საზოგადოებრივი ყინულოვანი კონტინენტის საიდუმლო 2022, 20 ოქტომბერი, 8:42 ანტარქტიდა — უზარმაზარი ტერიტორიაა, რომელიც, დაახლოებით, ორჯერ აღემატება ავსტრალიას, რამდენიმე მილის სისქის ყინულის ფენის ქვეშ არის დამარხული, საშუალო ტემპერატურა კონტინენტზე -55 გრადუსია, სრულიად დაუსახლებელია და ძალიან იშვიათი ველური ბუნებით ხასიათდება. ალბათ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს უნაყოფო, უდაბური მიწა მსოფლიოსთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად, ბევრი მხარეა დაინტერესებული იმით, თუ რისი შემოთავაზება შეუძლია მას. უფრო ხშირად კი, იმით ინტერესდებიან, რაც ყინულით არის დაფარული — ეს კი, მსოფლიოში ყველაზე კარგად დაცული საიდუმლოა. არქტიკისგან განსხვავებით, რომელიც არქტიკულ ოკეანეშია მიმოფანტული, რიგი კუნძულებისგან შედგება, ანტარქტიდა ნამდვილი კონტინენტია, ყინულოვანი მთებითა და რელიეფის ფორმებით, რომელიც კილომეტრობით გაყინული წყლის ქვეშ არის დამარხული.
თავდაპირველად, ხელშეკრულებას ხელი იმ 12 ქვეყანამ მოაწერა, რომელიც მანამდე, ანტარქტიდაში საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მანძილზე აქტიურობდა. მათ შორის იყო შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, იაპონია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა და საფრანგეთი. ხელშეკრულება მათ, ზემოთ აღნიშნული პირობების გარდა, ერთმანეთისთვის სამეცნიერო აღმოჩენების გაცვლასაც ავალდებულებდა. ამჟამად, ხელშეკრულებაზე ხელმომწერთა რიცხვი 54-ს შეადგენს. მაგრამ, 2003 წ. შეიქმნა ATS–ი (ანტარქტიდის ხელშეკრულების სამდივნო), რომელმაც ბუენოს-აირესში, 2004 წ. კიდევ ერთი, მაგრამ უკვე საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები არ იღებენ ანტარქტიდაზე გაკეთებული აღმოჩენების, მსოფლიო საზოგადოებისთვის გაზიარების ვალდებულებას.
ცნობილი მოგზაურის ფირი რეისს (1470–1553) რუკის მიხედვით, ანტარქტიდა ყინულისგან სრულიად თავისუფალია და მასზე ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ. იგივე არის ასახული ორონს ფინეს (1494 – 1555 წწ.) რუკაზეც — ყინულისგან თავისუფალ კონტინენტი, მთებით, ხეობებით და მდინარეებით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩინელების მიერ, 2005 წ. ჩატარებულ დეტალურ რადიოლოკაციურ კვლევამდე, მეცნიერებმა უფრო მეტი რამ იცოდნენ მარსის ზედაპირის გეოგრაფიის შესახებ, ვიდრე ჩვენი პლანეტის სამხ. პოლუსზე.
* საიდან მოვიდნენ შუმერები?* სიცოცხლე ჩვენს სამყაროში* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში1913 2-ს მოსწონს
|