x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჰომო ნალედი
ჰომო ნალედი


ჰომო ნალედი (Homo naledi) იყო ადამიანის ერთ-ერთი სახეობა თუ ქვესახეობა. ის უკვე გადაშენებულია. მისი ნაშთები აღმოაჩინეს 2013 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგიდან 40 კილომეტრით დაშორებულ ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულების სისტემის დინალედის გამოქვაბულში. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ლი ბერგერი 2013 წლის ოქტომბრიდან. 2014 წლის მარტში კი აღმოჩენილი იქნა ჰომო ნალედის 15 სხვადასხვა ინდივიდის განამარხებული ნარჩენები. 2013 წელს ლესედის გამოქვაბულში რიკ ჰანთერმა და სტივენ ტაკერმა აღმოაჩინეს დამატებით კიდევ ჰომო ნალედის 133 ცალი ნაშთი, რომლებიც ეკუთვნოდა სულ მცირე სამ ადამიანს: ორ ზრდასრულს და ერთ არასრულწლოვანს.


ჰომო ნალედი


2017 წელს ჰომო ნალედის ზემოთ აღნიშნული ნამარხები დათარიღდა ძვ.წ. 333, 000 წლიდან ძვ.წ. 234, 000 წლამდე პერიოდით. მიუხედავად მრავალი მორფოლოგიური მსგავსებისა, ჰომო ნალედის კბილები განსხვავდება სხვა სახეობის ადამიანებისგან (ჰომო), რაც შესაძლოა მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ცხოვრობდნენ დანარჩენებისგან განსხვავებულ გარემო-პირობებში, გავრცელებულნი იყვნენ სამხრეთ აფრიკაში, შესაძლოა უფრო ფართო არეალზეც. ჰომო ნალედის გააჩნდა ავსტრალოპითეკის მსგავსი მენჯის და მხრის ნაწილი, და ჰომოს მსგავსი ხელები, ტერფები და ტვინის ზომა. საშუალოდ ჰომო ნალედის სახეობის ხალხი იზრდებოდა 144-150 სმ, ზრდასრულის წონა საშუალოდ 39-55 კილოგრამი იყო, ხოლო ტვინის მოცულობა - 460-610 სმ3. ტვინის სიმცირის მიუხედავად, 2018 წლის კვლევა ცხადყოფს, რომ მისი შუბლის წილი იყო მოწყობილი უფრო დიდტვინიანი ადამიანების ქვესახეობების შუბლის წილის მსგავსად და არა ავსტრალოპითეკების ან სხვა დიდი პრიმატების მსგავსად.



ჰომო ნალედი


მას ასევე ჰქონდა განვითარებული ტვინის ის ნაწილები, რომელიც სოციალურ ქცევას, ენას და იარაღების დამზადების შესაძლებლობას განაპირობებს. ის ორ ფეხზე დადიოდა როგორც თანამედროვე ადამიანები და შეეძლო ხეებზე გადაადგილებაც. ამ სახეობას სახელი მიენიჭა 2015 წელს - "ნალედი" ადგილობრივი ხალხის, სოთოს ენაზე ვარსკვლავს ნიშნავს და ვინაიდან მისი ნაშთები პირველად აღმოჩენილი იქნა ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულში, სახელადაც ნალედი (ვარსკვლავი) ეწოდა.


ჰომო ნალედი


წყარო 1: Homo naledi - The Smithsonian institution's Human origins;

წყარო 2: Homo naledi - nmh.ac.uk;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
67
  
2022, 26 აპრილი, 12:24
▶ ჰომო ნალედი (Homo naledi) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 335,000 - 236,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 2015 წელს სამხრეთ აფრიკაში. გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 460-610 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 144-150 სმ-მდე და იწონიდნენ 39-55 კილოგრამს.
0 1 1