რჩევები 12 ტიპის სამოსი, რომელიც გარეგნულად 10 წელს მოგაკლებთ - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 18 თებერვალი, 15:56 ტანსაცმელსა და აქსესუარებს ჩვენს გარეგნობაზე ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია. სწორად შერჩეულ გარდერობს შეუძლია არა მხოლოდ ვიზუალურად გააუმჯობესოს ფიგურა, არამედ 5-10 წლით მაინც გაგაახალგაზრდაოთ. 1. უარი თქვით შავ ფერზე შავ ფერს ქვეცნობიერად ყოველთვის კონსერვატიულობასთან ვაიგივებთ. ეს ქმნის თავშეკავების, სოლიდურობის შთაბეჭდილებას. თავისთავად ეს ცუდი არ არის, თუმცა შავი ფერის სამოსი ვიზუალურად აბერებს. სამაგიეროდ, რუხი და ყავისფერიც საკმაოდ თავშეკავებული ფერებია იმისათვის, რომ სამსახურში ატაროთ და, ამავდროულად შედარებით ახალგაზრდულადაც გამოიყურებოდეთ. 2. დაამატეთ სიკაშკაშე უფრო მსუბუქი, ნათელი ფერის სამოსი რამდენიმე წელს მოგაკლებთ. დაამატეთ კაშკაშა დეტალები თქვენს ტანსაცმელს: გულსაკიდი, ბროში ან შარფი თქვენს სახეს გაცილებით გააახალგაზრდავებს. 3. პრინტები და უზორები არ ღირს მთლიანად უარის თქმა პრონტებსა და უზორებზე. წარმატებულად შერჩეული ორნამენტები თქვენს ვიზუალს სიმსუბუქეს შესძენს. იმისათვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, აირჩიეთ რბილი, ფერადი ხაზები. ხოლო გეომეტრიული ფიგურების ფორმის ერთტონიანი პრინტები, პირიქით, ასაკს შეგმატებთ. 4. თავისუფალი ტანსაცმელი თუ ასაკთან ერთად წონაც მოგემატათ, არ ღირს ისევ მოტკეცილ და ვიწრო ტანსაცმელში "ჩატენვა". თავისუფალი სტილი სულაც არ დაგაბერებთ, პირიქით, სიმსუბუქეს შეგძენთ. მიმდინარე სეზონზე მოდაშია აბრეშუმი და მსგავსი ჰაეროვანი ქსოვილები, რომლებსაც შეუძლიათ ვიზუალურად მოგაკლონ ასაკი. 5. არ შეგეშინდეთ დეკოლტეს გამოჩენის თუ დეკოლტეს ზონაში თქვენი კისერი და კანი საკმარისად კარგად გამოიყურება, არ ღირს მისი დამალვა მაღალყელიან პერანგებში. ზომიერი სიღრმის დეკოლტე ძალიან მიმზიდველი იქნება და რამდენიმე წელსაც მოგაცილებთ. 6. მაღალი საყელო მართალია, დეკოლტე საკმაოდ ხელსაყრელ სინათლეზე გამოიტანს თქვენს ფიგურას, მაგრამ არც მაღალი საყელო იქნება ცუდი. მაღალყელიანი ჯემპრი ან სვიტერი თქვენი ფიგურის შუა ნაწილთან (რომელიც, როგორც წესი, იშვიათადაა იდეალური) კონტრასტს შექმნის და ვიზუალურად მოგაშორებთ რამდენიმე წელს. 7. ნუ შეგეშინდებათ ღია ტანსაცმლის მართალია, თქვენი სხეული აღარ გამოიყურება ისე, როგორც 20 წლის ასაკში, მაგრამ ამის გამო არ ღირს უარის თქმა ქვედაბოლოებზე, შორტებსა და ბრეტელებიან სამოსზე. ფეხებზე ვენებისა და მოშვებული კანის დაფარვას ყოველთვის შეძლებთ კანისფერი კოლგოტებით და ცოტაოდენი ავტორუჯით - და გაბედულად შეგიძლიათ ჩაიცვათ მიდი სიგრძის ქვედაბოლო და ღრმა ჭრილის მქონე ბლუზი. 8. სცადეთ დამოკლებული ვარიანტები თუ მაინც გერიდებათ ფეხების გამოჩენა, შეგიძლიათ აარჩიოთ დამოკლებული ჯინსები. ბოიფრენდები, რომლებიც კოჭს აშიშვლებს, ძალიან სტილურად გამოიყურება და საგრძნობლად გაგაახალგაზრდავებთ. 9. უარი თქვით წყვილებზე წყვილები, როგორიცაა პიჯაკი და შარვალი, ან პიჯაკი და ქვედაბოლო, ზედმეტად მკაცრად და ზედმეტად სტილურად გამოიყურება და ნამდვილად შეგმატებთ ასაკს. ამის მაგივრად, საქმიანი სტილისთვის სცადეთ მოდელები გრძელი ან ასიმეტრიული სილუეტებით, ოვერსაიზი, ზედმეტი დეტალების გარეშე. 10. აქსესუარები თანამედროვე ახალგაზრდები არ გამოირჩევიან ზედმეტი სამკაულებისადმი სიყვარულით. ამიტომ, არ ღირს ბევრი ბეჭდისა ან სამაჯურის გაკეთება. აქსესუარები არ არის აუცილებელი ძვირფასი იყოს, მთავარი მოთხოვნაა მინიმალიზმი და უბრალოება. 11. სცადეთ ფაეხსაცმელზე ექსპერიმენტირება ასაკის მატებასთან ერთად მთელი დღის მანძილზე მაღალ ქუსლებზე სიარული სულ უფრო ძნელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველმოდური ფეხსაცმელი უნდა ატაროთ. მაგალითად, ფეხსაცმელის საშუალო "ტანკეტკაზე", თქვენს სილუეს ვიზუალურად უფრო გაალამაზებს, მათზე სიარული კი საკმაოდ მოსახერხებელია. სხვათა შორის, ბოლო დროს განსაკუთრებულად მოდაშია სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ კაბებსა და საქმიან სამოსსაც კი. სტილურია, მოხერხებული და 10 წელსაც მაშინვე მოგაცილებთ! 12. არ ღირს ყველა ტრენდის გათვალისწინება როცა ზედმეტად ცდილობ რაღაცის სწორად გაკეთებას, ეს ძალიან ხშირად ზედმეტად თვალშისაცემი ხდება და საპირისპირო ეფექტს ახდენს - არაბუნებრივად გამოიყურება. სტილურად და მოდურად ჩაცმა არ ნიშნავს იმას, რომ ატარო ყველაფერი, რასაც თვენი შვილები ან შვილიშვილები ატატებენ. ამიტომ შეეცადეთ აირჩიოთ ცოტა თავშეკავებული სამოსი. ასევე გამოგადგებათ: 1. 10 ტიპის სამოსი, რომელიც ასაკს გმატებთ - გაითვალისწინეთ! 2. 10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გადავა - 3 და 8 განსაკუთრებით ბევრს გაახარებს! 3. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ! 4. 6 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ 5. 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ! 19594 15-ს მოსწონს 1-ს არა
|