x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნარმადელი ადამიანი
ნარმადელი ადამიანი


ნარმადელი ჰომინიდი / ნარმადელი ჰომო ერექტუსი / ჰომო ერექტუს ნარმადენზისი / ნარმადელი ადამიანი (Narmada hominid / Narmada Homo erectus / Homo erectus narmadensis / Narmada Human / Narmada man) იყო ინდოეთის სუბ-კონტინენტზე გავრცელებული ადამიანის სახეობა ან ქვესახეობა, რომლის ნარჩენიც, კერძოდ თავის ქალას თაღი აღმოაჩინეს 1982 წელს შუა პლეისტოცენის პერიოდის ფენაში ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში, ცენტრალური ნარმადას ხეობაში მდებარე სოფელ ჰათნორას ტერიტორიაზე და ამიტომ უწოდეს ნარმადელი ამართული ადამიანი. შემდეგ ამ ნარჩენის მორფომეტრული ანალიზი ჩატარდა ორი დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის მიერ საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ორივე ინდოელ კოლეგებთან თანამშრომლობით. გეოლოგმა არუნ სონაკიამ ინდოელ კოლეგებთან ერთად განაცხადა, რომ აღმოჩენილი ერექტუსი ძვ.წ. 600, 000 - 500, 000 წლების შუალედში ცხოვრობდა. ეს ასაკი დაახლოებით დაადასტურა ანთროპოლოგების მიერ მორფოლოგიურმა შესწავლამ და გაირკვა ისიც, რომ ეს თავის ქალა ეკუთვნოდა 25-დან 30 წლამდე ადამიანს. მაგალითად დელის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დ.კ. ბატაჩარიამ განაცხადა, რომ ამ მოდგმის ადამიანებმა ინდოეთის სუბ-კონტინენტი დაიკავეს მინიმუმ ძვ.წ. 400, 000 წლიდან. მთელი ინდოეთის სუბ-კონტინენტზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში ამოდის დიდი რაოდენობით ზედა, შუა და ქვედა პალეოლითის, ასევე მეზოლითის ქვის იარაღები, მაგრამ საკმაოდ ცოტაა შემონახული მათი დამამზადებელი ადამიანების ნაშთები, ვინაიდან ინდოეთის გარემო-პირობების, კერძოდ ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის და ეროზირების დონის გამო ნაშთები კარგად ვერ ინახება, ამიტომ ასეთი აღმოჩენები იშვიათი და შესანიშნავია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადამიანები იყვნენ არა ჰომო ერექტუსები, არამედ ჰომო საპიენსები.


ნარმადელი ადამიანი


წყარო 1: Is the Narmada hominid an Indian Homo erectus? - pubmed.ncbi.nih.gov;


წყარო 2: Loneliness of Narmada Human - Down to Earth;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
89
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
89
  
2022, 26 აპრილი, 12:24
▶ ნარმადელი ჰომინიდი / ნარმადელი ჰომო ერექტუსი (Narmada Homo erectus / Narmada man) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 600,000 - 500,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1982 წელს ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში. გავრცელებული იყო სამხრეთ აზიაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1,155 - 1,421 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 140-150 სმ-მდე და იწონიდნენ 40-60 კილოგრამს.
0 1 1