x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 შემთხვევა, როდესაც ფილმებში სცენარისტებს ლოგიკის არსებობა საერთოდ დაავიწყდათ

image
რაც უფრო ხშირად და ყურადღებით ვუუყურებთ ფილმებს თუ სერიალებს, მით უფრო გვიადვილდება მათ სიუჟეტებში ხვრელების მოძებნა:

1. უენსდეის უეცარი უსუსურობა

პირველ ეპიზოდში უენსდეიმ 3 ხულიგანი ფაქტობრივად გაანადგურა, რომლებიც მასზე ერთი თავით მაღალი იყვნენ. მან აჩვენა, რომ კარგად მუშაობს როგორც ხელებით, ასევე ფეხებით. პირველი სეზონის ბოლოს კი ის პრობლემებში გაეხვა: ბოტანიკის მასწავლებელმა იგი აკლდამაში დაამწყვდია და ბორკილებიც დაადო ხელებზე. მიხედავად იმისა, რომ გოგონას ფეხები თავისუფალი აქვს, ის წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობს. შედეგად, მთავარი ბოროტმოქმედი ჩნდება სცენაზე და სიუჟეტი შემდგომ ვითარდება, როგორც ეს სცენარისტებს სჭირდებათ.image

2. გლამურული ელიზაბეტი ლაზიერის გამბიტში

სერიალ “ლაზიერის გამბიტი"-ს მთავარი გმირი უბრალოდ ვერ იქნებოდა გარეგნულად ისეთი, როგორც ჩვენ გვაჩვენეს. ის არაჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა, მაგრამ აქვს შესანიშნავი კანი და მოწესრიგებული სტილი. გოგონა უბრალოდ ანათებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადამიანები, რომლებიც ჩაძირულნი არიან თავიანთ ფსიქოლოგიურ პრობლემებში, ჩვეულებრივ განსხვავებულად გამოიყურებიან.image

3. ზედმეტად ჭვიანი მაიმუნი ფილმში “ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო"

ფილმში არის პერსონაჟი ჰენრი, რომელიც უეცრად იძენს ტარზანის ძალას და მაიმუნებთან მოლაპარაკების ნიჭს. მხოლოდ ერთი შეხედვით ალბათ. ჰენრი მაიმუნებისგან სწავლობს, თუ როგორ გადაადგილდნენ ლიანებში, თანაც სულ რამდენიმე წუთში. სინამდვილეში, ამას ძალიან ძლიერი ხელები სჭირდება და არც ისე ადვილია. და კიდევ, ის მაიმუნებს იმდენად მოსწონთ, რომ ცუდ ბიჭებს ესხმიან თავს და მას არა. როგორ არჩევენ ვინაა კარგი და ვინ ცუდი? თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ფილმი ფენტეზის ჟანრისაა, მაგრამ ეს სცენები ალბათ მაინც ზედმეტი იყო.image

4. ბელას უცნაური რეაქცია ორსულობაზე- “ბინდი საგა"

ფილმში “ბინდი- საგა: განთიადი.” ბელა იყურება ჩანთაში, ხედავს პაკეტებს და ხვდება, რომ მენსტრუაცია არ მოსვლია. ელისი მაშინვე დაურეკავს მას და ბელა უცხადებს ტელეფონში: "მგონი ორსულად ვარ!"

თუმცა, ეს არის ის, რაც დამაბნეველია: მთელი ამ ხნის განმავლობაში, ედვარდი, ბავშვის მამა, დგას მთავარი გმირისგან. მაგრამ ბელა არც კი იყურება მისკენ, როცა ამ სიტყვებს ამბობს. რაღაც უცნაურია, არა?image

5. იენიფერის და კაჰირას გაქვევა- “მხედვარი"

მე-2 სეზონში ჯადოქარ იენფერს მაგიას ართმევენ. ჯადოქრების საბჭო ეჭვობს, რომ ის მოღალატეა და გოგონას გამოსაცდელად ეუბნება, რომ უნდა დასაჯოს რაინდი კაჰირი. ტრიბუნების წინ აღსრულების დროს, სადაც ბევრი ჯადოქარი და მეომარია, იენეფერი ათავისუფლებს კაჰირს და ისინი გარბიან.

დასჯა ხდება დანგრეულ ციხესიმაგრეში, შელოცვები არ მუშაობს შიგნით. მაგრამ რა უშლიდა ხელს ჯადოქრებს გარეთ გაქცევას და იქიდან მაგიის გამოყენებას? რატომ აღმოჩნდა ჯადოქრების ბრბო უძლური და ორივეს დაჭერა ვერ შეძლო? image

6. ბიანკას გულმავიწყობა- “უენსდეი"

ბიანკა სირენაა. თავისი ხმით მას თითქმის ნებისმიერის მოხიბვლა შეუძლია. ის იყენებს ამას სტუდენტებისა და მასწავლებლების სკოლიდან გამოსაყვანად, როდესაც კრექსსტონი გამოჩნდება. ვინც ყურადღებით დააკვირდა, შეამჩნია, რომ ვიზუალურად მისი ხიბლი პირიდან მოწითალო ნისლს ჰგავს.

მაგრამ რატომ არ გამოიყენა ბიანკამ თავისი ძალა კრექსტოუნის წინააღმდეგ? შეეძლო ებრძანა გაშეშებულიყო ან საერთოდაც დაეძინა.

თუ სირენის ძალა არ მოქმედებდა ზომბებზე (რომელიც სინამდვილეში არის ბოროტმოქმედი), მაშინ ეს შეიძლებოდა ადრე ყოფილიყო ჩაქსოვილი სიუჟეტში. და გამოდის, რომ ბიანკას უბრალოდ დაავიწყდა მისი ძალის არსებობა.image

7. გათბობა წიგნების საშუალებით- “ხვალინდელი დღე"

ფილმში არის სცენა, სადაც ფილმის გმირები გამყინვარების დროს გასათბობად ბიბლიოთეკაში ძველ წიგნებს უკიდებენ ცეცხლს. რატომ არ შეიძლებოდა ძველი ხის ავეჯის დაწვა რითაც სავსე იყო ბიბლიოთეკა?

ქარიშხლის ეპიცენტრში ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო, რომ მყისიერად ყინავდა თვითმფრინავის საწვავს. მაგრამ ყველა მთავარი გმირი გადარჩა, გაზის გამათბობლის ჩართვით და წიგნების დაწვით.image

8. დრაკონების სისუსტეები- “სამეფო კარის თამაშები"

მე-8 სეზონის მე-4 ეპიზოდში დეინერისის ფლოტი მიფრინავს დრაგონსტოუნში სერსეითან საბრძოლველად. მოულოდნელად მათ თავს დაესხმება ეურონ გრეიჯოის ფლოტი. გემის ბალისტების თავდასხმის დროს დრაკონი რაეგალი დაშავდა. ამ ეპიზოდმა აჩვენა მაყურებელს, რომ დრაკონები ძალიან დაუცველები არიან.

თუმცა, უკვე მე-5 სერიაში, დენერისი და დრაკონი დროგონი წვავენ ევრონის რკინის ფლოტს, ქალაქის კარიბჭეს და ბალისტას ქალაქის კედლებზე. ზოგი ამტკიცებს, რომ დეინრისი მზის წინააღმდეგ მიფრინავდა და მაინც ძალიან საეჭვო კონტრასტია. ან თითქმის პირველივე ცდაზე არტყამდნენ დრაკონს, ან საერთოდ ვერა. ვინაიდან მერვე სეზონი ისედაც სრული კრახი იყო, სცენარისტებს ალბათ ეპატიებათ.image

9. ძვირადღირებული ბინა- “გაცნობა მშობლებთან"

ბინა, რომელშიც ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს არარეალურია. მაყურებელმა კარგად იცის ამის შესახებ. ძვირადღირებულ ბინაში ცხოვრობენ მედდა და მასწავლებელი ნიუ-იორკიდან. ზოგადად, თითქმის ყველა კინემატოგრაფიულ ნიუ-იორკელს ექნება საცხოვრებელი სახლი, რომლის ქირაობა არარეალურია ასეთი ხელფასით.image

10. რეინირას უეცარი დაბრუნება- “დრაკონის სახლი"

მეოთხე ეპიზოდში დეიმონმა გაიყვანა რეინირა ციხიდან საიდუმლო გადასასვლელით. გოგონა ქალაქში გავიდა უბრალო ხალხის სამოსით. როდესაც დეიმონმა ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა ის, იმედგაცრუებული პრინცესა სასწრაფოდ დაბრუნდა ციხეში. მაგრამ რატომ არ დაბრუნდა იგი იმავე გზით? დაავიწყდათ სად მდებარეობს საიდუმლო გადასასვლელი? კარი მხოლოდ შიგნიდან იღებოდა? დავუშვათ. მაგრამ ზუსტად არ გვაჩვენეს, როგორ შევიდა რეინირა თავად ციხესიმაგრეში.

მაყურებელი ხედავს, როგორ უახლოვდება გოგონა უკვე მის პალატას და იქ მას ხვდება გაკვირვებული სერ კრისტონი (მას ეგონა, რომ პრინცესა ოთახში იყო). თუ რაენირა მთავარი შესასვლელიდან შემოდიოდა, მაშინ იქ მცველები უმდა ყოფილიყვნენ. თუ გაუმართლა და საერთოდ ვერ შეამჩნიეს?image










1
1212
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1212
  
2023, 24 თებერვალი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1