x
მეტი
  • 27.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

1. ერთხელ, ბრიტანელმა წყვილმა, ფრენსის და ჯონ კენინგებმა, რა თქმა უნდა, ხუმრობით, საკუთარ ქორწილში დედოფალი ელისაბედ II დაპატიჟეს... და ეს, უბრალო ხუმრობად დარჩებოდა, ჯვრისწერაზე, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, დიდი ბრიტანეთის დედოფალი, მეუღლესთან ერთად, რომ არ გამოჩენილიყო.


image


2. ლეონარდო და ვინჩი ბაზარში ცხოველები ყიდულობდა, ხოლო შემდეგ, უბრალოდ, ათავისუფლებდა.


3. საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის თავის ქალის კვლევის დროს, მეცნიერმა ანტუან ლეფებვრმა (Dr. Lefebvre) უცნაური ნივთი აღმოაჩინა, რომელიც ლითონის ფირფიტას ჰგავდა. უადგილო არტეფაქტის სიგრძე – 1, 2 სმ. იყო და ძალიან ჰგავს ელექტრონულ ჩიპს. გაგრძელება >>>


4. როგორც ცნობილია, ვიკინგებს ბევრი ღმერთი ჰყავდათ. თუმცა, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ მათ შორის, თხილამურების ღმერთიც იყო.


5. ეს «ტუტანხამონია» – ძველი ეგვიპტელების სამაგიდო თამაში.


image


6. უდიდესმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინმა, სიკვდილის წინ, სეიფში ბარათი ჩაკეტა, რომელშიც მისი თქმით, საუკეთესო ილეთების საიდუმლო იყო ახსნილი. ანდერძში კი მიუთითა, რომ სეიფი, მისი დაბადების ას წლისთავზე უნდა გაეხსნათ.
1974 წლის 4 აპრილს, როდესაც ილუზიონისტის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, სანოტარო ბიუროს თანამშრომელმა სეიფი საჯაროდ გახსნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო.

ამბობენ, რომ ეს ბატონი ჰუდინის ბოლო ფოკუსი იყო, ხოლო თავისი ილეთების საიდუმლო, ცნობილმა ილუზიონისტმა თან წაიღო.


7. 1952 წელს, როდესაც ლონდონში დიდი სმოგი გაჩნდა, უსინათლო ადამიანები, დანარჩენებს, გზის გაკვლევაში ეხმარებოდნენ.


8. რომაელებს შარვლის ტარება ბარბაროსობად მიაჩნდათ და ამ «დანაშაულის» გამო, სასჯელიც კი არსებობდა: რომიდან უვადოდ გაძევება და მთელი ქონების კონფისკაცია.


9. როდესაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ვოლტერს, «სატანის უარყოფა» მოსთხოვეს, მან უპასუხა:

«ახლა მტრების გაჩენის დრო არ არის»–ო.


10. ალექსანდრე დიუმას, სხვადასხვა ჟანრში, 500-ზე მეტი ტომი აქვს გამოქვეყნებული და ის, ყველა დროის, საუკეთესო რომანისტად ითვლება. რაც შეეხება საუკეთესო ნაწარმოებებს, TOP–5-ეული ასეთია:

«სამი მუშკეტერი»

«გრაფი მონტე-კრისტო»

«ფარიკაობის მასწავლებელი»

«გრაფინია დე მონსორო»

«დედოფალი მარგო»


image


არხის სხვა სიახლეები:


* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* ამერიკელმა მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველის კლონი შექმნეს

* 5 ნაკლებად ცნობილი და საოცარი ფაქტი წყლის შესახებ

* 5 ფაქტი, რომელიც სიმართლე გგონიათ, მაგრამ ასე არ არის

* თუ ტვინის გავარჯიშება გინდათ – 5 გამოცანა (პასუხები აქვს)

* 10 საინტერესო და საშიში ფაქტი

* გოგონები სპორტში – სახალისო ფოტოები

* პერუელი მხატვრის ეროტიკული სიურრეალიზმი (12 ფოტო)

* რატომ სძინავთ კატებს ასე დიდ ხანს?



1
650
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
650
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1