x
image
natia.a
ქალის 10 მოდური ტანსაცმელი, რომელსაც მამაკაცები ვერ იტანენ

ვისთვის იმოსებიან ქალები? შეკითხვა ალბათ სამუდამოდ რიტორიკული დარჩება, ისევე, როგორც „ვინ ააგო სინამდვილეში პირამიდები?“ ან „სად დაიკარგა სფინქსის ცხვირი?“. ამ შეკითხვაზე სულ სამი პსუხი არსებობს: მამაკაცებისთვის, კონკურენტების "დასაჩრდილად" ან საკუთარი თავისთვის.


მაგრამ ვისთვისაც არ უნდა ვიმოსებოდეთ, ფაქტი ერთია: მამაკაცები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ჩვენს გარეგნობაზე და მათ შორის იმაზე, რა გვაცვია. ამ სტატიაში შევეცდებით გამოვყოთ ქალის ის ტანსაცმელი, რომელიც მამაკაცებს ყველაზე ნაკლებად მოსწონთ ან, უფრო უარესი, აღიზიანებთ.


გრძელი ქვედაბოლო

image

უკვე რამდენიმე სეზონია გრძელი ქვედაბოლო მოდიდან არ გადადის. ორიოდე წლის წინ მოდაში იყო აბრეშუმის მწვანე და იასამნისფერი მოდელები, დღეს კი აქტუალურია ტრიკოტაჟისა და ბამბის, ნაცრისფერი და შავი ასიმეტრიული ქვედაბოლოები.
ბევრ ქალს მიაჩნია, რომ ამგვარი ტანსაცმელი ქალურ და მორიდებულ იერს სძენს, თუმცა მამაკაცები, როგორც ჩანს, ამგვარი სამოსის აზრს ვერ ხვდებიან.


ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ ესმით, რა საჭიროა ზაფხულში ფეხების დამალვა და სიცხისგან გახუთვა, ზამთარში კი ასეთი გრძელი კაბით ქუჩის ტალახის წმენდა. ამას გარდა, ბევრს მიაჩნია, რომ ამგვარი ქვედაბოლოები სრულიად ფარავს და ამახინჯებს ფიგურას.


„ოვერსაიზი“ ტანსაცმელი

image

ოვერსაიზი გასული და წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდია. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად იმოსებიან მამაკაცური სტილის სვიტერებით, ტომარისებრი პალტოებითა და კაბებით, ანუ დიზინერების მიერ გამიზნულად შექმნილი დიდი ზომის სამოსით, რაც, მათი აზრით, ხაზს უსვამს სისუსტესა და ქალურობას.


არადა მამაკაცების უმრავლესობას ამგვარი ტანსაცმელი სულაც არ მოსწონს. ისინი სულაც არ ფიქრობენ, რომ ეს ტრენდი ხაზს უსვამს ქალურობას და სისუტეს, სამაგიეროდ, თვლიან, რომ ამგვარ სამოსში ქალები საბჭოთა ფილმებში არსებულ უდედმამო გმირებს ემსგავსებიან, რომლებიც კი არ მოგწონს, უბრალოდ გეცოდება
და სურვილი გიჩნდება რაღაცით დაეხმარო. თუმცა მამაკაცური ტანსაცმლიდან გამონაკლისს წარმოადგენს და კაცებს მოსწონთ ე.წ. ჯინსი-ბოიფრენდები.


თმის ფერად-ფერადი სამაგრები
image
„ინფანტილური“, „ბავშვობაში ჩარჩენილი“, „ალბათ უმცროს დას წაართვა“ - ასეთია ის შეუბრალებელი „დიაგნოზები“, რომელსაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები უსვამენ ვარცხნილობის „დეკორაციის“ მოყვარულ ქალებს.


ლეგინსები

image

მამაკაცებს ლეგინსები, განსაკუთრებით ერთფერი, მხოლოდ სპორტულ ტანისამოსად მიაჩნიათ და ვერაფრით ხვდებან რატომ უნდა ჩაიცვა ისინი სპორტდარბაზის გარეთ. ან კიდევ, 90-იან წლებში, ელასტიკებისა და ცისფერი ჩრდილებით თვალების მოხატვის მოდას ახსენებთ.


ზედმეტად მაღალქუსლიანები

image
ზედმეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ერთი მხრივ ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, მეორე მხრივ კი, ვერც მამაკაცები ხვდებიან რა საჭიროა ასეთი „ტანჯვა“. მათი აზრით, სექსუალურად ამგვარი ფეხსაცმელი მხოლოდ ჟურნალის ფოტოებზე გამოიყურება, რეალობაში კი მათზე შემდგარი გოგოები მოუხერხებელ წიწილებს უფრო ჰგვანან. ამასთან, კაცებს ისიც აღიზიანებთ, როცა გვერდით მომავალი ქალი მხოლოდ იმიტომ დადის ნელა, რომ მაღალი „შპილკებიდან“ არ გადმოვარდეს და ფეხი არ მოიტეხოს.

ქუსლიანი კედები (სნიკერსები)
image

ფრანგი დიზაინერი, იზაბელ მარანტი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პირველმა წარადგინა მაღალქუსლიანი სნიკერსები, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ის ქალების საკულტო და მამაკაცების საძულველი ფეხსაცმელი გახდებოდა. ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აზრით, ამგვარი ფეხსაცმელი ქალის ფეხს აუშნოებს და ჩლიქებს ამსგავსებს. ბევრი თანხმდება, რომ ქუსლიანი კედები ფეხს დახვეწილობას უკარგავს, არადა დახვეწილი ფეხები ხომ მამაკაცის მოსახიბლად იდეალური
იარაღია.


ჯინსის კომბინიზონი
image

წლევანდელი მოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი - ჯინსის კომბინიზონიც ასევე მოხვდა ამ სიაში. მამაკაცებს ეს ან სპეცტანსაცმელს (უმეტესად მშენებლების) ან კიდევ საბავშვო სამოსს აგონებს და თვლიან, რომ ქალი მასში
ასექსუალურია. თუმცა გამჭრიახი გონება აუცილებლად მოიფიქრებს რასთან ერთად შეიძლება ატაროს ეს მოდური სამოსი ისე, რომ 5 წლის ბავშვის ასოციაცია არ გამოიწვიოს.


უგები
image

ამ „დათვის თათებს“ მამაკაცები უბრალოდ ვერ იტანენ! თუმცა ეს ხელს მაინც არ უშლით გოგონებს ზამთარში თავი მოიწონონ უგებით - მით უმეტეს, რომ ისინი ძალიან კომფორტული და თბილია.


შარვალ-კოსტუმი
image

სმოკინგი, განსაკუთრებით პერანგის გარეშე, მამაკაცებს საკმაოდ სექსუალურად მიაჩნიათ, თუმცა ე.წ. „შარვალ-კოსტუმი“ არ მოსწონთ. ხოლო ქალებს, რომლებსაც ამგვარი ტანსაცმელი აცვიათ, კაცურებად და ფემინისტებად მიიჩნევენ.


გლადიატორები

image

ქალი უამრავი თასმისა და შესაკრავის მქონე დაბალძირიანი სანდლებით მამაკაცების თვალში რომაელ ლეგიონერს ემსგავსება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია
ისიც, რომ გლადიატორები ვიზუალურად ადიდებს ტერფს, ხოლო მაღალი თასმები ამოკლებს ფეხს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სიმართლე მართლაც მამაკაცების მხარეს იყოს.


4
5421
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5421
  
2015, 1 ივნისი, 11:06
ყველა კარგია სამოსი მთავარი კი ისაა ვის აცვია იგი ჩემო კარგებო
2015, 29 მაისი, 14:56
გეთანხმებით აბსოლიტურად.... ვერცერთს ვიტან...
2015, 29 მაისი, 12:24
ლეგინსები, სმოკინგი და ე.წ.გლადიატორი კიდევ მოსათმენია, დანარჩენებს დავუმატებდი კიდევ გალიფეს შარვალს, რაღაცა ე.წ. კაბა-შარვალს და ფორთოჩკებიან (დახეულ) ჯინსებს, რაც აბსურდი მგონია. მართალია გემოვნება ინდივიდუალურია, მაგრამ ვისაც ესენი მოსწონს, ერთი მაგათ ტვინებში ჩამახედა :)
2015, 28 მაისი, 2:17
ესენი მამაკაცებს კი არა მეც არ მომწონს :D
0 1 4