x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
სიცოცხლე ჩვენს სამყაროში

თუ სიცოცხლე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენი სამყარო სიცოცხლით იყოს სავსე. ანუ, სიცოცხლის ჩასახვის და განვითარების ფაქტი — აბსოლუტური ნორმაა სამყაროსთვის.


image


მაგალითად:

* ვენერას ატმოსფეროში აღმოჩენილია ფოსფინი — აირი, რომელიც დედამიწაზე ორგანული წარმოშობისაა;

* მარსზე უამრავი მტკიცებულებაა შეგროვებული, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა, შორეულ წარსულში, დასახლებული იყო;
image* ცერერაზე კი (ჯუჯა პლანეტა ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის), მიწისქვეშა ოკეანეა აღმოჩენილი, რომელშიც, სავარაუდოდ, სიცოცხლე არსებობს;
* გაზის გიგანტების ზოგიერთ თანამგზავრზე, ასევე არსებობს მიწისქვეშა ოკეანეები, რომლებშიც, შესაძლებელია, ოდესღაც სიცოცხლე ჩასახულიყო. მაგ., ენცელადუსზე, სატურნის თანამგზავრზე, საერთოდ, მეთანი აღმოაჩინეს, რაც არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან წონიანი არგუმენტია, მასზე სიცოცხლის არსებობის ფაქტის სასარგებლოდ;

* ტიტანზე, სატურნის თანამგზავრზე, ატმოსფეროც კი არის. გარდა ამისა, მის ატმოსფეროში
image აღმოჩენილია მოლეკულა – ციკლოპროპენილიდენი, რომელიც დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და რნმ–ის (რიბონუკლეინის მჟავა) საფუძველს წარმოადგენს.

სავარაუდოდ, იქ სიცოცხლე არის და მას, პრაქტიკულად, არანაირი კავშირი არ აქვს, ჩვენი პლანეტის სიცოცხლესთან.

მართალია, მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ არამიწიერი სიცოცხლე, მაგრამ, როგორც ჩანს, კაცობრიობა ამ მოვლენის აღმოჩენას, საკმაოდ მიუახლოვდა.

სავარაუდოდ, ჩვენი სამყარო, სავსეა სიცოცხლით და კარგი იქნება იმის ცოდნა, რომ ამდენი ხნის მანძილზე ძებნით, ტყუილად არ ვიყავით დაკავებულნი…


image

არხის სხვა სიახლეები:


* საიდან მოვიდნენ შუმერები?

* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით

* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში



0
454
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0