x
image
natia.a
6 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ
ნებისმეირ ქალს სურს მოდურად და მოხდენილად გამოიყურებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოდის ტენდენციები ხშირად არ ითვალისწინებს ადამიანის სიმაღლისა და ფიგურის თავისებურებებს. თუ ერთის შემთხვევაში მოდური სამოსი შესანიშნავად გამოიყურება, მეორეს ისინი შეიძლება სულაც არ უხდებოდეს და, უფრო მეტიც, ამახინჯებდეს.


ქვემოთ შევეცდებით გაჩვენოთ, როგორ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ამგვარ უსიამოვნებებს. გთავაზობთ ექვს ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ ვიზუალურად უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ.


1. სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი და აქსესუარი
image
ყველაზე მარტივი ხერხი იმისათვის, რომ არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფაქტიურადაც უფრო მაღალი გამოჩნდეთ, არის ქუსლიანი ფეხსაცმელი. მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს: კრემისფერი ან ნებისმიერი ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი თქვენს ფეხს უფრო გრძელს გამოაჩენს. შავი ფეხსაცმელი კი, განსაკუთრებით მაღალი თასმებით, პირიქით, ფეხს ვიზუალურად დაამოკლებს.


ასევე, უმჯობესია არ გამოიყენოთ სამკაულები, რომლებიც ფიგურას ჰორიზონტალურად "ჭრის", მაგალითად დღეისთვის საკმაოდ მოდური ე.წ. "ჩოკერი", რომელიც კისერს გაცილებით "ასქელებს".


2. ფრთხილად იყავით ზოლიანი პრონტების გამოყენებისას



image

სურათზე მოცემული მაგალითიდან ჩანს, რომ დღეისთვის ძალზე აქტუალური და მოდური ზოლიანი პრინტების გამოყენებისას აუცილებელია კარგად დაფიქრება. ჰორიზონტალური ზოლები ფიგურას უფრო სქელს აჩენს, ხოლო პრინტისა და მოკლე ქვედაბოლოს წარუმატებელი შეხამება ვიზუალურად ორიოდე სანტიმეტრით უფრო დაბალს გამოგაჩენთ. ზოლიანი ზედასი და ერთი ფერის მიდი ქვედაბოლოს შეხამება პირიქით, სილუეტს გამოკვეთს.

3. შეარჩიეთ ჯინსები და ჩანთები თქვენი სიმაღლის გათვალისწინებით


image

დამოკლებულმა ჯინსებმა, თუ მათ შედარებით დაბალი გოგო იცვამს, შეიძლება ვიზუალურად უფრო მეტად შეამციროს მისი სიმაღლე. ამიტომ, ამგვარ ჯინსებს შეურჩიეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მოკლე ტოპი (კროპ-ტოპი). მაღალ წელზე ჯინსები კი დაგეხმარებათ სიმაღლის კორექტირებაში და ვიზუალურად უფრო გამაღლებაში. ფიგურის გამოკვეთაში დაგეხმარებათ ასევე ვერტიკალურ ხაზებზე გაკეთებული აქცენტები - მაგალითად, ლამპასები ფეხებს უფრო დააგრძელებს.

ასევე მნიშვნელოვანია ჩანთის ზომაც. მინიატურული გოგონებისთვის საუკეთესო არჩევანია პატარა ჩანთა, არაუმეტეს 25 სმ-ის სიგანის. დღეისთვის მოდური ჩანთა-შოპერი ვიზუალურად უფრო გადამძიმებთ.


4. სცადეთ პალაცო შარვალი


image

ე.წ. პალაცო შარვალი შესანიშნავი საშუალებაა დაფაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან პლატფორმა და ამავდროულად ფეხებიც გაცილებით გრძელი გამოჩნდეს, ფიგურაც გამაღლდეს. აირჩიეთ მშვიდი, ერთი ფერის მოდელები. შეხამება, რომელიც რამდენიმე სეზონის მანძილზე არ გადადის მოდიდან არის დამოკლებული ტოპი და მაღალწელიანი შარვალი. ეს ხერხი შესანიშნავად ინარჩუნებს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების პროპორციას და აგრძელებს ფეხებს. თუ ზედა სამოსად სვიტერი ან ბლუზი აირჩიეთ, ვიწრო ქამრით შეიკარით წელზე ან ჩაიტანეთ შარვალში, როგორც ნაჩვენებია სურათზე.


5. უარი არ თქვათ ე.წ. ფანქარი-ქვედაბოლოებზე


image

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ე.წ. ფანქარი-ქვედაბოლო. იგი უფრო გამხდარს და მაღალს გამოგაჩენთ. თუ არ გაქვთ მოკლე ტოპი, გამოგადგებათ ყველა დროის ე.წ. "must have " - თეთრი პერანგი. ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა ჩაიტანოთ: ასე უფრო გამხდარი და მაღალი გამოჩნდებით.

6. სწორად ატარეთ ე.წ. კაბა-პერანგები


image

კაბა-პერანგს საკმაოდ საინტერესო ჭრა აქვს და მიდის პრაქტიკულად ყველა ტიპის ფიგურაზე. მაგრამ დაბალ გოგონებზე ასეთი კაბა შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, თითქოს უფრო მაღალი ადამიანისთვის იყოს შეკერილი. მან შეიძლება ფიგურა უფრო გაზარდოს წელის არეში. თუმცა ამის გამოსწორება ადვილია - საჭიროა მხოლოდ ქამრის გამოყენება და სახელოების აკეცვა. მინიატურული გოგონებისთვის სახელოს იდეალური სიგრძე არის 3/4. ასევე, უმჯობესია, თუ ერთი ფერის სამოსს აირჩევთ.


0
14363
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
14363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0