x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


საფლავები

ქსელის მომხმარებლებმა GOOGLE-ის რუქებზე, მინდორში, ორი ღია საფლავი აღმოაჩინეს, შიგ მწოლიარე ადამიანებით, რომლებიც ახლადდაკრძალულ ცხედრებად ჩათვალეს. ამ ამბავმა გამომცემლობა Daily Mirror-ის ყურადღებაც მიიქცია. აღსანიშნავია, რომ საფლავები ორეგონის შტატში (აშშ), ქალაქ პორტლენდის შორიახლოს აღმოაჩინეს, ამასთან საფლავების მიმდებარედ არ ჩანდა არც ნიჩბები, არც რაიმე სხვა სამუშაო იარაღი, რომელიც დაკრძალვის დროს არის საჭირო. გამომცემლობის ინფორმაციით, გათხრილი საფლავები თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის არტ-პროექტის ნაწილი ყოფილა. პერფომანსი დემონსტრირებდა ოჯახურ ურთიერთობებს: ორი, საფლავებში მწოლიარე პარტნიორი, ცალი ხელით ერთმანეთის მიმართულებით თხრიდა მიწას, რათა ხელი ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის.

image

ქალბატონების ჩხუბი

სერვისის-GOOGLE maps მომხმარებლებმა შეამჩნიეს ძალადობის უჩვეულო სცენა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში იყო დაფიქსირებული. ამის შესახებ იტყობინება The Mirror.

ფოტოზე ჩანს, თუ როგორ მიათრევს მიწაზე ერთი ქალბატონი მეორეს, შორიახლოს კი, ხილ-ბოსტნის კარავთან, დგას რამდენიმე ადამიანი და ისინი მხოლოდ აკვირდებიან მათ, არც კი ცდილობენ გააშველონ ორი მოჩხუბარი ქალი.

როგორც ჩანს, ინციდენტის მომენტში, ახლოს GOOGLE-ის სპეციალური ავტომობილი გადიოდა, რომელიც ქუჩების გადაღებისთვის რამდენიმე სპეციალური კამერით არის აღჭურვილი. ალგორითმები ავტომატურად ფარავენ კადრში მოხვედრილი გამვლელების სახეებს, ამიტომ საეჭვოა სამართალდამცავმა ორგანოებმა გაარკვიონ, თუ ვინ მონაწილეობდა ჩხუბში. როგორ დამთავრდა აღნიშნული ფაქტი-უცნობია.

image

იხილეთ ასევე:





ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები)

image


ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება


image


ბავშვები ხის ჯოხებზე და ვარდების ნაცვლად ადამიანის თავებით დამშვენებული ტორტები (თიხის მინიატურები)

image


მექსიკაში ოკეანემ ამოუცნობი ზღვის ბინადარი გამორიყა. მას თვალები არ ჰქონდა

image


ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image




0
1089
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0