x
image
natia.a
როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!
არავინაა დაზღვეული ტყავის ფეხსაცმელზე, ჩანთებსა თუ ავეჯზე გაჩენილი ნაკაწრებისგან, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ზიზი სიფრთხილითაც კი ექცევით თქვენს ნივთებს. თუმცა სასოწარკვეთა არ ღირს, არსებობს რამდენიმე გამოცდილი მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ ტყავზე წარმოქმნილი ნაკაწრების რესტავრაციაში.


image

როგორ მოვიქცეთ თუ ფეხსაცმელზე ტყავი აგვეხა


1. დაიტანეთ ასანთის ღერზე ან კბილის ჩხირზე ცოტაოდენი ფრჩხილის უფერო ლაქი ან სუპერწებო. წაუსვი პრობლემურ ზონას შიგა მხრიდან.
2. ქსოვილის ნაჭერი მიაჭირეთ დაწებებულ ადგილზე და გააჩერეთ 3-4 წუთი.
3. დაზიანებულ ადგილზე რამდენიმე ფენად წაუსვით იგივე ფერის საღებავი. ამისათვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი აკრილის საღებავი. სულ ესაა, ტყავი თქვენს ფეხსაცმელზე აღდგენილია.

image

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ცვილის საშუალებით

ღრმა ნაკაწრების მოსაშორებლად გამოგადგებათ ცვილი ან პარაფინი.

1. გააცხელეთ ცვილი ან პარაფინი და ფრთხილად დაიტანეთ დაზიანებულ ტყავზე.
2. როცა ცვილი გაგრილდება, კარაგად გაწმინდეთ დაზიანებული ადგილი ფლანელის ქსოვილით და გაპოხეთ პრობლემური ზონა ფეხსაცმლის კრემით.


image
როგორ აღვადგინოთ დაკაწრული ტყავის ავეჯი

დაზიანებული ტყავი ავეჯზეც თითქმის იმავე მეთოდებით აღდგება, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული ნიუანსები.



image

1. ნაკაწრზე და მის ირგვლივ დაიტანეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მნიშვნელოვანია, რომ დატანა მოხდეს წრიული მოძრაობებით, თანაბრად და თანდათანობით.
2. საშუალება მიეცით ზეთს შეიწოვოს და მთლიანად გაშრეს.
3. თუ ნაკაწრი არ გაქრა, გამოიყენეთ შემდეგი ხერხი: ჯერ ტყავის დაზიანებულ ნაწილზე დაიტანეთ ზეითუნის ზეთი. შემდეგ დაასველეთ ცოტაოდენი წყლით ბამბის ხელსახოცი და დააფარეთ ნაკაწრს.
4. დაადეთ ნაკაწრის ადგილზე თბილი უთო: სითბოს საშუალებით ზეთი უფრო ღრმად შევა ტყავში და "განკურნავს" ნაკაწრს.
5. დაზიანებული ადგილის საბოლოოდ შესანიღბად, ბამბის ჩხირით დაიტანეთ პრობლემურ ზონაზე შესაბამისი ფერის ფეხსაცმლის კრემი. ბოლოს გაწმინდეთ კრემის ნარჩენები ღრუბლით.

როგორ მოვაცილოთ ნაკაწრი ლაქის ფეხსაცმელს


image

1. გახსენით თხევადი საპონი თბილ წყალში და მიღებული ხსნარი წაუსვით ლაქის ფეხსაცმლის პრობლემურ ზონას.
2. გაწმინდეთ და ბოლოდე გააშრეთ.
3. ნაკაწრზე დაიტანეთ შესაბამისი ფერის ფრჩხილის ლაქი. ერთი ფენა საკმარისი იქნება.


image
ლაქის ფეხსაცმელი საკმაოდ ნაზია და მასზე ადვილად ჩნდება ბზარები. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფეხსაცმლის სწორად მოვლა. არასოდეს გაწმინდოთ ლაქის ფეხსაცელი უხეში ჩოთქით და მოარიდეთ ზედმეტად დაბალ ან მაღალ ტემპერატურას.


ნაკაწრების მოშორების მეთოდის უფრო თვალსაჩინოდ ნახვა შეგიძლიათ ვიდეორგოლში:



ასევე საინტერესოა:


1. იცით რატომ აქვს ქალის საცვლებს ჯიბე?

image


2. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


3. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) და როგორი უნდა იყოს იარლიყი

image


4. შეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენ

image


5. იცით რას ნიშნავს ამ თითზე ბეჭდის ტარება? - აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image




0
20538
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
20538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0