საზოგადოება არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება 2022, 20 აპრილი, 9:47 სიტყვა "ჰუმანოიდი" ყველაზე ხშირად უცხოპლანეტელებთან მიმართებაში იხმარება, თუმცა ის "ადამიანის მსგავსს" ნიშნავს და ადამიანის მსგავსი ნებისმიერი გონიერი არსების მიმართ შეიძლება იქნას გამოყენებული. მაშ ასე, ჩვენს პლანეტაზე სავარაუდოდ ჰუმანოიდების მთელი ტომები-იდუმალი ადამიანისმაგვარი არსებები ბინადრობენ, ყოველ შემთხვევაში, თუ დავუჯერებთ იმ პირთა მონაყოლს, რომლებმაც ისინი ნახეს. ამ ისტორიების ნაწილი ჯუჯებს, გობლინებს, ფერიებს და სხვა, საკმაოდ პატარა ზომის არსებებს ეხება. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნახულობენ არსებებს, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 8-10 წლის ბავშვის სიმაღლის ტოლია და ისინი ძალიან ჰგვანან (თუ არ ჩავთვლით სიმაღლეს) ჩვეულებრივ ადამიანებს. ასეთი ისტორიები არც თუ ისე ბევრია, მაგრამ ალბათ არც მათი უარყოფა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს ძალიან პატარა სიმაღლის ადამიანების არსებობა ფიზიკურად სრულიად რეალურია: გაიხსენეთ აფრიკის მინიატურული პიგმეები. აფრიკის პიგმეებისხვა საქმეა, როცა ასეთ "პიგმეებს" აშშ-ის ტყეებში ხვდებიან, ასეთ შემთხვევაში ეს ნამდვილად ძალიან უცნაურია. პირველი ისტორია კრიპტოზოოლოგიის დამაარსებელთან, მკვლევარ აივან სანდერსონთან არის კავშირში. სწორედ მან შემოიღო ხმარებაში ეს ტერმინი 1947 წელს, როცა თოვლის კაცის პრობლემას სწავლობდა. 1959 წელს, სანდერსონს მისწერა ვინმე მისის უეინმა და ამ წერილმა ის ძალიან დააინტერესა: "ამჟამად მე დიასახლისი ვარ, მეუღლე ქიმიკოსია, უფროსი ვაჟი სამხედრო-საჰაერო ძალების ტექნიკოსია. ვცხოვრობდი მისისიპში, მაგრამ უკვე ათი წელია ვცხოვრობ კენტუკის შტატში. მინდა გკითხოთ, გსმენიათ თუ არა ოდესმე პატარა წითელ ადამიანებზე დელტიდან? იქ, სადაც მე გავიზარდე, მათ შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ წითელ ადამიანებს ჯობია არ ესროლოთ, რადგან თუ შემდეგ მათ ცხედარს შერიფი გადააწყდა, შეიძლება ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაგიყენონ. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ მათ შესახებ იციან კენტუკიშიც, თუმცა ადგილობრივებს რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ თემაზე დამლაპარაკებოდნენ. ისინი ყვებოდნენ, რომ ეს წითელი ადამიანები ათი წლის ბავშვის სიმაღლის არიან და მაიმუნების მსგავსად წარმოუდგენლად კარგად დაცოცავენ ხეებზე. ისინი ველურები არ არიან. ონდატრებზე მონადირეების თქმით, მათ აცვიათ ტანსაცმელი, თუმცა ძირითადათ ძველმანები, რომლებსაც ზოგადად ადამიანები სანაგვეზე ყრიან: ძველი ჯინსები, თეთრეული და სხვ." რა უპასუხა სანდერსონმა ამ საინტერესო წერილის ავტორს, სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ამავე წითელი ადამიანების შესახებ სხვა მხილველებიც ჰყვებიან. ანომალიური არსებების მკვლევარი, მაკ ტონისი თავის წიგნში "The Cryptoterrestrials" (2010) წერს, რომ მას სანდო წყაროსგან აქვს ისტორია პატარა ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის ტყეებში. "ჩემი წყარო შეხვდა ამ ჰუმანოიდების პატარა ჯგუფს ტყეში. ისინი ძალიან ჰგავდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, პატარა სიმაღლის გამონაკლისით. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. პატარა ადამიანების თქმით, ისინი ამ მიწებზე გაჩნდნენ კაცობრიობის ყველა სხვა კულტურებზე ადრე და მათ საკუთარი ენაც გააჩნიათ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარეგნულად ეს ჰუმანოიდები გამოიყურებოდნენ, როგორც აზიური რასის წარმომადგენლები. ტონისის აზრით, რეალურად ეს შეიძლება იყოს ადრეული ძირძველი ამერიკელების უძველესი ჯგუფი, რომლებმაც ყველასგან დაფარული ცხოვრების წესი აირჩიეს. ახლა აშშ-დან გადავინაცვლოთ ცენტრალურ ამერიკაში, ქვეყნებში, სადაც პოპულარულია არსებები სახელწოდებით დუენდე. ხშირად მათ ჯუჯებად, გობლინებად და ტროლებად თვლიან, მაგრამ დუენდე მათგან იმით განსხვავდება, რომ ის ბევრად მსხვილია და გარეგნობით 6-7 წლის ადამიანს ჰგავს.
იგივე სანდერსონი თავის წიგნში ჰყვება, რომ 1961 წელს შეხვდა ბევრ ადამიანს, რომლებიც მნიშვნელოვან პოსტებზე მუშაობდნენ, კერძოდ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში, ანუ მათ, ვინც დიდ დროს ატარებდა ტყეში და ისინი სრული სერიოზულობით აცხადებდნენ, რომ ნახეს დუენდე. ერთ-ერთი მათგანი, რომლის თანამდებობა უფროსი მეტყევეა, სანდერსონთან საუბარში მოჰყვა, რომ პირადად ნახა ორი ადამიანი, რომლებიც მაიას მთის ძირში მდებარე ნაკრძალიდან აკვირდებოდნენ. სიმაღლით დაახლოებით ერთი მეტრის იყვნენ, პროპორციული აღნაგობის, მასიური მხრებით. ხელები ადამიანის ხელებზე გრძელი ჰქონდათ და ხშირი, მოკლე ბალნით დაფარული. სახეები ბრტყელი ჰქონდათ და ისეთივე მოყვითალო ფერის სახის კანით, როგორც აზიელებს. თმები გრძელი. მეტყევეს ეს ჰუმანოიდები არაერთხელ შეუმჩნევია და ყოველ ჯერზე ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ მას, არ ავლენდნენ აგრესიის არავითარ ნიშნებს. გადავინაცვლოთ ირანში, სამხრეთ ხორასნის პროვინციის პატარა სოფელ მახუნიკში. მისი ზოგიერთი სახლი სრულიად ნორმალურია, თუმცა ძალიან პრიმიტიული, ხელით ნაკეთი აგურის და თიხის კედლებით. ამ სახლებში ადგილობრივი ღატაკები ცხოვრობენ, მაგრამ სახლების უმრავლესობა გაკვირვებას იწვევს თავისი მინიატურული ზომებით. სახლები მართლაც ძალიან პატარებია, დაბალი ჭერით და ისეთი პატარა შესასვლელით, რომ იქ უპრობლემოდ მხოლოდ 8-10 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ შესვლა.
"ამ სოფლის მნიშვნელოვანი ასპექტია აღმოჩენილი სახლების, ქუჩების და ნაპოვნი არტეფაქტების უცნაური არქიტექტურა. კედლები, ჭერი, ფეჩები, თაროები, პირადი ნივთები, შექმნილი იყო თითქოს სპეციალურად ჯუჯებისთვის. ამ ხალხის წასვლიდან 5 ათასი წლის მანძილზე ნაგებობების დიდი ნაწილი მიწით დაიფარა. ჯუჯების წასვლის მიზეზი დღემდე გამოცანად რჩება"-წერდნენ გაზეთ "Iran Daily"-ის ჟურნალისტები სოფელ მახუნიკზე. დისკუსიები იდუმალ ირანულ "ჯუჯების სოფელზე" დღესაც მიმდინარეობს. ზოგი თვლის, რომ ადგილობრივები პატარა სიმაღლის იყვნენ, ამის მიზეზი კი ხშირი შიმშილი და გვალვები იყო. სწორედ ამიტომ მიატოვეს საცხოვრებელი, როცა მიხვდნენ, რომ სოფელში მხოლოდ შიმშილით სიკვდილი ელოდათ. სხვები ირწმუნებიან, რომ დაბალი სიმაღლე შეიძლება შემთხვევითი მუტაციის შედეგი იყოს, რომელიც გართულდა სოფლის გარიყულობის, იზოლირების და ხშირი ახლონათესაური კავშირების გამო. როცა 2005 წლის აგვისტოში, ამ ადგილებში ადამიანის პატარა მუმიფიცირებული სხეული ნახეს, კამათი ამ საკითხზე კიდევ უფრო გაცხოველდა. სხეულის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ადამიანი სიკვდილის მომენტში 16-17 წლის იყო, მაგრამ ზომებით ჩვილ ბავშვს არ აღემატებოდა. იგი დაახლოებით 400 წლის წინ გარდაიცვალა. იგივე სხეულის მოგვიანებითმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ცხედარი სავარაუდოდ უდღეური ჩვილის იყო, თუმცა როცა ეს გამოაცხადეს, წარმოიშვა შეთქმულების თეორიები, რომ თითქოს ეს გაკეთდა სპეციალურად, იმისთვის, რომ პირველი ანალიზის შედეგები გადაეფარათ.
გადახედეთ სხვა სტატიებს:უგანდაში შიმპანზეებმა ადამიანებს ომი გამოუცხადეს სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო) ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო) ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში ყველაზე საიდუმლოებით მოცული ტუსაღი საფრანგეთის ისტორიაში: ვინ იმალებოდა რკინის ნიღბის ქვეშ ოთხი საიდუმლო კარი, რომელთა გაღება არ შეიძლება ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?) ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ 1814 4-ს მოსწონს
|