საზოგადოებრივი აფრიკაში უცხო ცივილიზაციის უძველესი ქალაქი და არტეფაქტები აღმოაჩინეს 24 სექტემბერი, 8:57 მეცნიერება და მეცნიერები, საზოგადოებას უამრავ ფაქტს უმალავენ. განსაკუთრებით არქეოლოგიასა და ისტორიაში. ჩვენი სამყარო, მართალია, მთლიანად სიცრუეზე არ არის აგებული, მაგრამ სრულ სიმართლეს, არავინ და არასდროს გაამჟღავნებს, თუნდაც იმიტომ, რომ ის არავინ იცის. თუმცა, ზოგჯერ, ინფორმაცია ცენზურის ბარიერებიდან ჟონავს და სენსაციად იქცევა ხოლმე... აქ სწორედ, ერთ მსგავს შემთხვევაზე მოგიყვებით, რომელიც სუდანის სამხრეთით მოხდა. დოქ. ელინა მუსტაფამ (Elina Mustafa) ექსპედიცია ნუბიის* მთის გამოქვაბულებში მოაწყო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მხოლოდ უძველესი არტეფაქტები კი არა, უცხო ცივილიზაციის მთელი ქალაქი იყო. ზედაპირულმა დათვალიერებამ შედეგი არ გამოიღო – ერთი შეხედვით, თითქოს, ჩვეულებრივი გამოქვაბული იყო და ქანებს, არც ხელით დამუშავების კვალი ეტყობოდა. ექსპედიციის წევრებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ რეგიონში ტყუილად ჩავიდნენ... რომ მესამე დღეს, ელინას ერთ–ერთმა ასისტენტმა, იატაკიდან ამოწეულ ქვას წამოჰკრა ფეხი. საიდუმლოებით მოცული მიწისქვეშეთი შეჯახების შედეგად, ის გადაადგილდა და იქ, სადაც ადრე კედელი იყო, გასასვლელი გაჩნდა, იდეალურად გლუვი თაღებით. ექსპედიციის აღფრთოვანებულმა ხელმძღვანელმა დაიძახა, რომ ეს აშკარად ადამიანის გაკეთებული იყო და ისინი, ნამდვილად სწორ გზაზე იდგნენ. ყველაზე მეტად კი, გასაოცარი ის იყო, რომ ქანებში ჩამონტაჟებული მექანიზმი, საიდუმლო კარს აღებდა. მეცნიერთა ჯგუფი გვირაბის სიღრმეებში შევიდა, რომელიც, სავარაუდოდ, ათასობით წლის წინ იყო დაკონსერვებული. უეცრად, მათ სვეტებიანი დარბაზი დაინახეს და მასში შევიდნენ. იქ ასამდე სვეტი იქნებოდა და თითოეულზე, ბარელიეფი და რაღაც ღვთაება იყო ამოტვიფრული. ამასთან, ისეთი სისუფთავე სუფევდა, თითქოს, სტუმრების მოსვლისთვის, წინასწარ მოემზადნენ – ირგვლივ არც მტვერი იყო და არც ქვიშის ნამცეცი. სვეტების გარდა, ჭერიც რთული ფრაქტალური ნიმუშებით იყო დაფარული. დარბაზის ბოლოს კი, კედელზე, კიდევ ერთი ბარელიეფი იყო, – მასზე გამოსახული იყო არსება, რომელიც ძალიან ჰგავდა კინემატოგრაფიულ ქსენომორფს, სერიალიდან – «უცხო». მოულოდნელად, ექსპედიციის წევრებს უცნაური გრძნობა გაუჩნდათ – ჭერმა თითქოს, სახეცვლილება დაიწყო, სვეტებმა კი, ბრუნვა. მკვლევარები პანიკამ მოიცვა და დარბაზიდან გაიქცნენ. ექსპედიციის ერთმა წევრმა უკან მიიხედა და დაინახა, რომ ქსენომორფმა და ყველა სიმბოლომ კედელზე, ნათება დაიწყო. ექსპედიციის წევრებმა დარბაზიდან გააღწიეს და კარი ისევ იმ ქვის საშუალებით დაკეტეს, რომელიც ბერკეტის როლს ასრულებდა. რა დარჩა გამოქვაბულში – უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი რაღაც მექანიზმს ჰგავდა. გარდა ამისა, გამოქვაბულის წიაღიდან, კარის დაკეტვის წინ, სტვენის მაგვარი ხმები ისმოდა და ძლიერი ქარი ამოვარდა. ბარელიეფი დარბაზის კედელზე ამის შემდეგ, გამოქვაბულში შესვლა აღარავის უცდია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თავად ელინა მუსტაფა კი, მომხდარის შესახებ, მთელი 35 წელი დუმდა... და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2005 წ. საკუთარი განკურნებელი სენის შესახებ შეიტყო, ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა... შეტყობინების დასასრულს მეცნიერმა განაცხადა, რომ «ზოგჯერ, საიდუმლოებები – საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რადგან მათმა ამოხსნამ, შესაძლოა ადამიანს ზიანი მიაყენოს, ან მოკლას კიდეც. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, კონკრეტულად იმ მომენტში, ყველა იქ მყოფს ეგონა, რომ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. შესაძლოა, იქ დარჩენა და დაწყებულის დასრულება, ღირდა კიდეც. მაგრამ, შიშის გრძნობის დასაძლევად, ძალა არავის ჰქონდა...». * მდ. ნილოსის შუა წელში — ქ. ასუანიდან (ეგვიპტე) – ნილოსის VI ჭორომამდე (სუდანი), ისტორიული ოლქი მდებარეობს, რომელსაც ნუბიას ეძახიან. სავარაუდოდ, მისი სახელი ძვ. ეგვიპტური «ნუბიიდან» მოდის, რაც «ოქროს» ნიშნავს. ნილოსის განაპირას მდებარე მთები მართლაც მდიდარია ძვირფასი ლითონის საბადოებით, რომლიდანაც ოქროს მოპოვება უხსოვარი დროიდან ხდება. ამ ტერიტორიაზე, უძველეს დროშო, ქუშის (ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულიდან – ძვ. წ. აღრ. VI სს.) და მეროეს (ძვ. წ. აღრ. VI – ახ. წ. აღრ. IV სს.) სამეფოები არსებობდა, რომლებიც ნუბიელებმა შექმნეს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ასტრონავტი, რომელიც მარსის მისიაში მონაწილეობდა, საიდუმლოს გათქმის შემდეგ, მოკლეს* არტეფაქტი, რომელიც ადამიანების და უცხოპლანეტელების კონტაქტის ფაქტს ადასტურებს* დამზადებულია სსრ კავშირში – "ტუშონკა", "სგუშონკა" და ა. შ. პროდუქტები, რომელსაც საბჭოთა ხალხი მოიხმარდა* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ430 2-ს მოსწონს
|