x
image
natia.a
როგორ "მოვარჯულოთ" ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - 5 გამოცდილი მეთოდი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი მაინც რომ არ ჰქონდეს ისეთი, რომელშიც მოხერხებული მხოლოდ ჯდომაა. როცა მაღაზიაში ისნჯავთ, გგონიათ, რომ ძალიან ლამაზი და კომფორტულია. მაგრამ სახლში მოტანისას ხვდებით, რომ ქუჩაში ამ ფეხსაცმლით სიარული ნამდვლი ტანჯვა იქნება.


ასე რომ, თუ თქვენ ისეთი ფეხსაცმელი შეიძინეთ, რომელიც გიჭერთ, კანს გიხეხავთ და საშინელ დისკომფორტს გიქმნით, გაითვალისწინეთ ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები. ისინი დაგეხმარებათ მარტივად გაწელოთ და ფეხზე მოირგოთ უხერხული ფეხსაცმელი.


1. ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი დაასველეთ სპირტით, ჩაიცვით და ატარეთ 2 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება კარგია ნებისმიერ ახლადშეძენილ ფეხსაცმელზე (თუნდაც ზუსტად თქვენი ზომა იყოს), რათა დაარბილოთ იგი და უკეთ მოირგოთ ფეხზე.

image


2. თუ ფეხსაცმელი პატარა მოგივიდათ, ფენისა და თბილი წინდების დახმარებითაც ეფექტურად შეგიძლიათ მისი გაწელვა. ამისათვის ჩაიცვით შალის წინდებიან ფეხზე ფეხსაცმელი, მიუშვირეთ რამდენიმე წუთის მანძილზე ფენიდან გამომავალი ცხელი ჰაერი. სულ ესაა.

image

3. ტყავის ან დერმატინის ფეხსაცმელი, რომელიც დიდი ხანია არ ჩაგიცვამთ, გაპოხეთ აუსალათინის ზეთით, შემდეგ კი კარგად გაწმინდეთ.

image

4. ფეხსაცმელს შიდა მხარეს წაუსვით პარაფინი (ჩვეულებრივი სანთელი) და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გაწმინდეთ და მოაშორეთ პარაფინის ნარჩენები. ეს ხერხი დაგეხმარებათ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოთ ფეხსაცმლისგან მიყენებული "მაზოლები".

image

5. ყველაზე ძველი მეთოდი: რაც შეიძლება მჭიდროდ გამოავსეთ ფეხსაცმელი სველი ქაღალდით და დატოვეთ სანამ სრულად არ გაშრება. არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ სითბოს წყაროსთან, შრობა უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურაზე.

image


1
33453
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
33453
  
2015, 21 ოქტომბერი, 14:54
გავაზიარე
0 1 1