საზოგადოებრივი რას ეძებდნენ და რა იპოვეს გერმანელებმა ეგვიპტეში? – ყველაზე უცნაური არტეფაქტები 21 აგვისტო, 8:48 უზარმაზარი მიწისქვეშა დარბაზი, ორას მეტრზე მეტ სიღრმეზე, სადაც გერმანელი სამხედრო არქეოლოგები აღმოჩნდნენ, შეიძლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება გამხდარიყო... ამასთან, ყველაზე უნიკალური: არარეალური ზომები, უამრავი მხატვრული დეტალი, კაშკაშა წითელი დარბაზი, რომლის ფერი, დედამიწის ზედაპირზე, ალბათ, არც მოიძებნებოდა. ექსპედიციის ხელმძღვანელი იმის გახსენებას ცდილობდა, რაც ეგვიპტეში გამგზავრების წინ, ამ დარბაზის შესახებ ჰქონდა წაკითხული. გამოცდილმა მზვერავმა ვალტერ ჰიტცლერმა, რომელიც ნაცისტების ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციას – "444"–ს ხელმძღვანელობდა, 1937 წელს ეგვიპტეში არაერთი საოცარი და ფანტასტიკური ობიექტი აღმოაჩინა. ხოლო, რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ წითელ დარბაზს, ლეგენდის თანახმად, ხოსრო II ფარვიზი, სასანიდური ირანის შაჰი, რომელიც ქვეყანას VII საუკუნეში მართავდა, გამუდმებით აგზავნიდა ექსპედიციებს აფრიკის კონტინენტზე, საიდანაც დიდი რაოდენობით ოქრო–ვერცხლი ჩამოჰქონდათ. მათ ძვირფას ლითონს, გოგონების სანაცვლოდ, მიწისქვეშა მმართველები აწვდიდნენ. ეს ბარტერი იყო, რომელიც ორ ხელისუფლებას შორის, იყო გაფორმებული. ერთხელ, ირანის შაჰის წარმომადგენლებმა, ეგვიპტელ მომწოდებელთან იჩხუბეს და მან რამდენიმე ირანელი დიპლომატი, მიწისქვეშა მაღაროში, მმართველთან წაიყვანა. ირანელები წითელი ფერის, უზარმაზარ სვეტებიან დარბაზში შეიყვანეს, სადაც, სამეფო ტახტზე, მიწისქვეშეთის მმართველი იჯდა, რომელიც გიგანტურ ნიანგს ჰგავდა. მან ირანის არმიის ჯარის ხაზინადრის თვალწინ, მისი მსახურები თეთრ სვეტებზე მიაბა, ცოტა ხნის შემდეგ, სვეტები გაწითლდა და მსახურები გამომშრალ მუმიებად გადაიქცნენ. მიწისქვეშა სამეფოდან მხოლოდ ხაზინადარი გამოუშვეს, რომ შეტყობინება გადაეცა თავისი უფროსისთვის, იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშეთის მმართველებთან ჩხუბი და კონფლიქტი არ შეიძლებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ხოსრო II ისევ გააგრძელა ურთიერთობა ოქრო–ვერცხლის მიწისქვეშეთის მომწოდებელთან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სპარსეთის შაჰის მთელი ხაზინა, რომელიც მეფობის ბოლოს ათასობით ტონა ვერცხლსა და ოქროს შეადგენდა, მისი გარდაცვალების მეორე დღეს, უკვალოდ გაუჩინარდა. ამასთან, როგორც სასახლის 3 ჟამთ აღმწერი ამტკიცებს, განძი მიწამ, შაჰის მემკვიდრეების თვალწინ "ჩაყლაპა". ექსპედიციის კიდევ ერთი მონაწილე ვალტერ ჰიტცლერი თვლიდა, რომ თუ ისინი იმ დარბაზში მოხვდნენ, სადაც სპარსელები სიკვდილით დასაჯეს, მაშინ მათ, სავარაუდოდ, კარგი არაფერი ელოდათ. ხოლო, ექსპედიციის სხვა წევრები მშვიდად იყვნენ და დარბაზს ათვალიერებდნენ. სანახავი კი, ნამდვილად ბევრი იყო: უცნაური სვეტების და აუზისა გარდა, დარბაზში სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ, ათობით პირამიდა იდგა, რომელთა სიმაღლე ორიდან რვა მეტრამდე იყო. პირამიდებს შორის, ექსპედიციის წევრების ყურადღება, ყველაზე მეტად, ყვითელი ლითონის, სამმეტრიანმა პირამიდამ მიიპყრო, რომელიც პატარა ნიშნებით და ნახატები იყო დაფარული. მის თითოეულ გვერდზე ათასობით ასეთი სიმბოლო იყო, რომელიც გაურკვეველი იყო გაუცნობიერებელი ადამიანებისთვის. მაგრამ, იყო კიდევ ერთი რამ, რამაც ექსპედიციის წევრები გააოცა – ყველა ნიშნის მიხედვით, პირამიდები (ამ პირამიდის გარდა, კიდევ რამდენიმე ყვითელი პირამიდა იყო), მაღალი ხარისხის ოქროთი იყო ჩამოსხმული. ასე, რომ, გერმანელმა არქეოლოგებმა მსოფლიოში უდიდესი განძი აღმოაჩინეს, რომლის წონა, პირამიდების ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება, 50-დან – 80 ტონამდე ყოფილიყო. ეგვიპტეში ჩატარებულ გერმანელების ექსპედიციას, 1937 წლიდან – 1945 წლის მაისამდე, ჰიტლერის კანცელარიის უფროსი ფილიპ ბოულერი კურირებდა. ექსპედიცია გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ გერმანელები ეგვიპტეში "ღმერთების იარაღს" ეძებდნენ. ხოლო, ინფორმაცია ექსპედიციასთან დაკავშირებით, ბავარიის ერთ–ერთ ციხე–სიმაგრეში იგზავნებოდა, სადაც ეგვიპტოლოგების მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა. გერმანიის დამარცხების შემდეგ, ბევრი საბუთი უკვალოდ გაქრა, ზოგს კი დღემდე, "საიდუმლო" გრიფი ადევს. რაც შეეხება, მთავარ მესაიდუმლეს, ფ. ბოულერი 1945 წ. 9 მაისს, ტყვედ ამერიკელებს ჩაბარდა. ხოლო, იმავე წლის 19 მაისს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არხის სხვა სიახლეები:* ეგვიპტური ფარაონის უცხოპლანეტური იარაღი* როდესაც ყველაფერს რაკურსი წყვეტს – ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე* შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკა – 10 გამოცანა (პასუხები აქვს)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ1037 1-ს მოსწონს
|