x
image
natia.a
ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
image


ქალების უმეტესობისთვის ცნობილი პრობლემაა ზედმეტი კილოგრამები. მართალია, მათგან თავის დაღწევა მხოლოდ სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით შეიძლება, თმცა არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - სწორად შერჩებული ტანსაცმელი, რაც არანაკლებ ეფექტურია. გთავაზობთ იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმიანის 8 რჩევას, რომელიც ქალის სილუეტის მიხედვით ტანსაცმლის შერჩევას ეხება და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ მომხიბლავად გამოიყურებოდეთ.
image

1. გამოსცადეთ საკუთარ თავზე ვერტიკალური ხაზის განუმეორებელი მოქმედება. გრძელი კაბა, ოდნავ გახსნილი პალტო, ერთ რიგში ჩაყოლებული ღილები - ყველაფერი ეს ვიზუალურად მაღალს გაგხდით და, შესაბამისად, კილგრამებსაც მოგაკლებთ.


image

2. სათანადოდ შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფართე "ბრეტელები" და კარგად იჭერდეს ნებისმიერი ზომის მკერდს. მკერდი არ უნდა იყოს "მუცელთან ჩამოსული" - ეს მთავარი წესია!



image


3. გამოიყენეთ ნათელი აქცენტი ერთი ტონის სამოსში. ამისთვის შეიძლება გამოდგეს ტოპი, შარფი, ქვედაბოლო ან ქურთუკი. აქცენტების განლაგება საუკეთესო ხერხია სხეულის ნაკლოვანებებიდან ყურადღების გადასატანად.


image


4. დარწმუნდით, რომ სამოსზე ღილები მდებარეობს მუცლის ყველაზე გამოწეულ ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუცელი ასწევს ტანსაცმლის გვერდებს და კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.


image


5. მოერიდეთ მსუბუქ ქსოვილებს, რომლებიც შესამჩნევად ხაზს უსვამს ნებისმიერ ფორმას. ყურადღება მიაქციეთ მტკიცე ქსოვილს - იგი თქვენს სხეულს კორსეტის მსგავს სამსახურს გაუწევს.


image


6. თქვენი ფიგურის გარეგნობაზე გავლენა შეიძლება მოახდნოს ჩანთის ზომამაც. რაც უფრო დიდია ჩანთა, ვიზუალურად მით მეტად გამხდარი გამოჩნდებით.


image

7. ბრჭყვიალა ქსოვილი არა მხოლოდ ყურადღებას იქცევს, არამედ გამოკვეთს სხეულზე არსებულ ცხიმოვან ნაკეცებს. ამიტომ აირჩიეთ გლუვი მასალა.


image


8. ასიმეტრიული ჭრილის ტანსაცმელი დაფარავს გამოსულ მუცელს და ხელსაყრელად გამოკვეთს ფეხის სიგრძეს.


image

დაიცავით ტანსაცმლის არჩევისას ეს მარტივი წესები და მაშინვე შეამჩნევთ, როგორ კარდინალურად შეიცვლება თქვენი სტილი და გარეგნობა. ყოველთვის ყურადღებით იყავით მოდის სიახლეების მიმართ, აირჩიეთ აქტუალური კლასიკა და აუცილებლად ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან ლამაზი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ქალბატონი, რომელიც საკუთარსავე სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ!

image


2. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


3. ტანსაცმლის 10 შეხამება, რომელიც პროვინციალიზმზე მიუთითებს - არა დაუშვათ ეს შეცდომები!

image


4. 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image


5. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!

image


გადადით ბმულზე და იხილეთ უამრავი სხვა სასარგებლო რჩევა.







0
7325
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0