x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

მიჩიო კაკუ ( Michio Kaku) — დიდი ამერიკელი ფიზიკოს–თეორეტიკოსია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა, მეცნიერების პოპულარიზაციის სფეროში, აქტიური მუშაობის წყალობით მოიპოვა. ის ორიენტირებულია თეორიული ფიზიკისა და სამყაროს მოწყობის წესრიგის თანამედროვე კონცეფციების პოპულარიზაციაზე. ხოლო, თავის წიგნში – «პარალელური სამყაროები», მან შორეულ მომავალში კი სცადა შეხედვა...


image


აქ მიჩიო კაკუს 10 ბრძნულ გამონათქვამს გთავაზობთ, რომლებიც დაფიქრების და ანალიზის საფუძველს იძლევიან.


ფიზიკოსების შესახებ
ადამიანები ატომებისგან შედგებიან. ფიზიკოსი — ატომის მცდელობა, შეიცნოს საკუთარი თავი.


ღმერთის ჩანაფიქრზე
«ღვთაებრივი განზრახვა», რომლის შესახებაც, აინშტაინი ასე მჭევრმეტყველად წერდა, — კოსმოსური მუსიკაა, რომელიც ჰიპერსივრცეშია რეზონირებული.


მომავალში დასაქმებაზე
მომავლის შრომის ბაზარი, ადამიანებს ისეთ სამუშაოს შესთავაზებს, რომლის გაკეთებასაც ვერ შეძლებენ რობოტები. მაგ., იმის გამო, რომ ყველა ბაღი ინდივიდუალურია, ისევ იარსებებს მებაღის თანამდებობა. იმავეს თქმა შეიძლება მშენებლებზეც. ამ მხრივ, წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან «თეთრი საყელოები» — ბუღალტრები, ბროკერები და ა. შ.


არამიწიერ სიცოცხლეზე
ყოველ მე-200 ვარსკვლავის ორბიტაზე, მოძრაობს დედამიწის მსგავსი პლანეტა. მარტო ჩვენს გალაქტიკაში, ასეთი, დაახლოებით, ნახევარ მილიარდია. ეს ძალიან დიდი რიცხვია! ამიტომ, როდესაც ჩვენ, ღამის ცას ვუყურებთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენც ვიღაც გვიყურებს.


ტვინის შესახებ
ადამიანის ტვინი მხოლოდ სამ ფუნტს (1, 36 კგ.) იწონის, მაგრამ ის ყველაზე რთული ობიექტია მზის სისტემაში.


გრავიტაციაზე
გარკვეული გაგებით, გრავიტაცია არ არსებობს. ხოლო, პლანეტების და ვარსკვლავების მოძრაობას, დროის გამრუდებული სივრცე მართავს.


კაცობრიობის მომავალზე
ჩვენი ბედი — 2100 წლისთვის, ღმერთების ბედს დაემსგავსება, რომლებსაც ოდესღაც ვეთაყვანებოდით და გვეშინოდა. მაგრამ, ჩვენი იარაღები, ჯადოსნური ჯოხები და ელექსირები კი არა, — მეცნიერება იქნება: კომპიუტერები, ნანოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია და, უპირველეს ყოვლისა, კვანტური თეორია.


მეცნიერების სწრაფ განვითარებაზე
ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე, ტვინის შესახებ, უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე კაცობრიობის მთელ ისტორიის პერიოდში და გონებას, რომელიც, ოდესღაც, რაღაც გაუგებრად ითვლებოდა, ბოლოს და ბოლოს, კვლევაში, ცენტრალური ადგილი უკავია.


ნიჭზე და გენიოსობაზე
ნიჭი აღწევს მიზანს, რომელსაც სხვა ვერავინ მიაღწევს. გენიოსი კი, აღწევს მიზანს, რომელსაც ვერავინ ხედავს.


ბავშვების შესახებ
ყველა ბავშვი გენიოსად იბადება, მაგრამ საზოგადოება თრგუნავს მათ!


imageარხის სხვა სიახლეები:

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* ყველაზე საინტერესო, წყლის შესახებ



1
3844
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3844
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1