x
image
natia.a
ჩაცმის ახალი ტრენდები, რომლებიც წლების წინ უგემოვნობად ითვლებოდა

სულ რამდენიმე წლის წინ ღიმილს ვერ იკავებდით, როცა რომელიმე ქალს თუ გოგოს წინდებზე ჩაცმულ "ბასანოჩკებს", წელამდე ატანილ ჯინსის შარვალს ან თუნდაც გრძელ, საზაფხულო კაბასთან მორგებულ კედებს დაუნახავდით, არა? მაგრამ აი, დადგა დროს თავად ჩაიცვათ ის, რაზეც ოდესღაც გეღიმებოდათ და ჩაიცვათ ერთადერთი მიზეზის გამო...რომ იყოთ მოდურნი! წარმოგიდგენთ რამდენიმე ტრენდს, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ უგემოვნობის პიკად ითვლებოდა, დღეს კი ნამდვილ ტრენდებად იქცა.


1. სანდლები და წინდები
image


რამდენიმე ხნის წინ ჯერ კიდევ თითქმის აქსიომად ქცეულ წესს ვემორჩინებოდით: ღია ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე უნდა ჩავიცვათ, დახურული კი - კოლგოტკებზე! აი მას კი, ვინც გაბედავდა და წინდაზე სანდლებს ჩაიცვამდა, უხვად ვაჯილდოებდით ღიმილით.
დღეს კი სწორედ მათთვის დადგა დღესასწაული: სანდლებს ატარებენ გეტრებზე, დახურულს აჟურულ წინდებზე, ყელიან ფეხსაცმელებს - ათასგვარი ფერისა თუ ორნამენტის დაბალ თუ მაღალყელიან წინდებზე, ხოლო ჩექმიდან კი ცდილობენ რაც შეიძლება შესამჩნევად "ჰქონდეთ თავი ამოყოფილი" გეტრებს.


2. "ბოიფრენდის" ტანსაცმელი

image
დიახ, მეგობარი მამაკაცის პერანგის ნაუცბათევ მოცმაში ან მისი ჯინსების მორგებაში ყოველთვის იყო რაღაც სექსუალური, მაგრამ ამ ტანსაცმლით მაქსიმუმ აივანზე თუ გახვიდოდით. ახლა კი, მას შემდეგ რაც ოვერსაიზი მოდაში შემოვიდა, ბოიფრენდის ჯინსები ნამდვილ ტრენდად იქცა. ასე რომ, მიხედეთ თქვენ გარდერობს, მამაკაცებო, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი, თქვენი გარდერობიდან, შეიძლება ჩაიცვას თქვენმა ქალბატონმა...


3. ბოტასები, კედები ან "ბათინკები" კაბასთან
image
ბოსატები და კედები თხელ, მსუბუქ საზაფხულო კაბაზე, მკაცრ პიჯაკზე ან ნებისმიერ სხვა რამზე. მთავარია შეარჩიოთ ფერები და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტირების. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ტრენდია, რადგან წვეულებაზე წასვლისას, რომელიც შეიძლება მთელ ღამეს გაგრძელდეს, აღარ ვართ იძულებული გრძელ კაბაზე ჩაცმული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიტანჯოთ.


4. რეზინის ბოტები
image
ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ფეხსაცმლის წარმოებას მსოფლიოში ცნობილი თითქმის ყველა ბრენდი დაიწყებდა. ადრე მას მხოლოდ ტყეში, სათევზაოდ ან წვიმიან ამინდსა და თოვლში სასიარულოდ იყენებდნენ. ახლა კი რეზინის ბოტებს ზაფხულში, პაპანაქება სიცხეშიც კი იცმევენ და თავს იტანჯავენ მხოლოდ იმის გამო, რომ ...ისევ და ისევ მოდურად გამოიყურებოდნენ.


5. "ლიპა"
image
ჯერ კიდევ ჩვენი მშობლების თაობში ე.წ. "ლიპა" და მაღლა აწეული მხრები სტილის აუცილებელ ელემენტად ითვლებოდა. თუ ტანსაცმელს თავად არ ჰქონდა მხრები აწეული ჩვენი დედიკოები და ბებიები ერთგვარ მისაკრავ "ლიპას" იყენებდნენ. ჩვენ კი გვეღიმებოდა... მაგრამ აი, ისევ მოდაში შემოვიდა...


6. ე.წ. ბირკენშტოკები
image
ეს დაახლოებით იმ "ჩუსტებს" ჰგავს, ბებოს ან უფრო, ბაბუს რომ ეცვა ხოლმე სოფლად და ბოსტანში გადასასვლელად რამდენიმე წუთით რომ ამოვიცმევდით ხოლმე. აბა ქუჩაში ამით როგორ გავიდოდით?! არადა თურმე ვცდებოდით, გავიზარდეთ და აი, ბირკენშტოკები უკვე ტრენდი გახდა!


7. სხვადასხვა ფერის თმა
image
გოგონა ცისფერი თმით ან მალვინა უნდა ყოფილიყო, ან პროტესტანტი. მწვანე ან ვარდისფერ კულულებზე ხომ აღარაფერია სათქმელი. ახლა კი ეს ყველაფერი ახალი ტრენდია. ნეონის ფერის თმით ქუჩაში სიარული სულაც აღარ ერიდებათ, უფრო მეტიც, წითელ ხალიჩაზეც კი ჩნდებიან. და რაც უფრო არაბუნებრივია ფერი, მით უფრო მოდურია.


8. მრავალფეროვნება
image

ჩვენი დედები და ბებიები ყველანაირად ცდილობდნენ ერთ ფერში თუ არა ერთ ტონალობაში მაინც შეერჩიათ ფეხსაცმელი და ჩანთა, ან კიდევ შარფი და ფრჩხილის ლაქი და ა.შ. ე.წ. სამი ფერის წესის უგულვებელყოფა უგემოვნობად ითვლებოდა. ახლა კი ფერები და ტონალობები სრულიად არეულია და რაც მეტი მით უკეთესი... ექსპერიმენტირება და შეუხამებლის შეხამება - აი რა არის მოდაში.







4
1482
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1482
  
2015, 2 ივლისი, 19:42
მოდა ისაა რაც გიხდება

შანელმა თქვა ვინც მოდას მისდევს ე.ი საკუთარი გემოვნება არ ჰქონიაო :)

მე ასე არ ჩავიცმევ
2015, 2 ივლისი, 15:39
გმადლოობ :)
2015, 2 ივლისი, 15:38
დაბრუნებას გილოცავ.... გავაზიარე
2015, 2 ივლისი, 15:18
მირჩევნია მოდას არ ავყვე და სასაცილოდ არ გამოვიყურებოდე.
0 1 4