x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125351
  • ვიდეო:355902
  • სურათი:498235
"ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

ამერიკული კვლევითი არაკომერციული ორგანიზაცია – SETI აგრძელებს არამიწიერი ცივილიზაციების აქტიურ ძებნას. პროექტის მონაწილეები თვლიან, რომ ახლა მათ იციან, თუ სად უნდა ეძებონ უცხოპლანეტელები. ხოლო, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი ამჟამად, მთლიანად წითელ ჯუჯებზე (პატარა და შედარებით ცივი ვარსკვლავი) არიან კონცენტრირებულნი.


image


როგორც მეცნიერები განმარტავენ, ეს მიდგომა ძალიან მარტივად ახსნილია: დედამიწიდან მცირე მანძილზე, სამყაროს სტანდარტებით, რა თქმა უნდა, წითელი ჯუჯების დიდი რაოდენობაა. ხოლო, მზის მსგავსი ვარსკვლავები, — იშვიათობაა.

დღეისათვის, დედამიწის მსგავსი, ათობით ეგზოპლანეტაა ნაპოვნი, რომლებიც იმ წითელი ჯუჯების გარშემო ბრუნავენ, რომლებიც მათი მშობელი ვარსკვლავების სასიცოცხლო ზონაში იმყოფებიან. დიდია იმის ალბათობა, რომ ამ პლანეტების ზედაპირზე თხევადი წყალი იყოს, რაც ჩვენთვის ცნობილი, სიცოცხლის ფორმების წარმოშობის და განვითარებისთვის არის აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი, მკვრივი ატმოსფეროს და მძლავრი მაგნიტური ველის არსებობა, რომელიც პლანეტის მკვიდრთ, წითელ ჯუჯაზე, შესაძლო აფეთქებებისგან დაიცავს. მაგრამ, თანამედროვე ტელესკოპები ჯერ ვერ გვაძლევს ასეთი პარამეტრების დაზუსტების საშუალებას.

"ჩვენ ყურადღება წითელ ჯუჯებზე უნდა გავამახვილოთ, რადგან ისინი, ცნობილი ვარსკვლავების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 75%-ს შეადგენენ. ეს ლოგიკურია, რადგან დედამიწას და მზის მსგავს, სხვა ვარსკვლავს შორის, საშუალოდ, 20000 წითელი ჯუჯაა და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. გარდა ამისა, წითელი ჯუჯები მზეზე ბევრად უფრო ძველია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ჰიპოთეტურ ფორმებს, ჩვენზე მეტი დრო ჰქონდათ, ევოლუციისა და წინსვლისთვის", – განაცხადა SETI-ის უფროსმა ასტრონომმა სეტ შოსტაკმა (Seth Shostak).


image

არხის სხვა სიახლეები:


* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* დედამიწის ყველაზე უცნაური მკვიდრი

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში

* 10 საინტერესო ფაქტი ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე და არა მარტო...

* "ოქროს მატარებლის" საიდუმლო

* ყველაზე საინტერესო, წყლის შესახებ


0
958
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
958
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0