x
image
ირინა მ.
მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო)

image


ბევრი უძველესი (და არა მხოლოდ) ნეკროპოლი მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ნაწილადაა მიჩნეული, სხვები-უბრალოდ ყურადღებას იქცევს თავისი არაორდინარულობით. გიზის პირამიდები და მეფეთა ველის სამარხები, იმპერატორ ცი შიხუანდის მავზოლეუმი ტერაკოტის არმიით, პარიზის კატაკომბები... ყველა დროში და ყველა კულტურაში, სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას მოწიწებით და მოკრძალებით უდგებოდნენ, ამოტომაც დაკრძალვის ადგილებს და დაკრძალვის მეთოდებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ყველაზე პოპულარული არა, მაგრამ არანაკლებ უცნაური სამარხები.


მარია კიურის რადიაციული საფლავი


ფრანგი-პოლონელი მეცნიერის, ნობელის პრემიის მფლობელის ფიზიკის (1903 წ.) და ქიმიის (1911 წ.) დარგებში, მარია სკლადოვსკაია-კიურის სახელი, რა თქმა უნდა რადიოაქტიურობასთან ასოცირდება. თავის მეუღლესთან (შემდგომში ისიც ნობელის პრემიის ლაურეატი), პიერ კიურისთან ერთად, 1890-იანებში მარიამ ექსპერიმენტების შედეგად აღმოაჩინა როგორც ქიმიური ელემენტები, პოლონიუმი და რადიუმი დაავადებებს, ასევე შემოიღო ტერმინები "რადიოაქტიურობა" და "რადიოაქტიური ელემენტი".


image


შემდგომში წყვილმა მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტები ჩაატარა ცოცხალ ქსოვილებზე და მედიცინისთვის აღმოაჩინა რადიოთერაპიის მთელი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მკურნალობდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა, მაგალითად, მგლურა. მოგვიანებით, კიურების აღმოჩენები საფუძვლად დაედო კიბოსთან ბრძოლის მეთოდების კვლევებს.

რადიოაქტიურ ელემენტებთან, პირველ რიგში რადიუმთან, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა, ნეგატიურად აისახა პირველაღმომჩენებზე-მათ, ორივემ უძლიერესი რადიაციული დასხივება მიიღეს. ამასთან, შეიძლება ითქვას, მარიას მეუღლეს, რომელიც 1906 წ. დაიღუპა უბედური შემთხვევის გამო (წვიმის დროს ქუჩაში ფეხი დაუცდა და ცხენების ეკიპაჟმა გადაუარა. სიკვდილი მომენტალურად დადგა) "გაუმართლა": მას არ მიუღია ისეთი დიდი დასხივება, როგორიც მიიღო მისმა მეუღლემ. მარია კი გარდაიცვალა 1934 წელს, სწორედ სისხლის შემადგენლობაში და სხვა ქსოვილებისა და ორგანოების შეუქცევადი ცვლილებების შედეგად, რომელიც დასხივებამ გამოიწვია. თავდაპირველად ის დაკრძალეს პარიზთან მდებარე სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. 1955 წელს, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის გადაწყვეტილებით, პიერ და მარია კიურების ნეშტები პარიზის პანთეონში გადაასვენეს.


image


და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მათი ცხედრები, ჯერ კიდევ რადიაციას ასხივებდა და კიდევ ასეული წლის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა პანთეონის თანამშრომლებისთვის და ტურისტებისთვის. ამიტომ, პიერ და მარია კიურებისთვის დამზადებულ იქნა ტყვიის სასახლეები და ტყვიის საფლავის ქვები, რათა პანთეონის მნახველები დასხივებისგან იყვნენ დაცული. მათი პირადი ნივთებიც ტყვიის ყუთებში ინახება.


რუდოლფ ნურეევის საფლავის ქვა-ხალიჩა


დიდი ბალეტის გამოჩენილი წარმომადგენელი, რუდოლფ ნურეევი გარდაიცვალა 1993 წელს, შიდსის გართულებებისგან, და მისი სურვილისამებრ დასაფლავებულია პარიზთან, სენტ-ჟენევიევ-დე-ბუაზეს რუსულ სასაფლაოზე.


image


მოცეკვავის საფლავი შესრულებულია აღმოსავლურ სტილში. საქმე იმაშია, რომ ნურეევი გატაცებული იყო ძველებური ხალიჩების და ძველებური ტექსტილის ნაკეთობების კოლექციონერობით. საყვარელი ხალიჩები მას თან დაჰქონდა გასტროლებზე, რამდენადაც ის მისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა.

მოცეკვავის საფლავის არასტანდარტული გაფორმების იდეა ეკუთვნის მის მეგობარს და კოლეგას-პარიზის ოპერის მხატვარს, ენცო ფრიჯერიოს. მან მეგობრის საყვარელი ხალიჩის ესკიზი შექმნა, ხოლო ესკიზის განხორციელებისთვის მასალად გამოყენებული იქნა მოზაიკა.


imageimage

აღნიშნული საფლავის ქვა დამზადდა აკომენ სპაციო მოზაიკოს სახელოსნოში, რომელიც იტალიაში მდებარეობს. მოზაიკა იმდენად ოსტატურადაა შესრულებული, რომ ნამდვილი ხალიჩის შთაბეჭდილებას ტოვებს.


წინასწარმეტყველ დანიელის "უსასრულო" საფლავი


ქ. სამარყანდში (უზბეკეთი), ერთ-ერთ ბორცვზე განლაგებულია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის, დანიელის აკლდამა.



image


ლეგენდის მიხედვით დანიელის (ისლამური ტრადიციით ხოჯა დონიერი) სამარხის შექმნა მიეწერება შუააზიელ დამპყრობელს და მხედართმთავარს, ამირა თემურს (თემურლენგს), რომელმაც 1400-იანი წლების დასაწყისში, მისი წმინდა ნაწილები ჩაიტანა ქალაქ სამარყანდში და დაკრძალვის ადგილზე ააშენა მეჩეთი. მავზოლეუმის მშენებლობის შემდეგ, წლების განმავლობაში, ლეგენდის მიხედვით, საფლავი ნელ-ნელა იზრდებოდა და 17 მეტრს მიაღწია. მავზოლეუმის შიგნით არის დაჰმა, სადაც წინასწარმეტყველია დაკრძალული.


image


ნ.ვ გოგოლი ცოცხლად დამარხეს?


უამრავი მითი არსებობს რუსი მწერლის, გოგოლის დასაფლავების ისტორიის შესახებ. ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს იგი ცოცხლად დაკრძალეს.

სიცოცხლეში მწერალი ტაფოფობიით (ცოცხლად დამარხვის შიში) იტანჯებოდა. მან ანდერძშიც კი მიუთითა, რომ არ დაეკრძალათ მანამ, სანამ გახრწნის აშკარა ნიშნები არ გამოჩნდებოდა. მით უმეტეს მის ცხოვრებაში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როცა გული და პულსი გაუჩერდა. ლეგენდის მიხედვით, სიცოცხლეში გოგოლმა სთხოვა კიდეც მესაფლავეებს, რომ მისთვის ისეთი კუბო დაემზადებინათ, სუნთქვის საშუალება რომ ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ მაინც ცოცხალს დაასაფლავებდნენ და საფლავში მოვიდოდა გონს. ხსენებული ჭორი გაჩნდა მწერლის ნეშტის 1931 წელს, ექსგუმაციის შემდეგ: როცა სასახლე გახსნეს, მიცვალებულს ხელები არა გულმკერდზე ჰქონდა დაწყობილი, არამედ ტანის გასწვრივ, სასახლის სახურავზე კი, შიდა მხარეს ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.


image


თუმცა სკულპტორი რამაზანოვი, რომელმაც 1825 წელს, მწერალს სიკვდილის შემდგომი ნიღაბი აუღო, ამტკიცებდა, რომ როცა მიცვალებულის სახე ალებასტრით დაფარა და შემდეგ ნიღაბი მოხსნა, რამდენიმე ადგილას უკვე გახრწნის კვალი შეიმჩნეოდა.


წყალქვეშა სასაფლაო


ქალაქ კი-ბისკეინიდან 5 კილომეტრში (ფლორიდას შტატი), 12 მეტრის სიღრმეზე, ოკეანის ფსკერზე განლაგებულია უჩვეულო ნეკროპოლი-"ნეპტუნის მემორიალური რიფი" (Neptune Memorial Reef). ამ წყალქვეშა სასაფლაოს დაახლოებით 65 ათასი კვადრატული მეტრი უკავია. რიფი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილია და დაივერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.


imageimageimage

წყალქვეშა სასაფლაო 2007 წელს გაიხსნა. ადგილი აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს. უმრავლეს შემთხვევაში წყალქვეშ დასაფლავების მსურველები დაივერები და ზღვაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან. ისევე, როგორც ჩვეულებრივ სასაფლაოზე, აქაც არის ცენტრალური მოედანი, სკულპტურები, საფლავის ქვები (მარჯნებით მოფენილი) და სამგლოვიარო დაფები, საფლავის ქვებთან მისასვლელი ბილიკები, აგრეთვე სკამები დასვენების მსურველთათვის. წყალქვეშა ნეკროპოლში 125 000 ათასზე მეტი საფლავია.


imageimageimageimage


როგორ ხდება დასაფლავება? მიცვალებულს კრემირებას უკეთებენ, ფერფლს ცემენტში ურევენ და ამზადებენ ისეთ ქანდაკებას, როგორიც მიცვალებულის სურვილი იყო. შემდეგ ქანდაკებას საიმედოდ ამაგრებენ ფსკერზე და სპილენძის ან ბრინჯაოს დაფასაც დაურთავენ მიცვალებულის მონაცემებით. ასეთი უჩვეულო ადგილის მონახულება, რა თქმა უნდა ყველა ნათესავს და ახლობელს არ შეუძლია, მხოლოდ მას, ვინც აკვალანგის მოხმარება იცის. მემორიალურ პარკში პირველად დაკრძალული იყო 93 წლის ბერტ კილდბრაიდი, დაივერი და ზღვის ფანატი.








სხვა სტატიები:








მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


ცნობილი დედები, რომელთა საქციელი შვილების მიმართ, ნებისმიერს აღაშფოთებს

image


გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image






0
322
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0