x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რუდოლფელი ადამიანი
რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


რუდოლფელი ადამიანი / ჰომო რუდოლფენსისი (Homo rudolfensis) არის ადამიანის, ჰომოს გვარის ერთ-ერთი პირველი და უძველესი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე, ადრეული პლეისტოცენიდან, დაახლოებით 2.5 - 1.55 მილიონი წლის წინ. რუდოლფელი ადამიანი თანაარსებობდა რამდენიმე სხვა ჰომინინის სახეობის გვერდით აფრიკაში. განიხილება ის ვარიანტიც, რომ ის კლასიფიცირდეს არა როგორც ჰომო (ადამიანის გვარი), არამედ როგორც ავსტრალოპითეკის გვარის წარმომადგენელი და ეწოდოს რუდოლფელი ავსტრალოპითეკი (Australopithecus rudolfensis), კენიანთროპი (Kenyanthropus) ან რუდოლფელი კენიანთროპი (Kenyanthropus rudolfensis). ასევე არსებობს შეხედულება, რომ რუდოლფელი ადამიანი არის იგივე, რაც თანადროული ჰომო ჰაბილისის ერთ-ერთი ქვესახეობა.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


რუდოლფელი ადამიანი გამოირჩევა ჰაბილისისგან უფრო დიდი ზომით, თუმცა ვარაუდობენ იმასაც, რომ ის ნამარხები, რომლებიც მიჩნეულია რუდოლფელ ადამიანად, სინამდვილეში არის ჰომო ჰაბილისის, ოღონდ მამაკაცი ჰომო ჰაბილისის ნაშთები და დიდი ზომებიც სწორედ სქესობრივი დიმორფიზმითაა განპირობებული, რომ როგორც წესი, მამაკაცები ბევრად დიდი ზომის არიან, ვიდრე ქალები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მამრობითი სქესის რუდოლფელი ადამიანები საშუალოდ იზრდებოდნენ 160 სანტიმენტრამდე და იწონიდნენ 60 კგ-ს, ხოლო მდედრები - 150 სმ იყვნენ საშუალოდ სიმაღლით, ხოლო წონით - 51 კგ. ერთ-ერთ აღმოჩენილ თავის ქალას, რომელიც მიჩნეულია რუდოლფელ ადამიანად, წოდებული როგორც KNM-ER 1470 ჰქონდა ტვინის მოცულობა დაახლოებით 750 კუბური სანტიმეტრი (სმ3). საერთო ჯამში საშუალოდ რუდოლფელი ადამიანების ტვინის ზომა მერყეობდა 750-დან 800 კუბურ სანტიმეტრამდე. შედარებისთვის, თანამედროვე მამაკაცების ტვინის მოცულობა არის 1270, ხოლო ქალების - 1130 სმ3. სხვა ადრეული ჰომოს წარმომადგენლების მსგავსად, რუდოლფელებსაც ჰქონდათ უფრო დიდი ზომის დიდი ძირითადი კბილები და სქელი მინანქარი. ჰომოს გვარის ადრეული წარმომადგენლები ავლენენ ტვინის მკვეთრ ზრდას წინამორბედ გვართან - ავსტრალოპითეკებთან შედარებით, რაც როგორც წესი იხსნება ხოლმე კალორიულ საკვებზე, კერძოდ ხორცისმჭამელობაზე გადასვლით და საკვები ნივთიერებებით ტვინის უკეთესი მომარაგებით.



რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


ჰომოს გვარის არსებობის უძველესი დამამტკიცებელი ნიმუში აღმოჩენილია აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ ეთიოპიაში, აფარის რეგიონში, ლედი-გერარუს არქეოლოგიურ ადგილზე, ეთიოპიელი არქეოლოგების მიერ 2013 წლის 29 იანვარს. ამ ნარჩენის (ადრეული ადამიანის ქვედა ყბის) სახელწოდებაა LD 350-1 და თარიღდება 2.8 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანის (ჰომოს) გვარი წარმოიშვა აფარელი ავსტრალოპითეკისგან. LD 350-1 შესაძლოა ეკუთვნის რუდოლფელი ადამიანის და ჰომო ჰაბილისის საერთო წინაპარს ან მათ ადრეულ ფორმას. 2.1 მილიონი წლის წინ უკვე რუდოლფელები ან/და ჰაბილისები უკვე გავრცელებულნი იყვნენ აზიაში, ამას ადასტურებს ჩინეთში, შანგჩენში აღმოჩენილი 2.1 მილიონი წლის წინ მათ მიერ გაკეთებული ქვის იარაღები ოლდოვური ლითიკით.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis - KNM-ER 1470


1973 წელს ლიკიმ რეკონსტრუქცია მოახდინა რუდოლფელის თავის ქალის, სამეცნიერო სახელწოდებით KNM-ER 1470, ბრტყელი სახით და ტვინის მოცულობით - 800 სმ3. 1983 წელს ამერიკელმა ფიზიკურმა ანთროპოლოგმა რალფ ჰალოვეიმ გადახედა ამ მონაცემებს და თავის ქალას ფუძის მიხედვით ახლიდან, უფრო ზუსტად გამოთვალა აღნიშნული ქალას ტვინის მოცულობა - 752-753 სმ3. საბოლოოდ, ბრომაჟმა და მისმა კოლეგებმა 2008 წელს დაადგინეს, რომ ამ თავის ქალას ტვინის მოცულობა იყო 700 სმ3. შედარებისთვის, ჰაბილისის ნიმუშების ტვინის მოცულობა საშუალოდ 600 სმ3-ია, ერგასტერის კი 853 სმ3-მდეც აღწევს.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


ნამარხები, რომელიც კლასიფიცირდება როგორც რუდოლფელი ადამიანი, ხასიათდება თავის ქალას შედარებით დიდი ზომით, უფრო ბრტყელი და განიერი სახით, უფრო ფართო დიდი ძირითადი კბილებით, უფრო რთული კბილის გვირგვინებით, დიდი ფესვებით და სქელი მინანქრით ჰომო ჰაბილისთან შედარებით. საერთოდ, ადრეული ჰომო ხასიათდებოდა უფრო დიდი კბილებით, ვიდრე გვიანდელი. ასევე მათი კბილების კვლევისთვის მნიშვნელოვანია რუდოლფელი ადამიანების ნარჩენები სახელწოდებით: KNM-ER 60000, KNM-ER 62000, KNM-ER 1802, UR 501 (2.5-2.3 მლნ. წლის წინანდელი) და სხვ.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


რაც შეეხება ამ სახეობის სიმაღლეს და წონას: ნიმუში KNM-ER 1472 არის რუდოფლენსისის ბარძაყის ძვალი და მისი ზომების მიხედვით ივარაუდება, რომ მისი პატრონის სხეულის სიმაღლე დაახლოებით 156 სმ. იყო და წონით 41.8 კგ. რუდოლფელი ადამიანის ნარჩენი ფეხის (სახელწოდებით KNM-ER 1481) ზომით გამოთვლილია, რომ მისი პატრონის სიმაღლე იყო დაახლოებით 156.7 სმ, ხოლო წონა - 42 კგ. KNM-ER 3228 (მენჯი) - მისი ზომების მიხედვით, მისი პატრონი რუდოლფელი ადამიანი იყო სიმაღლით დაახლოებით 165, 8 სმ, ხოლო წონით - 47, 2 კგ. როგორც რუდოლფელ ადამიანებში, ისე ჰაბილისებში გამოვლენილი იყო სქესობრივი დიმორფიზმი. მამაკაცები უფრო დიდი ზომის და ძლიერები იყვნენ, ვიდრე ქალები.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


ადრეულ ჰომინინებს, მათ შორის რუდოლფელებს სავარაუდოდ ჯერ კიდევ ჰქონდათ სხეულზე შედარებით ხშირი თმა ვინაიდან ისინი ცხოვრობდნენ შედარებით ცივ ადგილებში და სავარაუდოდ ჰქონდათ ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი, ვიდრე ერგასტერის დროინდელ ჰომინინებს, ამიტომ საჭიროებდნენ სხეულის თმას გადარჩენისთვის, სითბოს შესანარჩუნებლად. არასრულწლოვანი რუდოლფელის ნიმუშს, ნაწილობრივ სახეს (სახელწოდებით KNM-ER 62000) აქვს ისეთივე ასაკობრივი ნიშნები, რაც 13-დან 14 წლამდე თანამედროვე ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ადრეულ ჰომინინებში მომწიფების ადრეულობას და ბავშვობის ასაკის უფრო ადრე დასრულებას, ვიდრე ჰომო საპიენსებში.


რუდოლფელი ადამიანი - Homo rudolfensis


წყარო: Homo rudolfensis - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
216
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
216
  
2022, 26 აპრილი, 12:36
▶ რუდოლფელი ადამიანი (Homo rudolfensis) - ეს სახეობა არსებობდა 2.5 - 1.55 მილიონი წლის წინ. აღმოაჩინეს 1986 წელს. გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე. ტვინის ზომა საშუალოდ იყო 750-დან 800 კუბურ სანტიმეტრამდე. მამაკაცები საშუალოდ იზრდებოდნენ 160 სმ-მდე და იწონიდნენ 60 კგ-ს, ხოლო მდედრების სიმაღლე საშუალოდ იყო 150 სმ, წონა - 51 კგ. ჰომოს გვარის უძველესი დამადასტურებელი არტეფაქტი თარიღდება 2.8 მლნ. წლით.
0 1 1