x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იუანმოუელი ადამიანი
იუანმოუელი ადამიანი


იუანმოუელი ადამიანი / იუანმოუელი ამართული ადამიანი / იუანმოუელი ჰომო ერექტუსი / ჰომო ერექტუს იუანმოუენზისი (Yuanmou Man / Homo erectus yuanmouensis) იყო ჰომო ერექტუსის ქვესახეობა (რასა), რომელიც ცხოვრობდა მდინარე იუანმოუს აუზში დღევანდელი სამხრეთ ცენტრალური ჩინეთის ტერიტორიაზე, იუნანის პროვინციაში 1.7 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. მისი აღმოჩენა მოხდა 1965 წლის 1 მაისს. ეს არის ჩინეთში აღმოჩენილი ადამიანის ნამარხებიდან უძველესი. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ჩინეთამდე ადამიანს მიეღწია კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში. აღმოჩენილი ნამარხი ნარჩენების ნაწილი მამაკაც ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა, ნაწილი კი მდედრს, რომელიც სიმაღლით დაახლოებით 124-130 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო. ეს ნაშთები ანატომიურად საკმაოდ ჰგავს იმ პერიოდში აფრიკაში გავრცელებულ ადრეულ ჰომოს (ადამიანებს), კერძოდ ჰომო ჰაბილისს და ჰომო ერგასტერს.


იუანმოუელი ადამიანიიუანმოუელი ადამიანი


იუანმოუელი ადამიანები ცხოვრობდნენ შერეულ გარემოში, რომელიც წარმოდგენილი იყო მდელოებით, ტყეებით, ბუჩქნარებით, ჭაობებით. ტყეებში დომინირებდა ფიჭვი და მურყანი. მათ გარშემო გავრცელებული იყო ისეთი ცხოველები, როგორიცაა: სპილო სტეგოდონი, მარტორქა, ირემი, გარეული მსხვილფეხა პირუტყვი, ტახი, გიგანტური მოკლესახიანი აფთარი და სხვ. ისინი მათზე ნადირობდნენ მათივე დამზადებული ქვის და ძვლის იარაღებით, როგორიც იყო მარტივი ბირთვები, ქვის მჭრელი ნატეხები, რომელსაც დანების სახით იყენებდნენ (დასაჭრელად, გასატყავებლად, მოსაკლავად), საკეპები, წვეტიანი იარაღები, საფხეკები და სხვ. ეს იარაღები პარალელს ჰპოვებს მაშინდელი აფრიკის ჰომო ერექტუსების იარაღებთან. იანმოუელ ადამიანებს უკვე შეეძლოთ ცეცხლის გამოყენება გასათბობად, საკვების დასამუშავებლად, გამოქვაბულების გასანათებლად და მტაცებლების დასაფრთხობად.



იუანმოუელი ადამიანი


წყარო: Yuanmou man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
233
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
233
  
2022, 26 აპრილი, 12:28
▶ იუანმოუელი ადამიანი / იუანმოუელი ჰომო ერექტუსი (Yuanmou Man / Homo erectus yuanmouensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 1.7 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. აღმოაჩინეს 1965 წელს ჩინეთის ტერიტორიაზე, იუნანის პროვინციაში. გავრცელებული იყო აღმ. აზიაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 700-900 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 124-130 სმ-მდე და იწონიდნენ 40-65 კილოგრამს.
0 1 1