x
image
natia.a
როგორ ვაჯობოთ ეშმაკობაში გამყიდველს - 4 რჩევა იმისთვის, რომ კონსულტანტმა არ მოგვატყუოს
image
წარმოიდგინეთ სიტუაცია: შეხვედით ტანსაცმლის მაღაზიაში საცურაო კოსტიუმის შესათვალიერებლად (მხოლოდ შესათვალიერებლად!!!) და მოულოდნელად შეიძინეთ როგორც საცურაო კოსტიუმი, ასევე სარაფანი და შესაფერისი ფერის ქუდიც. ან კიდევ აპირებდით სალონში თმის შეჭრას, მაგრამ, თქვენთვისავე მოულოდნელად, არც კი იცით რატომ, დათანხმდით ასევე თმის ნიღბისა და ლამინირების გაკეთებაზე და შეღებვაზე. შედეგი: დახარჯეთ გაცილებით მეტი, ვიდრე გათვალისწინებული გქონდათ. რა მოხდა? ძალიან მარტივი რამ: თქვენ გახდით მსხვერპლი გამყიდველისა, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ემოციური ზემოქმედების ტექნიკას.

1. ისინი თავს გვესხმიან სისუსტის გამოვლენის მომენტში

მაგალითად, როგორც იქნა გადაწყვიტეთ კოსმეტოლოგთან მისვლა სახის პროფესიული მოვლის სეანსზე. სიამოვნებისგან თითქმის ჩაგეძინათ მასაჟის დროს, თავს გრძნობთ გაახალგაზრდავებულად და შესანიშნავად. და ამ დროს კოსმეტოლოგი გთავაზობთ შეიძინოთ რაღაც ქილა "სასწაულმოქმედი" საშუალებით, რომელიც თითქოს დაგეხმარებათ იმიჯის შეცვლაში და თან ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.

ან კიდევ ასეთი სიტუაცია: თქვენ მიდიხართ სალაროსთან ფეხსაცმლის ფულის გადასახდელად, იქ კი გთავაზობენ ასევე შეიძინოთ სპეციალური საშუალება, რომელიც ფეხსაცმელს წვიმიან ამინდში დაიცავს. ან იქნებ ტურისტულ სააგენტოში ირჩევთ ადგილს საზაფხულო დასვენებისთვის და ამ დროს გთავაზობენ "სულ ცოტა თანხის დამატების" შემთხვევაში გაცილებით კომფორტულ სასტუმროში მოხვედრას.

მთავარი აზრი იმაშია, რომ თქვენ უკვე ხელში გიჭირავთ საფულე, მზად ხართ გადაიხადოთ ფული და სწორედ ამ დროს გთავაზობენ კიდევ რაღაცის შეძენას. თქვენ ფიქრობთ: "კიდევ ცოტას დამატება არაფერია". მაგრამ "კიდევ ცოტა" მსგავს სიტუაციებში ნიშნავს "საკმაოდ ბევრს". და, რა უფრო მნიშვნელოვანია, ხშირად აღმოჩნდება, რომ ეს დამატებითი შენაძენები სულაც არ ყოფილა აუცილებელი.


image

როგორ უნდა მოვიქცეთ


თუ თქვენ კარგად იცნობთ საკუთარ თავს და იცით, რომ დამატებითი შენაძეის გაკეთებაზე თქვენი დაყოლიება ადვილია, მორალურად მოემზადეთ მაღაზიაში შესვლისთვის. წინასწარ მკაცრად გადაწყვიტეთ რისი შეძენა და რამდენის დახარჯვა გსურთ. სარკის წინ გაიმეორეთ ფრაზა, რომელსაც იტყვით იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი სხვა საქონლის შემოთავაზებას დაგიწყებთ: "გმადლობთ, სხვა დროს იყოს", "დღეს არა", "მოვიფიქრებ და დავბრუნდები". ილაპარაკეთ ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ - ჩვეულებრივ ეს საკმარისია ხოლმე. და არ მოექცეთ პირფერობის გავლენის ქვეშ: "ეს კაბა ისე ლამაზად გამოკვეთს თქვენს ფიგურას!", ან "10 წლით გაგაახალგაზრდავათ!" პასუხად მიუგეთ, რომ მოიფიქრებთ და დაბრუნდებით. და წადით, რათა მაღაზიის გარეთ კარგად დაფიქრდეთ.

2. ისინი გვაშინებენ იმით, რომ ვერ მოვასწრებთ ვიყიდოთ მოცემული საქონელი ხელსაყრელ ფასად

ზოგიერთ ინტერნეტ-მაღაზიების საიტებზე არის წამზომიანი საათები, რომელბიც გვახსენებენ, რომ სეილის ბოლომდე ცოტა დრო დარჩა. ან კიდევ გამყიდველი უარს ამბობს "გადაგინახოთ" სასურველი ნივთი ორიოდე საათით, რადგან "მასზე დიდი მოთხოვნილებაა". ან ამბობთ, რომ მოიფიქრებთ, გამყიდველი კი გპასუხობთ, რომ ორშაბათიდან ფასი 10%-ით გაიზრდება, თქვენ კი მაშინვე იწყებთ ღელვას. ამგვარად, გამყიდველები გვიქმნიან შთაბეჭდილებას, რომ შეთვალიერებული საქონელი სასწრაფოდ უნდა შევიძინოთ! ხოლო როცა შიში ან მღელვარება ერთვება საქმეში, ტვინს აღარ შეუძლია პროცესის ადეკვატურად შეფასება.


image

როგორ უნდა მოვიქცეთ

ორგანიზმს სჭირდება მინიმუმ 20 წუთი, რათა გამოვიდეს პანიკის ან ძლიერი მღელვარების შემოტევიდან. ესე იგი, საუკეთესო ვარიანტია, უბრალოდ გავიდეთ მაღაზიიდან და დავწყნარდეთ. როგორც წესი, ადამიანებს ძლიერი სტრესის დადგომიდან უკვე ერთი-ორი საათის შემდეგ თავად უკვირთ, რატომ აღელდნენ ასე სრულიად უმნიშვნელო რამის გამო. გაისეირნეთ, ყავა მიირთვით, გაერთეთ და თუ საათნახევრის შემდეგ ისევ გექნებათ სურვილი შენაძენის გაკეთების, დაბრუნდით მაღაზიაში. გაარკვიეთ ასევე შეიძლება თუ არა შენაძენის გადაცვლა ან დაბრუნება.

თუ ნაყიდი საქონლის დაბრუნება არ შეიძლება, უმჯობესია გადაწყვეტილების მიღება მომავალი დღისთვის გადადოთ. ან იქნებ რეალური საფუძველი გაქვთ იმის ფიქრისა, რომ საქონელი გაძვირდება ან გაიყიდება? მაშინ გადაიღეთ ფოტო, გაუგზავნეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს და რჩევა ჰკითხეთ. იმპულსური შენაძენის მთავარი წესია - მაქსიმალურად გაზარდოთ დრო იმპულსის წარმოშობასა და თანხის გადახდას შორის.


3. ისინი ექსპერტებივით გველაპარაკებიან




გსურთ ბანკში დეპოზიტის გახსნა, ყავის მადუღარას შეძენა ან გაფუჭებული პლანშეტის სარემონტოდ ჩაბარება. დახმარებისთვის მიმართავთ მაღაზიის, ბანკისა თუ სარემონტო სახელოსნოს თანამშრომელს და ვერ იგებთ მისი კომენტარებიდან ვერც ერთ სიტყვას, იმდენაც რთულ ტერმინებს "ისვრის" ან ისე სწრაფად ლაპარაკობს. ამის გამო იბნევით, გრცხვენიათ შეკითხვების დასმის და ექცევით კონსულტანტის ზეგავლენის ქვეშ. მას კი უკვე შეუძლია რაც სურს ის შთაგაგონოთ.


image

როგორ უნდა მოვიქცეთ

წინასწარ მოემზადეთ მაღაზიაში წასვლისთვის. წაიკითხეთ ინტერნეტში მომხმარებლების შეფასებები და ექსპერტების რჩევები. კონსულტანტთან საუბრისას არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა ან უფრო გასაგებად საუბრის თხოვნა. თუ ამ შემთხვევაშიც გირთულდებათ დეტალების გარკვევა, საყიდლად წასვლისას თან წაიყვანეთ მეგობარი, რომელიც ერკვევა საკითხში და შეძლებს სწორი შეკითხვების დასმას.

4. თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჩვენი მეგობრები არიან

გამყიდველმა შეიძლება შექმნას თქვენთან სიახლოვის ილუზია: შეიძლება მოგიყვეთ საკუთარი ცხოვრების შესახებ, მაგალითად, "მშობიარობის შემდეგ რომ მოვიმატე...." და ა.შ. ამგვარი "გულითადი" საუბრის შემდეგ, რაღაც უხერხულია შენაძენის გარეშე რომ წახვიდეთ, არა? აი, სწორედ ამაზეა გათვლილი გამყიდველის ასეთი "გულითადი" საუბრები.


image

როგორ უნდა მოვიქცეთ


გამიჯნეთ თქვენში გამყიდველის მიერ გამოწვეული ემოციები პოტენციური შენაძენის მიერ გამოწვეული ემოციებისგან. კონსულტანტი გოგონა შეიძლება ძალიან საყვარელი იყოს, ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტმა ბიჭმა კი შეიძლება ისე მოგაჩვენოთ თავი, თითქოს აღფრთოვანებულია პირადად თქვენით, უფრო მეტიც, ფლირტიც შეიძლება გაგიბათ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოვალე ხართ შეიძინოთ, მაგალითად კრემი, რომელიც კოლოსალური თანხა ღირს.
ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ გამყიდველი არ არის თქვენი მეგობარი და მას სრულიად გარკვეული კომერციული ინტერესი გააჩნია. შეგიძლიათ იყოთ მეგობრული, მაგრამ კონცენტრირება მოახდინეთ შენაძენზე.





1
5930
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5930
  
2016, 18 მაისი, 13:12
გ-გ
0 1 1