოპლანეტელია, რომელიც პალენკეს მცხოვრებლებმა ნახეს და ის ქვაში უკვდავყვეს.

ალტერნატიული მეცნიერების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მეფე პაკალის სამარხი და ზოგადად, მაიას ცივილიზაციის ისტორია, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მეფე პაკალი, შესაძლებელია, ანუნაკიც იყო, — ნიბირუდან ჩამოსული უცხოპლანეტელების ერთ–ერთი წარმომადგენელი, რომლებმაც დედამიწაზე ცივილიზაცია შემოიტანეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* საიდან მოვიდნენ შუმერები?

* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით

* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები



1
1609
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1609
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1