ჰომოს გვარი ("Homo" ლათინურად ნიშნავს ადამიანს) ჩამოყალიბდა ავსტრალოპითეკებისგან ჯერ კიდევ 2.8 მილიონი წლის წინ. დღესდღეობით ჰომოს გვარის ერთადერთი სახეობა არის ჰომო საპიენს საპიენსი (თანამედროვე ადამიანი). მიჩნეულია, რომ ჰომოს გვარის დღევანდელი სახეობა - ჰომო საპიენსი იყოფა კიდევ 5 ქვესახეობად (რასად), ესენია:
კავკასოიდური,
მონღოლოიდური,
ნეგროიდული,
წყნაროკეანური და
კაპოიდური. არსებობდა ადამიანის (ჰომოს) გვარის მრავალი უკვე გადაშენებული სახეობა და ქვესახეობა. ჰომოს გვარი განსხვავდება წინამორბედი - ავსტრალოპითეკის გვარისგან იმით, რომ ჰომოს გვარის წარმომადგენლებს 46 ქრომოსომა გააჩნდათ და გააჩნიათ, ხოლო ავსტრალოპითეკების უკვე ამომწყდარ გვარს - 48 ქრომოსომა, როგორც სხვა დიდ პრიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვის იარაღების კეთება უკვე ავსტრალოპითეკებმა დაიწყეს დაახლობით 3.3 მილიონი წლის წინ, მათგანვე ჩამოყალიბებული პირველი ჰომოს გვარის წარმომადგენლები 2.8 მილიონი წლის წინ, იყვნენ უფრო ჭკვიანები, მიდრეკილნი ტვინის ზომის ზრდისკენ და აზროვნების მეტად განვითარებისკენ. ჰომოს ტვინმა ევოლუციური მასშტაბით, ძალიან მალე განიცადა განვითარება. აზროვნების ასეთი სწრაფი განვითარება ევოლუციურ პროცესში არ აღნიშნულა არცერთ ჩვენთვის ცნობილ არსებულ ან გადაშენებულ გვარში ან სახეობაში. დედამიწაზე ბოლო 4.1 მილიარდი წლის განმავლობაში გადაშენებულია ცოცხალ არსებათა
100-190 მილიარდამდე სახეობა და ქვესახეობა - მათ შორისაა ჰომოს გვარის მრავალი სახეობა და ქვესახეობა:
რუდოლფელი ადამიანი / Homo rudolfensis
ჰომო ჰაბილისი / მარჯვე ადამიანი / Homo habilis
ჰომო ერექტუსი / ამართული ადამიანი / Homo erectus
ჰომო გეორგიკუსი / ქართველი ადამიანი / Homo georgicus / Dmanisi hominins
ჰომო ერგასტერი / Homo ergaster
გაუტენგელი ადამიანი / Homo gautengensis
ლანტიელი ადამიანი / ლანტიელი ჰომო ერექტუსი / Lantian Man / Homo erectus lantiensis
იაველი ადამიანი / ჰომო ერექტუს ერექტუსი / Java Man / Homo erectus erectus
ჰომო ანტესესორი / წინამორბედი ადამიანი / Homo antecessor
ჰაიდელბერგელი ადამიანი / Homo heidelbergensis
როდეზიელი ადამიანი / Homo rhodesiensis
ნეანდერტალელი ადამიანი / Homo neanderthalensis / Neanderthals
დენისოველი ადამიანი / Denisovans / Homo denisova
პეკინელი ადამიანი / პეკინელი ჰომო ერექტუსი სინანთროპი / Peking Man / Homo erectus pekinensis
პეტრალონელი ადამიანი / Petralona Man
დალელი ადამიანი / Dali Man / Homo dalensis
ნეშერ-რამლელი ადამიანი / Nesher Ramla Homo
ჰომო ლონგი / Homo longi
ნანკინელი ადამიანი / ნანკინელი ჰომო ერექტუსი / Nanjing Man / Homo erectus nankinensis
იუანმოუელი ადამიანი / იუანმოუელი ჰომო ერექტუსი / Yuanmou Man / Homo erectus yuanmouensis
სოლოელი ადამიანი / სოლოელი ჰომო ერექტუსი / Solo Man / Homo erectus soloensis
კეპრანელი ადამიანი / Ceprano Man / Homo cepranensis
ტაუტაველელი ადამიანი / ტაუტაველი ჰომო ერექტუსი / Tautavel Man / Homo erectus tautavelensis
ჰომო ნალედი / Homo naledi
ნარმადელი ადამიანი / ნარმადელი ჰომო ერექტუსი / Narmada Man / Homo erectus narmadensis
ფლორესელი ადამიანი / ჰობიტი / Homo floresiensis / The Hobbit
ჰომო ჰელმეი / Homo helmei
ცაიჩანგელი ადამიანი / Homo tsaichangensis
ჰომო საპიენს იდალტუ / ჰერთოელი ადამიანი / Homo sapiens idaltu / Herto Man
მანოტელი ადამიანები / Manot people
ლუზონელი ადამიანი / Homo lusonensis
ტაბონელი ადამიანი / Tabon Man
წითელი ირმის გამოქვაბულის ხალხი / Red deer cave people
ბალანგოდელი ადამიანი / ბალანგოდელი თანამედროვე ადამიანი / Balangoda Man / Homo sapiens balangodensis
წყარო:
Genus Homo - Wikipedia;
კრებულები:
1. მეცნიერება
2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი
3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი
4. სხვადასხვა
5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი
6. ქართული მითოლოგია
7. რელიგია
8. საქართველო
9. საქართველო - მე-2 ნაწილი
10. ქართული სახელმწიფოები
11. პროტოქართველები
12. კავკასიური კულტურები
13. პარანორმალი