x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით

ფეხსაცმელი — არის ნივთი, რომელზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება და როდესაც მასში საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდით, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე მოვიხმაროთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის კარგადაც უნდა გამოიყურებოდეს.


image


ქვემოთ გთავაზობთ ფეხსაცმლის მოვლის და ტარების ხრიკებს, რომლებიც თქვენს ფეხსაცმელს "სიცოცხლეს" გაუხანგრძლივებს, ხოლო თქვენ – თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ!


1. დაუბრუნეთ თეთრი ფერი ფეხსაცმლის ძირებს


კბილის პასტა მხოლოდ კბილებისთვის არ არის. მისი საშუალებით სპორტული ფეხსაცმლისთვის ძველი იერის დაბრუნებაც შეიძლება:

აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი, დაიტანეთ მასზე კბილის პასტა და გაწმინდეთ ფეხსაცმლის ძირები (პასტის გამოყენება, ფეხსაცმლის ნაჭრის ზედაპირზეც შეიძლება). ფეხსაცმელზე პასტა გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ, წყლით გადარეცხეთ. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, საპნის ხსნარი გამოიყენეთ.


2. ფეხსაცმლის განახლება


ბოტასებში ან ნებისმიერ სხვა ფეხსაცმელში სოდის ჩაყრის შემთხვევაში, გაქრება არასასიამოვნო სუნი და ზედმეტი ტენი. გარდა ამისა, სოდა ახდენს ფეხსაცმლის დეზინფექცირებას. მთელი ღამის მანძილზე, ფეხსაცმელში სოდის დატოვების შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად განახლებული დაგხვდებათ.


3. ძმრის ხსნარი ფეხსაცმლისთვის


მჟავას თვისებების გამო, ძმრის ხსნარს შეუძლია ცუდი სუნის მოცილება და გზის მარილის ნეიტრალიზება. 1/3 ჭიქა ძმარი გააზავეთ 1 ლ. წყალში და დაასველეთ ტილო. ძმრიან ტილოში გაახვიეთ ფეხსაცმელი და გააჩერეთ ასე, 1-2 საათი. ხოლო შემდეგ, სუფთა წყალში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ და ბუნებრივი გზით გააშრეთ.

ძმარი დაგეხმარებათ სპორტული ფეხსაცმლის წესრიგში მოყვანაშიც. თუ ფეხსაცმლიდან ლაქა ვერაფრით ამოგყავთ, ჩაალბეთ ის ძმრიან წყალში (პროპორცია 1:1). ძმარი გააქრობს სუნს, ამოიყვანს ჭუჭყს და დაუბრუნებს მას წარმომადგენლობით სახეს.


4. ფეხსაცმლის გაწელვა თმის ფენით


ფეხსაცმელი უფრო კომფორტული რომ იყოს და იდეალურად «დაჯდეს» ფეხზე, ჩაიცვით სქელი წინდები. დააყენეთ ფენი ცხელი შრობის რეჟიმზე და კარგად გაათბეთ ფეხსაცმელი.



5. ფეხსაცმლის გაწელვა საყინულეშიimage


ეს ფეხსაცმლის გაწელვის კიდევ ერთი ხერხია. მაგრამ, ამჯერად სითბოს ნაცვლად, სიცივე გამოიყენება. შესაკრავიან პოლიეთილენის პაკეტში ჩაასხით წყალი, მოათავსეთ ის ფეხსაცმელში, ხოლო ფეხსაცმელი – საყინულეში, 20 წუთით. წყალი გაიყინება და მისი მოცულობა გაიზრდება, რაც მის ზომას, 1 ზომით გაზრდის. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, დაელოდეთ წყლის გადნობას და პაკეტი ისე ამოიღეთ ფეხსაცმლიდან!


6. ფრჩხილის ქლიბი საუკეთესო საშუალებაა ზამშის ფეხსაცმლის მოსაწესრიგებლად


ზამშიდან ჩამჯდარი ჭუჭყის ლაქის ამოყვანა ფრჩხილის ჩვეულებრივი ქლიბის გამოყენებით შეიძლება. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, ლაქა ჯერ მშრალი ქსოვილით დაამუშავეთ და შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი მოაცილოთ. ხოლო შემდეგ, ქლიბით გაასუფთავეთ. ძალიან ძლიერ დაჭერა არ არის საჭირო — ლაქის, უბრალოდ, რბილად დამუშავებაც საკმარისი იქნება.


7. შვრიის ფქვილი ზამშის ფეხსაცმლის მოსაწესრიგებლად


ზამშში ჩამჯდარი ფხვიერი ჭუჭყის მოცილება, როგორც ზევით იყო აღნიშნული, ფრჩხილის ქლიბით შეიძლება. მაგრამ, თუ ლაქა ცხიმის არის, მის ამოყვანა შვრიის ფქვილით შეიძლება: აიღეთ ცოტაოდენი ფქვილი და შეაზილეთ ლაქას, გააჩერეთ ნახევარი საათი და მშრალი ტილოს მეშვეობით მოაცილეთ ფქვილი.


8. ზუმფარის ქაღალდი («შკურკა») სრიალის წინააღმდეგ


თუ ახალ ფეხსაცმელს პრიალა ძირი აქვს, მოცურებისა და ტრავმის თავიდან ასაცილებლად, ძირის დამუშავება ზუმფარის ქაღალდით შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, მასზე აბრაზიული ფენა გაჩნდება, რომელიც ფეხსაცმელს უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის.


9. წინასწარი თავდაცვაimage


არ არსებობს ადამიანი, რომ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ, თუნდაც ერთხელ, არ სტკენოდა ფეხი. მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ უსიამოვნებისგან თავის არიდება მარტივად შეიძლება: თუ ფეხსაცმლის პრობლემურ ადგილებს, ჩაცმამდე, დეოდორანტით დაამუშავებთ, სახლიდან გასვლის შემდეგ, პრობლემები აღარ შეგექმნებათ.


10. ლაკის ფეხსაცმლის განახლება


ვაზელინი დაზიანებული ლაკირებული ფეხსაცმლისთვის «უებარი წამალია». ის ძვირადღირებული ფეხსაცმლის მოვლის ბრენდირებული საშუალების იაფიანი ალტერნატივა არის. გაწმინდეთ ფეხსაცმელი ვაზელინში ამოვლებული ყურის საწმენდი ბამბის ტამპონით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკაწრებს და პატარა-პატარა ნახეთქებს.


11. ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა


ტყავის ფეხსაცმლის წესრიგში მოსაყვანად, ყველაზე საუკეთესო საშუალება სამედიცინო სპირტი არის. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ: თქვენ არა ეთანოლის, არამედ იზოპროპილის სპირტი გამოგადგებათ. ფეხსაცმლის გასაწმენდად, ბამბის ტამპონი დაასველეთ სპირტში და ლაქა დაამუშავეთ. გააჩერეთ ნახევარი საათი და წყალი გადაავლეთ.


12. წყალგაუმტარი ფეხსაცმელი


ამ ხრიკის გამოყენება, როგორც ტყავის, ისე ქსოვილის ფეხსაცმელზე შეიძლება. იმისთვის, რომ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი გახდეს, გადაუსვით მას ფუტკრის ცვილი და გადაატარეთ, ცხელი შრობის რეჟიმზე დაყენებული, თმის ფენი.


13. კოჟრების დამამშვიდებელი აბაზანა


თუ ისე მოხდა, რომ ფეხსაცმელმა ფეხი გატკინათ, ჩაის აბაზანა მოგიხსნით ტკივილს, შეშუპებას და კოჟრებსაც ჩააწყნარებს.


14. შეიწებეთ თითები, თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას აპირებთimage


ორივე ფეხის მე-2-ე და მე-3-ე თითები ლეიკოპლასტით შეიკარით და უკეთესად იგრძნობთ თავს, მაღალქუსლიან ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში. ასე, სწორედ გადანაწილებული დატვირთვის გამო, ფეხი ნაკლებად იღლება.


P. S. ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს, ტარების და მოვლის წესების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი შეძენის წესების ცოდნაც:


1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ


ეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, და საერთოდაც, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდებული. იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით გქონდათ კარგად, საღამოს უკვე მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ.


2. არასტანდარტული სტანდარტები


სხვადასხვა ქვეყნებში ზომის სტანდარტები განსხვავებული არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, აუცილებლად უნდა მოიზომოთ.


3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს


ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს.


4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის


როდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილზე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკიანი ძირით. ასეთ ფეხსაცმელში უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.


5. ფეხი იზრდება


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი შეიძლება გაიზარდოს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში, ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* საიდან მოვიდნენ შუმერები?

* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში



2
745
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
745
  
2022, 2 ნოემბერი, 1:06
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 22 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2