x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
10 ტიპის სამოსი, რომელიც ასაკს გმატებთ - გაითვალისწინეთ!
ზოგჯერ მოდის ყველაზე ყურადღებიანი მიმდევრებიც კი უშვებენ შეცდომებს, რომლებსაც შედეგად ვიზუალურად ასაკის მომაება მოსდევს. ტანსაცმელი საკმაოდ "ეშმაკი" რამაა, ამიომ შეიძტლება თავად არ იცოდეთ, რამდენად წარუმატებელი გამოდგება ესა თუ ის სამოსი. სწორედ ამგვარი შეცდომების თავიდან ასაცილებლად გიაბობთ ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის 10 ტიპზე, რომლებიც ასაკს შეგმატებთ.


1. კაბა-ბალახონი


image

როგორც წესი, ამგვარ ტანსაცმელს იცმევენ სრული ფორმების ქალები. და ეს მათი მთავარი შეცდომაა! სინამდვილეში, ბალახონის ტიპის კაბა არა მხოლოდ ასაკს გმატებთ, არამედ წონასაც, რომლის დაფარვაც ასე გულმოდგინედ გსურთ. ამ ტიპის სამოსი უხდება მხოლოდ ლამაზი ფორმის ხელებისა და ფეხების მქონე მაღალ ქალბატონებს.


image

შეეცადეთ შეარჩიოთ ტანსაცმელი, რომელიც რბილად მიუყვება თვენს ფორმებს, ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურებით. ზედმეტი კილოგრამების დაფარვა კი მჭიდრო ქსოვილებით შეიძლება.

2. ბარხატის კაბები



image

მიუხედავად იმისა, რომ ბარხატი ისევ მოდაშია, იგი მნიშვნელოვნად მატებს ასაკს. საუბარია კაბებზე, რადგან ბარხატის შემთხვევაში ისინი ზედმეტად საზეიმოდ გამოიყურება, რაც ასაკობრივ აქცენტებს უმატებს.


image

თუ მაინც გსურთ ამ ქსოვილის გამოყენება თქვენს სამოსში, იყავით თავისუფალნი და შეუხამეთ ბარხატის ტოპები და კარდიგანები ჯინსებსა და სტილურ ფეხსაცმელს.


3. თავზე მოხვეული თავსაფარი


image

თავსაფარი თავზე ნამდვილად წამებში დაგაბერებთ!


image

თუ მაინდამაინც მოგწონთ თავად თავსაფარი, გამოიყენეთ იგი შარფის მაგივრად. ასე უფრო ეფექტური იქნება.


4. პატარა ყელსახვევები


image

ამგვარი ყელსახვევი ვიზუალურად ამოკლებს კისერს, ნაკლებად მომხიბვლელსა და მეტად ასაკოვანს გხდით.


image

ასეთი ყელსახვევები შეგიძლიათ მაჯაზე გაიკეთოთ, რაც საკმაოდ ლამაზად და სტილურად გამოიყურება.


5. ფეხსაცმელი საშუალო "შპილკებზე"


image

ფეხსაცმელი საშუალო "შპილკებზე", ე.წ. "kitten heels", გარდა იმისა, რომ ცოტა უცნაურად გამოიყურება, სიარულსაც ამახინჯებს.


image

თუ გსურთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, იყიდეთ "ბალეტკები", სლიპონები ან ლოფერები.


6. შავი ფერი


image

ამ ფერთან დიდი სიფრთხილეა საჭირო. იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში შავი ფერი ძალიან მატებს ასაკს. საუბარია კაბებსა და ე.წ. "კოფთებზე", რომლებიც ძალიან ახლოს არის სახესთან და ფარავს ყელს. ამ შემთხვევაში აღნიშნულ ფერს ყურადღება გადააქვს პირდაპირ ნაოჭებზე და თვალის უპეებზე.


image

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შავი ფერის სხვა სამოსი თამამად ატაროთ! შესანიშნავი იქნება, მაგალითად V-სებური ჭრილი, დეკოლტე, ტოპები ვიწრო ბრეტელებზე.


7. ბანტიანი პერანგები


image

ამგვარი სამოსი საკმაოდ ძველმოდურია, თუმცა დიზაინერები ზოგჯერ მაინც ახდენენ მათზე ექსპერიმენტირებას. ბანტიანი პერანგი, როგორც წესი, ამოკლებს კისერს და ზოგადად სახეს მოსაწყენს და უმნიშვნელოს ხდის.


image

თუ საყელოსთან თამაში გსურთ, თანამედროვე დიზაინერებმა უამრავი საინტერესო რამ შემნეს! ასე რომ, თამამად!


8. ტვიდის კოსტიუმი


image

საქმიანი ქალბატონების საყვარელი სამოსი. სინამდვილეში ამ ტიპის ტანსაცმელი მხოლოდ იდეალური ფორმების მქონე ახალგაზრდა გოგოებს უხდებათ. სხვებს კი უფრო მეტად მატებს ასაკს.


image

თუ მაინც გსურთ ტვიდზე ექსპერიმენტირება, გამოიყენეთ იგი სხვა ქსოვილების ტანსაცმელთან კომპლექტში. მაგალითად, ჩაიცვით ტვიდის პიჯაკი და ჯინსები.


9. მარგალიტის სამკაულები


image

ამგვარ სამკაულთან უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ! მსგავსი გარნიტურა შესანიშნავად მიდის საღამოს კაბაზე ხანშიშესული ქალბატონებისთვის.


image

თუ გსურთ მარგალიტიც გაიკეთოთ და ახალგაზრდადაც გამოიყურებოდეთ, გამოიყენეთ არასტანდარტული ზომის მარგალიტები: იქნება ეს მსხვილი მძივები თუ სხვა სამკაულებთან მიქსი.

10. ღილებიანი კარდიგანი


image

კარდიგანის ამგვარი ვარიანტები შესანიშნავი სამოსია ბებიებისთვის. ნამდვილად არ ღირს საკუთარი ასაკის მომატება ამ ტიპის ჟაკეტებით.


image

თუმცა თავად კარდიგანი საკმაოდ სტილური და მოდური სამოსია, ამიტომ უარს ნუ იტყვით მასზე. უბრალოდ, აირჩიეთ თავისუფალი, მსუბუქი ვარიანტი და, რაც მთავარია, ღილების გარეშე!

ასევე გაითვალისწინეთ:


1. 5 "აკრძალული სამოსი" 40-ს გადაცილებული ქალბატონებისთვის

2. 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩაცმულობა პროვინციულია

3. რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!

4. ჩაცმის ახალი ტრენდები, რომლებიც წლების წინ უგემოვნობად ითვლებოდა

5. ქალის 10 მოდური ტანსაცმელი, რომელსაც მამაკაცები ვერ იტანენ



0
9131
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0