x
image
natia.a
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩაცმულობა პროვინციულია - გაითვალისწინეთ!

image
ადამიანი შეიძლება წარმოუდგენლად დიდ ფულს ხარჯავდეს შოპინგში და დედაქალაქშიც ცხოვრობდეს, მაგრამ მაინც პროვინციულად გამოიყურებოდეს. რატომ ხდება ასე? ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩაცმულობას მიუძღვის. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი 10 ნიშანს, რომლებიც ქალის გარდერობის პროვინციულობაზე მუთითებს.

1. დიდი რაოდენობით ოქრო
image

"ბიუჟუტერია - არასერიოზულია და მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის თუ გამოდგება, ვერცხლი კი ზედმეტად "ღარიბულად" გამოიყურება". ამიტომ ტიპიური პროვინციული გარდერობის მფლობელი ყიდულობს დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულებს, მნიშვნელობა არა აქვს ნაკეთობას, ფასს, ფორმას, მთავარია იყოს ოქრო!ოქრო ყველა თითზე, ოქრო ყელზე, ოქრო ყურებზე, ოქრო მაჯაზე... მთავარია არ იფიქრონ, რომ ოქროს საყიდლად ფული არა აქვს!

2. კონსერვატულობა
image

ბოტასები და კაბა? ფუი! სვიტერი გიპიურის ბოლოკაბასთან? კოშმარი! გოგონას, რომელიც პროვინციულად იცვამს, ყველაზე მეტად ეშინია იმის, ვაითუ არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც "საჭიროა"("როგორც ნორმალური ადამიანები", "როგორც მიღებულია", "როგორც დედამ მასწავლა" და ა.შ.).

3. შავი ფეხსაცმელი ყველანაირ ტანსაცმელზე
image

შავი ფეხსაცმელი —ნებისმიერი პროვინციელის გარდერობის აუცილებელი ელემენტია. ცხადია, ამ საბაზისო ფეხსაცმელში თავისთავად არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ პროვინციული გარდერობის განმასხვავებელი დეტალი ის არის, რომ ამგვარ ფეხსაცმელს ყველა ტიპის ჩაცმულობაზე იყენებენ: იქნება ეს თეთრი, საზაფხულო სარაფანი, შორტები და უბრალო მაისური თუ სპორტული ტანსაცმელი. შავი ფეხსაცმელი ხომ ყველაფერს უხდება!


4. სტილური მრავალფეროვნების არარსებობა
image

პროვინციული ჩაცმულობის მქონე ქალბატონების უმრავლესობისთვის არსებობს ორი ძირითადი "სტილი" - "გამოსასვლელი" (სამსახურში) და "თავისუფალი" (სამსახურის გარეთ). ზოგჯერ ეს "სტილები" ირევა რაღაც გაუგებარი ტიპის ჩაცმულობად და წარმოშობს "ოფისში გამართული კორპორატიული წვეულების" ერთგვარ ლუკს, როცა რუხი პიჯაკის ქვეშ გიპიურიან კაბას იცვამენ, ამას უმატებენ "მსუბუქ" მაკიაჟს და თმის ლაკით გაჟღენთილ კულულებს. Casual, ეკლექტიკა, ბოჰო-შიკი — პროვინციული სტილისთვის ეს ყველაფერი უცხო და "უცნაურია".

5. ტრიკოტაჟის "კოფთა"
image

ტოპი, კარდიგანი, როლინგი, სვიტერი, სვიტშოტი, ბლუზა - არა და არა! პროვინციული გარდერობი მხოლოდ "კოფთას" აღიარებს! უცნობი ჩინური მწარმოელის ტრიკოტაჟული პროდუქტის განმასხვავებელი ნიშნებია უხარისხო მასალა, სწრაფი წელვადობა და ფორმის დაკარგვა, თვალშისაცემი უზორები, მაქმანების მსგავსი ჩანართები და სტრაზები. ამგვარ "კოფთას იცვამენ ყველგან - სამსახურიდან დაწყებული წვეულებებით დამთავრებული.

6. "ძვირფასი" საცვლები ყველგან
image

უბრალო ბიუსტჰალტერი რბილი და თხელი ფიალებით? არავითარ შემთხვევაში! რა იცი სად შეგხვდება თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი - შეიძლება ოფისშიც შეგხვდეს, სპორტდარბაზშიც და სურსათის ბაზრობაზეც. ამიტომ პროვინციული ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ელემენტია ყოველთვის სუპერ-აწეული, მორთულ-მოკაზმული (სტრაზებით იქნება, ბუმბულით თუ ხელოვნური ტყავით) საცვლების ტარება. მნიშვნელობა არა აქვს, რომ თხელი ტანსაცმლის ქვეშ მთელი ეს "დეკორაცია" უგემოვნოდ იკვეთება, ხოლო "სექსუალურად აწეული" მკერდი საშინლად აჭერს ნიკაპზე - მთავარი ისაა, რომ ამგვარად შთაბეჭდილებას მოახდენ პრინცზე...და მის ცხენზეც კი!

7. კოლგოტები ზაფხულში
image

კიდევ ერთი პროვინციული ელემენტი - შიში შიშველი ფეხების გამოჩენის, განსაკუთრებით თეთრი ფეხების ზაფხულის დასაწყისში. ამიტომ პროვინციული გარდერობის მნიშვნელოვანი ელემენტია კოლგოტები, რომლებსაც მისი მფლობელი მთელი წლის მანძიზე ატარებს. განსაკუთრებით პოპულარულია ხორცისფერი, "უჩინარი" მაგრამ მბრწყინავი კოლგოტები; ე.წ. ბადეები; "რუჯის ფერი" კოლგოტები. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით "ელეგენტურად" გამოიყურება სხეულის სხვა, გაურუჯავ ნაწილებთან კონტრასტში.

8. ფერებზე ექსპერიმენტირების შიში
image

რთული ფერთა შეხამება და საერთოდ, ფერებით ნებისმიერი თამაში პროვინციალური სტილის მიმდევრებისთვის უცხოა. რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, როცა არსებობს მარტივი და დროში გამოცდილი ფერთა შეხამებები - შავი და თეთრი, შავი და წითელი, შავი და შავი. სულაც არ არის საჭირო თავი აიტკიო იმაზე ფიქრით, როგორ შეუხამო ერთმანეთს იასამნისფერი ტოპი და სალათისფერი შარვალი.

9. აქსესუარების ტარების არცოდნა
image

ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი და გავრცელებული აქსესუარიც კი, როგორიც არის შლაპა, პროვინციული სტილის წარმომადგენლებში გაოცებას იწვევს: "ვინ ან სად ატარებს შლაპას?, "მაჩვენეთ ერთი ასეთი ადამიანი!, " - აცხადებენ ირონიული ღიმილით. სხვა აქსესუარები კი უმეტესწილად ზედმეტობად აღიქმება - რა საჭიროა ის, რასაც კონკრეტული ფუნქცია არ გააჩნია?

10. გაყალბებულის სიყვარული
image

დაარწმუნო პროვინციული მოდის წარმომადგენელი იმაში, რომ ფეიკი - ეს სირცხვილია, თითქმის შეუძლებელია. რადგან "მე არ ვიყო ...(ვიღაცა) თუ მიწისქვეშა გადასასვლელში რომ Dolce & Gabbana-ს ლაქის ჩანთაა ის არ ვიყიდო!" მათთვის ცნობილი ბრენდების პაროდია ყოველთვის უმჯობესი და მოდურია, ვიდრე იგივე თანხის საფასურად შეძენილი უცნობი მარკის, თუმცა ხარისხიანი ტყავის ჩანთა.



5
5851
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5851
  
2017, 3 დეკემბერი, 20:58
კაბაში ჩაცმულ ლამაზ გოგოს გამოუწვევია
!
2017, 3 დეკემბერი, 20:56
ეგეტი ყლრობა ჯერ არ წამიკიტხავს ანუ თუ პიროვნებას არ ააქვს იმის თანხა რომ იყიდოს მაგალიტისტვის ორიგინალი პლეინის ბოტასები რომლებიც მართლაც რო აუარება ღირს და შეძინა იგი ბაზრობაზე გაცილებთ დაბალ ფასში მაშასადამე იგი პროვინციელია ყველა ადამიანი ინდივიდია და ის ტავისი სტილიტ მის სულში არსებულ მდგომარეობას გამოხატავს მნისშვნელობა არ ააქვს ადამიანი საიდანაა ბევრი თბილისელი მინახავს 1000 დოლარიან კაბებში ცჰაცმული ვიტომ სექს სიმბოლოები მაგრამ მატზე მედატ კურადგება ჩემში 30 ლარიან სსსკაბასსსს
2016, 18 იანვარი, 13:55
ისიც დაგემატებინა მაგას ჩვენი გოგოების უგემოვნებობა, შემოვიდა მოდაში ვიწრო შარვალი?! ვსიო დაითრია,ჩაიცვა,იმიტომ რომ მოდაშია და სხვებს აცვიათ,აქვს ისეთი ტან-ფეხი რო უხდებოდეს ან უხდება თუ არა სულაც არ ადარდებს.ან მოკლე მაიკები კიდე,ქონები რო აქვთ გადმოწელილი მაიკებიდან.ჩიცვი რა დალოცვილის შვილო სარაფანი რა! რატომ უნდა აიგდო თავი მასხრად ვერ ვხვდები.
2015, 25 ნოემბერი, 21:00
ძალიან კარგი იყოო
2015, 25 ნოემბერი, 18:37
კარგი სტატიაა :D ვიხალისე
0 1 5