x
image
natia.a
რატომ იცვამს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!

image
ალბათ, ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის ქალის სამოსად მიჩნეული კაბა და არა შარვალი? რა თქმა უნდა, დღეს უკვე კაბაში გამოწყობილი ქალის ხილვა ყოველდღიურობაში სულ უფრო იშვიათად შეიძლება, მაგრამ ტრადიციულად ქალის სამოსად მაინც კაბა ითვლება.

რა არის ამის მიზეზი?
image

ოდითგანვე მიიჩნევა, რომ მამაკაცს ზეციური წარმოშობა აქვს, ქალს - მიწიერი. კაცი არის ზეცა, სული, ვერტიკალი, წესრიგი; ქალი არის მიწა, მატერია, ჰორიზონტალი, ქაოსი. მატერიის ორგანიზება ხდება სულის, აზრის საშუალებით, ქაოსის - წესრიგით. როცა მატერია და სული, ქაოსი და წესრიგი ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება სიცოცხლე.

image

ქალი ენერგიასა და დედობის ძალას დედამიწიდან იღებს, მამაკაცი კი - ჰაერიდან. როცა ქალი იცმევს გრძელ, გუმბათისებური ფორმის კაბას, ასეთი სამოსი მას ეხმარება მიწისგან ენერგიის მიღებაში. ზოგადად ქალი კაბისა თუ ქვედაბოლოს ჩაცმის შემთხვევაში არა მხოლოდ გამოიყურება უფრო ქალურად, არამედ თავსაც უფრო მეტად გრძნობს "ქალად" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუცნობიერებლად იწყება მიწისგან მიღებული ენერგიის მოზღვავებას.

კაბა თუ შარვალი?

როცა ქალი შარვალს იცმევს, ამით წყვეტს დედამიწასთან ენერგეტიკულ კავშირს, ავიწროებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს, აფერხებს სისხლისა და ენერგიის მოძრაობას და რჩება წმინდა ენერგიისგან დაცლილი. შესაბამისად, ვეღარც გასცემს ენერგიას. არადა ქალის მიერ გადაცემული ენერგია მამაკაცს განსაკუთრებით ეხმარება: ხდის მას უფრო გაწონასწორებულს, სტაბილურს, მშვიდს, მიმართავს მის ქმედებებს შექმნისკენ. აგრესიული, უხეში მამაკაცები არიან სწორედ ისინი, რომლებსაც აკლიათ ქალის სიყვარული, მისი ნაზი, მოალერსე ენერგია. შარვლის ჩაცმის დროს, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ირღვევა ენერგიის ცვლის პროცესი, ქალის საკუთარ სულს კვებავს და აძლიერებს მამაკაცისებურად და კაცზეც მამაკაცურად ურთიერთმოქმედებს. ფიზიკურ პლანში კი ეს ყველაფერი გამოიხატება ტკივილში, ჩხუბში და სკანდალებში.

image
თუ ქალი გრძელ კაბას ატარებს, ეს გავლენას ახდენს ქალის მიერ საკუთარი თავის აღქმაზეც - თავის თავს უფრო ქალურად აღიქვამს - და მამაკაცის მიერ ქალის აღქმაზეც. ამით უმჯობესდება და უფრო ჰარმონიული ხდება ურთიერთობები. ცნობილია შემთხვევები, როცა ქალის მიერ შარვლის ტარებაზე უარის თქმა და კაბაზე გადასვლა, დიდი ხნის მანძილზე უნაყოფობის დიაგნოზდასმულ ქალებს დაორსულებაში დაეხმარა.



შარვალს კიდევ ერთი ძალიან დიდი უარყოფითი მხარე აქვს: ისინი ავიწროებს ქალის ორგანიზმის იმ უმნშვნელოვანეს ორგანოებს, რომლებიც გამრავლებისთვის არის აუცილებელი. ამას შედეგად მოსდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შარდმდენი სისტემის პრობლემები.

ფსიქოლოგია
image

მრავალი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ქალები, რომლებიც მაქსი-კაბას/ქვედაბოლოს ატარებენ, მეტად იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. ეს ქალები უფრო წარმატებულები არიან სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, მეტად გაწონასწორებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

აღმოჩნდა, რომ როცა მამაკაცი შარვალში ჩაცმულ ქალს ხედავს, ქვეცნობიერად მასა და საკუთარ თავს შორის გენდერულ თანასწორობას ამყარებს. შედაგედ გაცილებით ნაკლებად უნდება მასზე ზრუნვა, საჩუქრების ჩუქება, პირიქით, ინსტინქტურად ხედავს მასში მოწინააღმდეგეს, მაგალითად, კარიერულ სფეროში.



14
24249
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
24249
  
2017, 28 დეკემბერი, 12:44
სსრული საცოდაობაა ეს სტატია.განსაკუთრებით ამ ფრაზამ ამირია გული - "როცა მამაკაცი შარვალში ჩაცმულ ქალს ხედავს, ქვეცნობიერად მასა და საკუთარ თავს შორის გენდერულ თანასწორობას ამყარებს"... გენდერული თანასწორობა იცით საერთოდ რას ნიშნავს? ვის რა ეცმევა და სად რა ექნება გამობმული, ამის მიუხედავად ქალს ისეთივე უფლებები აქვს დაბადებიდან, როგორიც კაცს და გენდერულად ყველა ადამიანი თანასწორია. ეს ბოლო ფრაზა ზეპირად ისწავლეთ და ხშირად გაიმეორეთ ხოლმე
2017, 28 მარტი, 22:23
ნათია ა. გთხოვთ თქვენი პროფესიის შესახებ გვიამბოთ და ასევე ამ სტატიის ქყაროზეც. წინასწარ მადლობთ. ეკა
2017, 5 თებერვალი, 8:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 2 სექტემბერი, 12:46
ისიც მიოძიეთ, რა, წმინდა ენერგიის კარგვა რას ნიშნავს, თუ ეს ენერგია მიწიდან მოდის?
2016, 30 აგვისტო, 11:19
ახლა ვგუგლავ რომ გავიგო ფიზიკურ პლანში რას ნიშნავს, ფიზიკაც გამიგია და პლანიც, აი ფიზიკური პლანი ჯერ არა :))))
2016, 25 აგვისტო, 21:13
იყო დრო როცა მამაკაცებიც კაბას ატარებდნენ სამოსად. მეფეებს კაბა ეცვათ, სასულიერო პირებსაც კაბა აცვიათ, ჩოხაც კაბაა და საერთოდ უფალს ადამიანის სამოსად კაბა მოუგონია და არა შარვალი. როგორც დღეს განსხვავდება ქალისა და კაცის შარვლები ისე განსხვავდებოდა ადრე მათი კაბებიც.
2015, 5 ნოემბერი, 1:23
ჰო და დანარჩენებზე გეთთანხმებით, კაბაში ქალი უდავოდ გაცილებით ლამაზია ათი თავით. სხვა დანარჩენებშიც მართალი ხართ. სტატიას მოვიწონებ.
2015, 5 ნოემბერი, 1:17
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ შარვალი ეგრედ წოდებული ნიფხავის ტოტების დაგრძელების შედეგად წარმოიქმნა რომლებსაც ცივ ქვეყნებში მცხოვრები მომთაბარე ტომები იცვამდნენ, ასევე კაბების ქვეშ. ,ტოტები ცოტა დაგრძელდა და წარმოიქმნა ბრიჯები ევროპაში, გალიფეები აზიაში,მე18 და მე19 საუკუნეებში მიიღო მამაკაცის შარვალმა დაახლოებით ასეთი ფორმა დღეს როა,ხოლო ქალებმა შარვლის ჩაცმა კიდევ უფრო გვიან მე20 საუკუნეში დაიწყეს. პროსტა ქალისა და მამაკაცის კაბები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
2015, 5 ნოემბერი, 1:06
კარგი მაგრამ ძველ დროს რომ ეს შარვალი საერთოდ არ არსებობდა?! და მამაკაცებსაც რომ კაბები ეცვათ?! ეგ როგორაა?! შარვალი როგორც ასეთი მამაკაცებისთვის განვითარებულ შუა საუკუნეებში შეიქმნა,ხოლო იმ ფორმით როგორც დღესაა გვიან შუა საუკუნეებში.
2015, 26 ოქტომბერი, 14:38
:)) გაიხარე.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10