x
image
natia.a
ქალის 10 უხერხული სამოსი, რომელიც მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ

image




მამაკაცების უმრავლესობა ქალის ამ ათ სამოსსა თუ აქსესუარს განსაკუთრებით სექსუალურად მიიჩნევს, თუმცა ქალბატონებისთვის მათი ტარება არც თუ ისე სასიამოვნოა და უხერხულობასთან და ტანჯვასთანაც კი ასოცირდება.


1. სანდლები ე.წ. "შპილკა" ქუსლებზე
image

ბევრი დამეთანხმება, რომ მაღალ "შპილკებზე" შედგომა საშინლად უხერხული და მტანჯველია. ძველ ჩინეთში ამგვარი"სილამაზის" გამო გოგონებს ტერფებსაც კი უმსხვრევდნენ. თანამედროვე დიზაინერებმა კი ვიწრო თასმითა და ძალიან მაღალი, წვრილი ქუსლით სანდლები ყველაზე უხერხულ ფესაცმლად აქციეს. ამგვარ ფეხსაცმელში ტერფი გამუდმებით ქვემოთ ცურავს და თითები მუდმივად დაძაბული უნდა გქონდეს, რათა მიწას არ შეეხოს. ამას გარდა მაღალი პლატფორმა გოგონებს ისეთი "საჩუქრებით" ანებივრებს, როგორიცაა კოჭის მოტეხილობა, დაჭიმულობა, ვენების დაავადება. და რა უნდა იყოს ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში სექსუალური?

2. ძალიან ღრმა დეკოლტე
image

ყველა მამაკაცის ოცნება... თუმცა პატარა მკერდის მქონე გოგონებს აქ მხოლოდ ე.წ. push up ბიუსტჰალტერი შველით, რომელიც საშინლად აწვება გულ-მკერდზე. ეს არასასიამოვნოცაა და შინაგან ორგანოებსაც აზიანებს. ხოლო მოზრდილი მკერდის მქონე ქალბატონები იძულებული არიან გამუდმებით ყურადღებით იყვნენ და თვალყური ადვნონ, რათა ღრმა დეკოლტედან ყველაზე უხერხულ დროს ზედმეტი არაფერი გამოჩნდეს.

3. გრძელი საყურეები
image

გრძელი საყურეები ლამაზად უსვამს ხაზს დახვეწილ კისერს მაგრამ ეს "სილამაზე" ხშირად თმაში იხლართება და ყურის ბიბილოსაც მტკივნეულად ქაჩავს.

4. სტრინგი
image

ამგვარი უხერხული საცვლები მამაკაცებმა სულ ცოტა ხნით თავად რომ მოირგონ, ალბათ აღარასოდეს იტყვიან, რომ სექსუალურია და მით უმეტეს, არ მოსთხოვენს ქალს მის ჩაცმას.

5. კოსრეტი
image

რამდენიმე წლის წინ კორსეტების მოდაში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ, საბდნიეროდ, ფემინისტების წყალობით, ეს არ მოხდა. ეს ხომ ნამდვლი "წამების იარაღია", რომელიც ნორმალურად არც ჯდომის და არც სუნთქვის საშუალებას არ იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძირს დახრაზე და უბრალოდ თასმების შეკვრაზე.

6. მინი ქვედაბოლო
image

ვიწრო მინი ქვედაბოლო გამუდმებით ზემოთ იწევს და სულ ქვემოთ უნდა ქაჩო. განიერი ქვედა ბოლოს წყალობით კი ქარის ოდნავი დაბერვა და მერლინ მონროდ შეიძლება იქცე. მანქანაში ჩაჯდომა ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...

7. "ფანქარი" ქვედაბოლო
image
იდეალური სამოსი გამხდარი ქალბატონებისთვის. ოდნავი ზედმეტი კილოგრამების შემთხვევაში კი ქალი მთელი დღე იძულებულია დაჭიმული მუცლით იაროს. ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან არაპრაქტიკულიც. ამგვარ სამოსში სიარული ძნელია, ჯდომა -უხერხული, ჭამა კი საერთოდ არ შეიძლება.

8. ნეილონის წინდები
image

მშვენიერი გადაწყვეტილებაა, როცა საყვარელი მამაკაცისთვის ლამაზად და სექსუალურად გახდას აპირებთ. მაგრამ მთელი დღე მისი ტარება ნამდვილი კოშმარია: წინდები ძალიან ხშირად "იჩაჩება" ქვემოთ, არადა ხალხში ყოფნისას შესწორება ხომ წარმოუდგენელია.

9. კაბა ღია ზურგით
image

ამგვარი კაბა ძალიან კომფორტულია გამხდარი გოგონებისთვის. მაგრამ არა სხვებისთვის, რადგან ოდნავი მოდუნებაც და ყველა ნაკლი სახეზეა.

10. გიპიურის საცვლები
image

ბევრს ალბათ გაუკვირდა, რა უნდა იყოს ამაში არაკომფორტულიო, მთავარია ზომა იყოს სწორად შერჩეული. კომფორტული და არა სინთეტიკისგან შექმნილი გიპიურის საცვლები ჯერ ერთი ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მეორეც ძალიან ნაზად უნდა გაირეცხოს. ამას გარდა, გიპიური ხშირად ქავილსაც იწვევს. თუმცა სექსუალური კი ნადვილად არის...





3
6764
16-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6764
  
2018, 21 ივლისი, 12:33
10. ყველას ჯობია
2015, 15 ოქტომბერი, 17:59
ჰოოო ყველაფერი თურმე კაცის ბრალი ყოფილა და თურმე კაცი აიძულებს ქალს უხერხულად და არაკომფორტულად იგრძნოს თავი :D სასაცილოა და ძალიან გადამეტებული სტერეოტიპია ჩემი აზრით. პ.ს. კაცი გამოკითხული იყო საერთოდ რას თვლის სექსუალურად?
2015, 15 ოქტომბერი, 15:45
იიიფფ რა ლამაზი გიპიურის საცვლებიააა... გრძელი საყურეები ჩემი სისუსტეა და სამწუხაროდ ხშირად ვერ ვხმარობ ძალიან თეთრი ყვავივით ვჩანვარ ხოლმე ))))) აი ბუტილკა" ანუ "ფანქარი" ქვედაბოლო მიმაჩნია ყველაზე სერიოზულ სადა ჩასაცმელად სექსუალურის რა მოგახსენოთ
0 1 3