რჩევები რატომ იცვამს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის! 2015, 26 ოქტომბერი, 11:48 ალბათ, ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის ქალის სამოსად მიჩნეული კაბა და არა შარვალი? რა თქმა უნდა, დღეს უკვე კაბაში გამოწყობილი ქალის ხილვა ყოველდღიურობაში სულ უფრო იშვიათად შეიძლება, მაგრამ ტრადიციულად ქალის სამოსად მაინც კაბა ითვლება. რა არის ამის მიზეზი? ოდითგანვე მიიჩნევა, რომ მამაკაცს ზეციური წარმოშობა აქვს, ქალს - მიწიერი. კაცი არის ზეცა, სული, ვერტიკალი, წესრიგი; ქალი არის მიწა, მატერია, ჰორიზონტალი, ქაოსი. მატერიის ორგანიზება ხდება სულის, აზრის საშუალებით, ქაოსის - წესრიგით. როცა მატერია და სული, ქაოსი და წესრიგი ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება სიცოცხლე. ქალი ენერგიასა და დედობის ძალას დედამიწიდან იღებს, მამაკაცი კი - ჰაერიდან. როცა ქალი იცმევს გრძელ, გუმბათისებური ფორმის კაბას, ასეთი სამოსი მას ეხმარება მიწისგან ენერგიის მიღებაში. ზოგადად ქალი კაბისა თუ ქვედაბოლოს ჩაცმის შემთხვევაში არა მხოლოდ გამოიყურება უფრო ქალურად, არამედ თავსაც უფრო მეტად გრძნობს "ქალად" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუცნობიერებლად იწყება მიწისგან მიღებული ენერგიის მოზღვავებას. კაბა თუ შარვალი? როცა ქალი შარვალს იცმევს, ამით წყვეტს დედამიწასთან ენერგეტიკულ კავშირს, ავიწროებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს, აფერხებს სისხლისა და ენერგიის მოძრაობას და რჩება წმინდა ენერგიისგან დაცლილი. შესაბამისად, ვეღარც გასცემს ენერგიას. არადა ქალის მიერ გადაცემული ენერგია მამაკაცს განსაკუთრებით ეხმარება: ხდის მას უფრო გაწონასწორებულს, სტაბილურს, მშვიდს, მიმართავს მის ქმედებებს შექმნისკენ. აგრესიული, უხეში მამაკაცები არიან სწორედ ისინი, რომლებსაც აკლიათ ქალის სიყვარული, მისი ნაზი, მოალერსე ენერგია. შარვლის ჩაცმის დროს, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ირღვევა ენერგიის ცვლის პროცესი, ქალის საკუთარ სულს კვებავს და აძლიერებს მამაკაცისებურად და კაცზეც მამაკაცურად ურთიერთმოქმედებს. ფიზიკურ პლანში კი ეს ყველაფერი გამოიხატება ტკივილში, ჩხუბში და სკანდალებში. თუ ქალი გრძელ კაბას ატარებს, ეს გავლენას ახდენს ქალის მიერ საკუთარი თავის აღქმაზეც - თავის თავს უფრო ქალურად აღიქვამს - და მამაკაცის მიერ ქალის აღქმაზეც. ამით უმჯობესდება და უფრო ჰარმონიული ხდება ურთიერთობები. ცნობილია შემთხვევები, როცა ქალის მიერ შარვლის ტარებაზე უარის თქმა და კაბაზე გადასვლა, დიდი ხნის მანძილზე უნაყოფობის დიაგნოზდასმულ ქალებს დაორსულებაში დაეხმარა. შარვალს კიდევ ერთი ძალიან დიდი უარყოფითი მხარე აქვს: ისინი ავიწროებს ქალის ორგანიზმის იმ უმნშვნელოვანეს ორგანოებს, რომლებიც გამრავლებისთვის არის აუცილებელი. ამას შედეგად მოსდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შარდმდენი სისტემის პრობლემები. ფსიქოლოგია მრავალი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ქალები, რომლებიც მაქსი-კაბას/ქვედაბოლოს ატარებენ, მეტად იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. ეს ქალები უფრო წარმატებულები არიან სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, მეტად გაწონასწორებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. აღმოჩნდა, რომ როცა მამაკაცი შარვალში ჩაცმულ ქალს ხედავს, ქვეცნობიერად მასა და საკუთარ თავს შორის გენდერულ თანასწორობას ამყარებს. შედაგედ გაცილებით ნაკლებად უნდება მასზე ზრუნვა, საჩუქრების ჩუქება, პირიქით, ინსტინქტურად ხედავს მასში მოწინააღმდეგეს, მაგალითად, კარიერულ სფეროში. 24249 14-ს მოსწონს 2-ს არა
|